Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" 2022 წლის 11 სექტემბრის N339/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2023 წლის 3 ივლისის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N18083/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 11 სექტემბრის N339/01- 01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში N1 („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესი და პირობები“) და დანართის:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შუალედურ შეფასებაზე გასვლა სტუდენტისთვის სავალდებულოა 2024 წლის მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებისთვის და ის წარმოადგენს შემდგომში საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობას.“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი უფლებამოსილია პილოტირების რეჟიმში ჩაატაროს შუალედური შეფასება.“;
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუალედური შეფასების დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, ხოლო დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამის შემთხვევაში სასწავლო საწარმოსთან ერთად.“;
დ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტუდენტის შეფასების დამატებითი პირობები (არსებობის შემთხვევაში);“;

ვ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ვალიდაციის მიზნით, შუალედური შეფასების ადმინისტრირების ჯგუფი შეფასების ინსტრუმენტის პროექტს, შეფასების განხორციელებამდე 1 5 სამუშაო დღით ადრე, წარუდგენს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს/სპეციალისტს, რომელიც ამოწმებს შეფასების ინსტრუმენტების თავსებადობას განვლილ მოდულებთან მიმართებაში.“;

ზ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ სტუდენტი ავადმყოფობის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება შუალედურ შეფასებაზე მას შეუძლია არგუმენტირებული განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, სადაც უნდა დაასაბუთოს დოკუმენტალურად შეფასების გაცდენის მიზეზი.“;

თ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. წინამდებარე ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედების შემდეგ სტუდენტის შუალედურ შეფასებაზე (მათ შორის, დამატებით შუალედურ შეფასებაზე) გამოუცხადებლობა იწვევს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებას.“.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია

View More

Order N: 152/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამის ,,აუდიოსახელმძღვანელოები“ ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 ივნისის N150/02-01 ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 27 ივნისის N17429/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამის ,,აუდიოსახელმძღვანელოები“ ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად - 10 ვაკანსია.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს.

3.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თსუ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დანართი 1), 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს დასაქმება ბიბლიოთეკაში.

4. შერჩევა მოხდება აუდიო ჩანაწერის მოსმენის საფუძველზე.

5. აუდიო ჩაწერისათვის სტუდენტებს მიეცემათ ტექსტი ქართულ ენაზე და მის წასაკითხად გამოეყოფათ დრო - 5 წუთი, აუდიო ჩაწერის დრო და თარიღი სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ.

6. შერჩეულმა სტუდენტებმა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

7. შერჩეული სტუდენტების შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს.

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 2);

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023  წლის  25 ივლისისა.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

 

 

View More

Order N: 163/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ნატა ჩივაძის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 29 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანების და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2023 წლის 21 ივნისის N16781/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დაინიშნოს 2023 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე (გამოსაცდელი ვადით) ნატა ჩივაძე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს ნ. ჩივაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

 

 

 

View More

Order N: 723/02-03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ლადო გოდოლაძის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 29 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანების და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2023 წლის 21 ივნისის N16781/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დაინიშნოს 2023 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე (გამოსაცდელი ვადით) ლადო გოდოლაძე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს ლ. გოდოლაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

 

 

 

View More

Order N: 724/02-03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ლუკა სინაურიძის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 29 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანების და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2023 წლის 21 ივნისის N16781/10 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. დაინიშნოს 2023 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე (გამოსაცდელი ვადით) ლუკა სინაურიძე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს ლ. სინაურიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

 

 

View More

Order N: 725/02-03

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებÒ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული ãსაბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებÒ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ლაბორანტის ნინო დუდაშვილის 2023 წლის 29 ივნისის N11501/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

 

ვბრძანებ:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის ,,ბ“ თავის მე-2 მუხლის 2.2-11.2  პუნქტი ამოღებული იქნას.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

 

 

 

View More

Order N: 164/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად ამავე ფაკულტეტის პროფესორის ირინე ქურდაძის დანიშვნის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N 135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის  დებულების  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტის  (დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს  გადაწყვეტილებით    ოქმი   N3,  26.06.2014, მასში  შეტანილი ცვლილებებით) და 23-ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თ.ზარანდიას  2023 წლის 23 ივნისის N17135/31-05 წერილის (თან ერთვის  სამაცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დაკმაყოფილდეს იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის  თ.ზარანდიას განცხადება და დაინიშნოს 2023 წლის  პირველი ივნისიდან 2024 წლის  პირველ  ივნისამდე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირინე ქურდაძე და განესაზღვროს შრომის ანაზღაურება  თვეში 1700 (ათასშვიდასი) ლარის ოდენობით.
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ირინე ქურდაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული ფაკულტეტი,  საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის    მართვის    დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლიგიების მართვის დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე


 

View More

Order N: 694/02-03

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ აპლიკანტების ჩარიცხვის, მსმენელის სტატუსის მინიჭებისა და ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42- ე მუხლის  მე-2  პუნქტის,თსუ  აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ- ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი   წესი“-ის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 27 ივნისის N 17523/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩაირიცხონ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (2023 წლის 1-ლი მიღება) აპლიკანტები დანართი №1 (თბილისი) შესაბამისად და მიენიჭოთ მსმენელის სტატუსი.
2.წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე ჩარიცხული მსმენელების სასწავლო პროცესის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 28 ივლისიდან 03 აგვისტოს ჩათვლით.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების  გარეშე  და  გადასცეს შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე 

View More

Order N: 570/01-04

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და  მე-11  პუნქტების, რექტორის  ბრძანების (N  87/01-01; 26/04/2023) და   ევროკავშირის   მიერ   დაფინანსებული  ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს   პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 17635/10; 28.06.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 30 ივნისს.
ა)ლია ძებისაური, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკატერინე ფირცხალავა,თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,კომისიის წევრი;
გ)სოფიო  თოთიბაძე,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
3.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს(საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

 

View More

Order N: 149/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების და მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების- „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და  კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის  შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის  №113  დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი,ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის  30 მაისის  N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თ. რუხაძის 2023  წლის  23 ივნისის N17030/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის  სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი)წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 10 ივლისს.საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 9 სექტემბრისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
შინაგან დაავადებათა კათედრა:

ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ბ“-კატეგორია);

5.ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე    ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
    
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული დადგენილი ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,ისე ელექტრონული(CD)  სახით,(ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); 
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ),,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად  შეესაბამება  თსუ  ბიბლიოთეკის რესურსებს.შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი; 
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა.თანხმობის წერილს  იმ  ბაზის/ბაზების  ხელმძღვანელისგან,სადაც  უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს; 
ლ.გ.კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს,რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,  10 საათიდან 17 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა.ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,III სართული, ოთახი N330;
7.ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,
წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინი ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

 
 

View More

Order N: 151/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 16 ივნისის 16301/28 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი  ” (დანართი N1).
2. დავით  სარაჯიშვილის  სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბეჟან ჭანკვეტაძე    – სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე).
ბ) გიორგი ბეზარაშვილი – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
გ) მარინა ტრაპაიძე – სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) ნელი  სიდამონიძე – ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
ვ) ელენე კაცაძე –  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -
პროფესორი (კომისიის წევრი);
ზ) ქრისტინა გიორგაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის წევრი);
თ) მარინა  ქარჩხაძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის მდივანი);
ი) ნინო  თაყაიშვილი - ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი (კომისიის წევრი);
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე                                                                                                                             
 

View More

Order N: 146/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების  პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’   საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და დამოუკიდებელი შემფასებლის 2023 წლის 21 ივნისის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ: 


1. შევიდეს   ცვლილება  ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო,     სამეცნიერო,      საგამოცდო,      მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული       ღონისძიების        ორგანიზების        პროცედურის განსაზღვრისა და      მომსახურეობის      სახეობების      განსაზღვრის      შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული  დანართი    N2 ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  სახით  (დანართი   N2 - თსუ   ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაქვემდებარებაში არსებული სივრცე).

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე                                                                                                                              

View More

Order N: 153/02-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით დადგენილი სტუდენტური პროექტების წარმოდგენისა და განხილვის (დაფინანსების) ვადებისაგან ერთჯერადად განსხვავებული ვადების განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების    შესახებ”    საქართველოს    კანონის    მე-2    მუხლის    ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე- 3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 ივნისის N16645/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში   სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესით დადგენილი სტუდენტური პროექტების წარმოდგენისა და განხილვის       (დაფინანსების)       ვადებისაგან       ერთჯერადად       განისაზღვროს ქვემოთმოცემული ვადები:

ა) სტუდენტური პროექტების მიღების ვადა - 22-29 ივნისი;
ბ) საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების ვადა - 30 ივნისი, 3 ივლისი;

გ) სტუდენტური პროექტების დაფინანსების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 10 ივლისი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის      ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე                                                                                                                               
 

View More

Order N: 152/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის,  ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე -3 პუნქტების, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტისა  და  ნოდარ  ამაღლობელის  სახელობის მაღალი ენერგიების   ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის  დირექტორის  მ. ნიორაძის 2023  წლის 19 ივნისის  N16465/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში- ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სულხან ნანობაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 
ბ) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი;
გ) ალექსანდრე კვინიხიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ სულხან ნანობაშვილი საკონკურსო კომისიის წევრად ალექსანდრე კვინიხიძე და საკონკურსო კომისიის მდივნად სიმონ წერეთელი.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                
 

View More

Order N: 142/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’ , ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2023 წლის 18 მაისის №გ-1/109/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე: 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის  2012 წლის  12 ივლისის №   84/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ს  დაემატოს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:,,მუხლი 31. ინფორმაცია სტუდენტების გამოცდაზე განთავსება
1. საგამოცდო ცენტრის უფროსი უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოცდამდე არაუგვიანეს ერთი დღისა, აქვეყნებს სტუდენტების გამოცდაზე განთავსების  ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს სტუდენტის სახელს, გვარს, სექტორის ნომერს, ადგილის ნომერს და საგნის დასახელებას.
2.სტუდენტების გამოცდაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდიდან წაშლილი უნდა იქნეს შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.“.
2.დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთავავე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.


რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

View More

Order N: 144/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და მათი წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2021 წლის  29 ივლისის  N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული„სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის  სასწავლო  პროცესის  მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 20 ივნისის N 16640/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროსსსიპ- ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე- „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ 2023 წლის პირველი მიღების მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) განცხადება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ)პროფესიული  გადამზადების  პროგრამით   - „ლაბორატორიული  ჯანმრთელობა  და უსაფრთხოება“ განსაზღვრული  წინარე  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი(თსუ-ის კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 23 და 26 ივნისი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

View More

Order N: 143/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამა ,,აუდიოსახელმძღვანელოების“ დამტკიცების თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე -2 ნაწილის , 57-ე მუხლის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ’’, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში   სტუდენტების   ხელშეწყობის   /დასაქმების პროგრამა ,,აუდიოსახელმძღვანელოები“ (დანართიN1).
2. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკას , საფინანსო  დეპარტამენტსა  და  პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს პროგრამის განსახორციელებლად ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა
4. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე    გამოქვეყნება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანება და განცხადება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტების ხელშეწყობის/დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განათავსოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64)


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე                                

View More

Order N: 150/02-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,   56–ე მუხლის    მე-2 და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული „საჯარო       სამართლის იურიდიული   პირის       –    ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“    მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტისა და  თსუ-ის  საგამოცდო  ცენტრის  უფროსის   N15961/10,  13.06.2023 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ              – ივანე       ჯავახიშვილის       სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში   2022-2023 სასწავლო  წლის  სასწავლო პროცესის   ვადების   განსაზღვრის შესახებ“  რექტორის   2022 წლის   4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანების  „1.1.“ პუნქტის „გ.დ “  ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ.დ) საგამოცდო პერიოდი  - 19 ივნისი-  18 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“;

2.უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება
და სტუდენტებისთვის წინამდებარე ბრძანების და მისი მოკლე შინაარსის    სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და   პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


 რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                

View More

Order N: 140/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების    დამტკიცების    თაობაზე“    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტების,  ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის  პირველი  პუნქტის  და  ინსტიტუტის  დირექტორის  თამარ წუწუნავას 2023 წლის 15 ივნისის N1603/10 წერილის   (თან   ერთვის   ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N9  12.06.2023) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ     – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ  ქუთელია    – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის
გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის  18 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი          ჯაბა სამუშია                                                                                                                                 
 

View More

Order N: 141/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის ნაწილისთვის ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

2023 წლის   9 ივნისს  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი     საბჭოს     გადაწყვეტილებით     (ოქმი          N5) შინაგანაწესში შევიდა  გარკვეული  ცვლილებები,  კერძოდ,  მე-8  მუხლის  მე-3  პუნქტის თანახმად,   ,,პერსონალს, რომელსაც   ჰყავს   სკოლამდელი   ან   სასკოლო   (დაწყებითი საფეხურის) ასაკის  ბავშვი,  ან  შშმ/სსსმ     ოჯახის  წევრი , ასევე,  თუ  არსებობს  სხვა განსაკუთრებული ობიექტური  გარემოება,  უფლება  აქვს,  უშუალო  ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი  საათით  გვიან,  ან  სამუშაო  ადგილი  დატოვოს  დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ . ხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის ცალკეული პერსონალის მიმართ გამოცემული იყო ,,ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ბრძანებები 2023 წლის 9 ივნისამდე მოქმედი   შინაგანაწესის  მიხედვით, რომელთა ა/წ 9 ივნისს დამტკიცებული შინაგანაწესის ცვლილებეთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის” პირველი მუხლის მე-2 ნაწილის,   სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს    2023 წლის    9 ივნისის    N5 სხდომაზე დამტკიცებული   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მე-8 მუხლის მე-3  პუნქტის,  ,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  23-ე მუხლის პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ზ”  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 15 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზოგიერთი პერსონალისთვის   ნახევარსაათიანი შეღავათის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 9 ივნისამდე გამოცემულ ბრძანებებში და აღნიშნულ პერსონალს ნახევარსაათიანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭოს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ მოქმედი რედაქციის    მე-8   მუხლის   მე-3   პუნქტის   -   ,,პერსონალს,   რომელსაც   ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხურის) ასაკის ბავშვი, ან შშმ/სსსმ ოჯახის წევრი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება    აქვს,    უშუალო    ხელმძღვანელთან    შეთანხმებით,    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, ან სამუშაო ადგილი დატოვოს დადგენილზე ნახევარი საათით ადრე“ შესაბამისად.
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე 

View More

Order N: 149/02-01