საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეორე ვადით არჩეული ეკონომისტი დეკანის ხედვა და განვითარების გეგმები

თა­მარ და­დი­ანი

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლად ნახ­ვი­სას, რო­გო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჩა­ის­უნ­თქა და ვე­ღარ ამო­ის­უნ­თქა... ეს ემ­ოცია დღე­საც ის­ეთ­ივე ჟრუ­ან­ტე­ლით უვ­ლის ტან­ში, რო­გორც 8 წლის ას­აკ­ში, რო­ცა მა­მას­თან, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტის კა­თედ­რის გამ­გე მა­მია ღა­ღა­ნი­ძეს­თან ერ­თად შე­აღო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კა­რი. მე­ორ­ედ, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რის თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლით­მა შეს­ძრა და უჩ­ვე­ულ­ოდ ააღ­ელ­ვა, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დროს სტუ­დენ­ტებს რომ მი­უძ­ღოდ­ნენ წინ მშობ­ლი­ური ენ­ის და­სა­ცა­ვად! ბევ­რი არც უფ­იქ­რია, მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლის მი­უხ­ედ­ავ­ად, არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც თა­ვის ინ­ტე­რეს­ზე შე­აჩ­ერა და თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფა­კულ­ტე­ტის ფრი­ად­ოს­ანი სტუ­დენ­ტი გახ­და. აქ­ედ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სწავ­ლა­საც და აკ­ად­ემი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას­აც წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი საქ­მი­ან­ობ­ის ფრი­ად­ოს­ან­იცაა — პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­ორე ვა­დით ერ­თხმად აირ­ჩი­ეს. სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და მოთხოვ­ნა­დი ლექ­ტო­რია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ყუ­რით უს­მენს მათ მო­საზ­რე­ბებს და ინ­იცი­ატ­ივ­ებს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მი­სი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ასე ჟღერს: „ხელ­მძღვა­ნე­ლი არ უნ­და იძ­ლე­ოდ­ეს ბრძა­ნე­ბას — წინ! ის უნ­და იძ­ლე­ოდ­ეს ბრძა­ნე­ბას — მომ­ყე­ვით! პირ­ვე­ლი შენ მი­დი­ხარ, შენ აკ­ეთ­ებ და შენ აჩ­ვე­ნებ მა­გა­ლითს! „ დი­ახ, ასე ფიქ­რობს 2 მო­ნოგ­რა­ფი­ისა და 61 სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, რომ­ლის ცნო­ბა­დო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში შთამ­ბეჭ­და­ვია — 93 ცი­ტი­რე­ბის ინ­დექ­სი აქ­ვს.

 

რამ გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი გან­ვლი­ლი გზა ას­ეთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო? რა პრინ­ცი­პე­ბის და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლია? — ამ თმებ­ზე თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე გვი­ამ­ბობს...

 

მშობ­ლე­ბის დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტი ავ­ირ­ჩიე

 

„ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა მაქ­ვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მშობ­ლებს სურ­დათ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მე კი, მშობ­ლე­ბის დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტე­ტი ავ­ირ­ჩიე. ის­ეთ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იყო მდი­და­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ლი­ტე­რა­ტუ­რა. ჯერ კი­დევ მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, რო­ცა და­ვინ­ტე­რეს­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მო­დე­ლით აღ­მე­წე­რა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. ეს იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდი და სწავ­ლაც კლა­სი­კუ­რი საბ­ჭო­თა მო­დე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­გა­ლი­თად, სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ობ­ის და­გეგ­მვას პრო­ფე­სო­რი არ­ჩილ გო­კი­ელი გვი­კითხავ­და. იმ დროს ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი 82 წლის ბრძან­დე­ბო­და. მის მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­ცი­ები დღე­საც მახ­სოვს და თუ­კი რა­მე მეს­მის, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ჩემ­ში არ­ავ­ით­არ გაკ­ვირ­ვე­ბას არ იწ­ვევ­და ის ფაქ­ტი, რომ 1986 წელს საბ­ჭო­თა ეკ­ონ­ომ­იკ­ას მძი­მე პე­რი­ოდი და­უდ­გე­ბო­და. პრო­ფე­სუ­რა ისე გვას­წავ­ლი­და, სწავ­ლე­ბის ის­ეთ მო­ხერ­ხე­ბულ, ფა­რულ მე­თოდს იყ­ენ­ებ­და, რომ ჩვენ თვი­თონ მივ­მხვდა­რი­ყა­ვით — საბ­ჭო­თა ეკ­ონ­ომ­იკა რთულ სი­ტუ­აცი­აში რომ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. მარ­თა­ლია ის­ინი ამ­ას პირ­და­პირ არ გვას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ ის­ეთ მი­ნიშ­ნე­ბებს გვი­კე­თებ­დნენ, რომ ფიქ­რის და გან­სჯის შემ­დეგ თა­ვად მივ­მხვდა­რი­ყა­ვით, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. რა თქმა უნ­და, ორ­თო­დოქ­სე­ბიც გვას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ რას იზ­ამ, მათ ასე სწამ­დათ. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ას­ეთი პე­და­გო­გე­ბი ცო­ტა იყ­ვნენ.

 

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან თუ შევ­ხე­დავთ, პრო­ფე­სორ­სა და სტუ­დენ­ტს შო­რის სა­ში­ნე­ლი, ძა­ლა­უფ­ლებ­რი­ვი დის­ტან­ცია იყო. პრო­ფე­სო­რი „ოლ­იმ­პზე“ იდ­გა და მა­თი და­ნახ­ვი­სას სტუ­დენ­ტის კე­დელ­ზე „გაკ­ვრა“ სწავ­ლე­ბის იმ მო­დე­ლი­სა და სის­ტე­მის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი. ამ მო­დელ­ზე ნამ­დვი­ლად არ უნ­და ვი­დარ­დოთ! პი­რი­ქით, ის რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან გახ­სნი­ლე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი — ეს ჩვე­ნი მო­ნა­პო­ვა­რია!“, — ამ­ბობს გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე.

 

იმ რე­სურს, რაც გვაქ­ვს, ვი­ყე­ნებთ კი ეფ­ექ­ტი­ან­ად მეც­ნი­ერ­ებ­აში?

 

სტრა­ტე­გი­ული მე­ნეჯ­მენ­ტი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობა და კონ­კუ­რენ­ტულ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­აზე აგ­ებ­ული სა­ექ­სპორ­ტო სტრა­ტე­გია — გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო ეს სა­კითხე­ბია. ამ თე­მე­ზე აქ­ვს კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი — მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვლე­ვე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­აზე, სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­თან სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის სა­კითხებ­ზე. ყვე­ლა ეს კვლე­ვა პრაქ­ტი­კულ შე­დე­გებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

 

„მეც­ნი­ერ­ება ყო­ველ­თვის თა­მა­შობ­და პრინ­ცი­პი­ალ­ურ და გა­დამ­წყვეტ როლს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ფორ­მი­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ერ­ებ­აში. გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მოქ­მე­დე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან — მეც­ნი­ერ­ებ­ამ­დე კი არ უნ­და და­ვიწყოთ, არ­ამ­ედ პი­რი­ქით, ზე­მო­დან ქვე­მოთ! მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ბავ­შო ბა­ღი­დან ზე­მოთ! სწავ­ლე­ბის თი­თოეული სა­ფე­ხუ­რი ას­ეთ ცოდ­ნა­ზე უნ­და იყ­ოს აგ­ებ­ული! იმ­იტ­ომ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო და თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკა მეც­ნი­ერ­ებ­ას და მეც­ნი­ერ­ულ მიღ­წე­ვებს ეფ­უძ­ნე­ბა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაწყდე­ბით პრობ­ლე­მას: ჯერ და­ფი­ნან­სე­ბა და მე­რე მეც­ნი­ერ­ება, თუ ჯერ მეც­ნი­ერ­ება და მე­რე და­ფი­ნან­სე­ბა? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ერ­ება და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ აქ ყო­ველ­თვის ერ­თი კითხვა მაწ­ვა­ლებს: იმ რე­სურს, რაც გვაქ­ვს, ვი­ყე­ნებთ კი ეფ­ექ­ტი­ან­ად? ერ­თი ცნო­ბი­ლი ნო­ბე­ლი­ან­ტი მეც­ნი­ერ­ის მო­საზ­რე­ბით: პრობ­ლე­მა რე­სურ­სე­ბის სიმ­ცი­რე კი არ არ­ის, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­მო­ყე­ნე­ბააო! იქ­ნებ ეს არ­ის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა? ამ შემ­თხვე­ვა­ში რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ? თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვა თუ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არ არ­ის, ისე რას გა­აკ­ეთ­ებ? — ვე­რა­ფერს! უბ­რა­ლოდ, წვდო­მა არ გექ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ერო ბა­ზებ­ზე... და თუ ამ­ის სა­შუ­ალ­ება არ გაქ­ვს, მა­შინ რას გა­აკ­ეთ­ებ? სწო­რედ ამ რე­სურ­სე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით არ­ის გარ­კვე­ული ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­სად­გმე­ლი. არ­ას­წო­რი მგო­ნია ის მიდ­გო­მაც, რო­ცა მეც­ნი­ერ­ები სა­ხელ­მწი­ფოს­გან და ბიზ­ნე­სის­გან ელ­ოდ­ები­ან კითხვას — რა გჭირ­დე­ბათ, რით და­გეხ­მა­რო­თო! მე ვფიქ­რობ, შენ უნ­და გა­მო­იჩ­ინო ინ­იცი­ატ­ივა და ის­ინი ჩა­აყ­ენო საქ­მის კურ­სში, თუ რა გჭირ­დე­ბა! მთავ­რო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მეც­ნი­ერ­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ოღ­ონდ მეც­ნი­ერ­მა 10 წლინ წინ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა კი არ უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს, არ­ამ­ედ თა­ნა­მედ­რო­ვე და აქ­ტუ­ალ­ური ხედ­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ აუც­ილ­ებ­ელია მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ე.წ. ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბი, რა­თა კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი, კულ­ტუ­რა, იდ­ენ­ტო­ბა და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ გან­ვსაზღვროთ — რა მო­დე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ჩვენს ეთ­ნო­სის­ტე­მა­ზე. ანუ დი­დი მეც­ნი­ერ­ებ­ის: ვერ­ცე­ლის და ინ­გლე­ჰარ­ტის კულ­ტუ­რულ რუ­კებს კი არ უნ­და და­ვეყ­რდნოთ (მარ­თა­ლია, ეს კარ­გია!), არ­ამ­ედ იმ მო­დე­ლებ­სა და სის­ტე­მებს, რო­მე­ლიც ეთ­ნო­კულ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ­ის შექ­მნი­ლი.

 

რა ახ­ალი იდე­ები, სა­მოქ­მე­დო გზე­ბი გახ­მო­ვან­და დე­კა­ნის მე­ორე ვა­დით არ­ჩე­ვი­სას ახ­ალ კონ­ცეფ­ცი­აში?

 

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფა­კულ­ტე­ტის სა­მო­მავ­ლო ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა და ეს უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ახ­ალი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ობ­ით. ჩვენ გვაქ­ვს სა­მი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა — ეკ­ონ­ომ­იკა, ბიზ­ნე­სი, ტუ­რიზ­მი. ამ პროგ­რა­მე­ბით ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკ­ვე ამ­ოვ­წუ­რეთ. ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა უკ­ვე ახ­ალი პროგ­რა­მე­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ახ­ალ პროგ­რა­მებ­ში გვაქ­ვს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა: ეს არ­ის ახ­ალი პროგ­რა­მე­ბი ახ­ალ სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ში. პირ­ვე­ლი, ეს არ­ის ახ­ალი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა — სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა და მე­ორე — ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. შემ­დგო­მი ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა მთლი­ან­ად იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლივ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე. ჩვენ უკ­ვე გვაქ­ვს ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ტუ­რიზ­მში — ლუ­მი­ერ­ის ლი­ონ 2 უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან. სა­მო­მავ­ლოდ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხურ­ზე ვგეგ­მავთ ერ­თობ­ლივ პროგ­რა­მას სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ში, ას­ევე, ეკ­ონ­ომ­იკ­აში. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ და­ვი­მა­ტეთ სრუ­ლი­ად ახ­ალი მო­დუ­ლი — ციფ­რუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა, რო­მე­ლიც აქ­ამ­დე არ არ­სე­ბობ­და. სე­რი­ოზ­ულ­ად ვფიქ­რობთ ცირ­კუ­ლა­რულ ეკ­ონ­ომ­იკ­აზე. ას­ევე სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლებ­მა მი­ვი­ღეთ აკ­რე­დი­ტა­ცია ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის მარ­თვის ერ­თწლი­ან სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე. ეს არ­ის პირ­ვე­ლი აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი ერ­თწლი­ანი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერ­თობ­ლივ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გვაქ­ვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იტ­ალი­ის, პორ­ტუ­გა­ლი­ის პარ­ტნი­ორ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან.

 

მე­ორე მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვფიქ­რობთ საქ­მი­ან­ობ­ის გა­აქ­ტი­ურ­ებ­ას. ეს არ­ის სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახ­ალი მო­დე­ლი. ეს მო­დე­ლი დოქ­ტო­რან­ტი­სა და მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ცე­მულ კვლე­ვა­ზე. დოქ­ტო­რან­ტს მოვ­თხო­ვოთ კვლე­ვა და არ და­ვა­ფი­ნან­სოთ — ეს სწო­რად არ მეჩ­ვე­ნე­ბა. ას­ევე გავ­ზრდით სა­ფა­კულ­ტე­ტო საგ­რან­ტო კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას.

 

ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გავ­ზარ­დეთ სტუ­დენ­ტთა კონ­ტინ­გენ­ტი. ამ­ან შექ­მნა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი. ეს კი გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ობა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რულ მოწყო­ბა­ზეც აქ­ტი­ურ­ად ვზრუ­ნავთ. შე­ნო­ბის ფოიეში მო­ეწყო სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე. გა­რე­მონ­ტდა რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი. იმ­ედი მაქ­ვს, 2-3 წე­ლი­წად­ში შე­ნო­ბა სრუ­ლად გა­რე­მონ­ტდე­ბა და ბევ­რგან მო­ეწყო­ბა სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ები.

 

გა­ვა­აქ­ტი­ურ­ებთ საქ­მი­ან­ობ­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რო­მე­ლიც უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უწყობს ხელს“, — აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, რო­მე­ლიც მე­ორე ვა­დით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას დე­კა­ნის პოს­ტზე. თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი საქ­მი­ან­ოს დროს იგი ას­ეთ მიდ­გო­მებს იზი­არ­ებს: „ყვე­ლა სი­ტუ­აცი­აში, რაც არ უნ­და მძი­მე იყ­ოს, ვლა­პა­რა­კობ მხო­ლოდ სი­მარ­თლეს. მე­ორე: ერ­თი ად­ამი­ანი ვე­რა­ფერს აკ­ეთ­ებს, აკ­ეთ­ებს გუნ­დი! ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას, რა­საც ვაღ­წევთ — ეს არ­ის ყვე­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბა! მე­სა­მე — მაქ­სი­მა­ლუ­რი ობი­ექ­ტუ­რე­ბით ყვე­ლა პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვა, სიღ­რმე­ში წვდო­მა, არ­სის გან­ხილ­ვა და მხო­ლოდ ამ­ის შემ­დეგ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ცო­ტა შე­იძ­ლე­ბა პა­თე­ტი­კუ­რად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ, ხელ­მძღვა­ნე­ლი არ უნ­და იძ­ლე­ოდ­ეს ბრძა­ნე­ბას — წინ! ის უნ­და იძ­ლე­ოდ­ეს ბრძა­ნე­ბას — მომ­ყე­ვით! პირ­ვე­ლი შენ მი­დი­ხარ, შენ აკ­ეთ­ებ და შენ აჩ­ვე­ნებ მა­გა­ლითს“, — ამ­ბობს გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე.

 

ჩვენ გვაქ­ვს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მა, ეს არ­ის — უს­აფ­რთხო­ება!

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აც­ნო­ბი­ერ­ებ­და იმ­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ღია ეკ­ონ­ომ­იკ­ური მო­დე­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თვის მსოფ­ლიო გახ­სნი­ლი უნ­და იყ­ოს და ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ მი­მარ­თლე­ბით გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს დგამ­და. ის, რომ ჩვენ გავ­ხდით მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, მი­ვი­ღეთ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, რომ აშშ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა გვაქ­ვს ჩი­ნეთ­თან, სულ მა­ლე გვექ­ნე­ბა ინ­დო­ეთ­თან — ეს ყვე­ლამ ვი­ცით. მაგ­რამ ჩვენ გვაქ­ვს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მა, ეს არ­ის — უს­აფ­რთხო­ება! ერ­თა­დერ­თი გზა ამ პრობ­ლე­მის გა­და­საწყვე­ტად არ­ის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ან­ება! სხვა გზა, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს... თუ აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებს გა­დავ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში უცხო­ური ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის და ეკ­ონ­ომ­იკ­ური აქ­ტი­ვო­ბე­ბის ზრდა მა­პის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა.

 

ჩვენ ახ­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ობ­აში ვართ, მაგ­რამ არ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა გავ­ხდეთ. ეს კი მოგ­ვცემს წვდო­მას ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რულ ფონ­დებ­ზე და ეს იქ­ნე­ბა უზ­არ­მა­ზა­რი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ამ­ით გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­კვე­ული ეკ­ონ­ომ­იკ­ური აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ოთ და თუ ამ­ას ნა­ტოს წევ­რო­ბაც მო­ეწ­ევა, ხომ კარ­გი... მა­შინ ინ­ვეს­ტორს ფი­ზი­კუ­რი და­ცუ­ლო­ბის გა­რან­ტი ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც არ უნ­და სა­უკ­ეთ­ესო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო შევ­ქმნათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ ფი­ზი­კუ­რი და­ცუ­ლო­ბა არ იარ­სე­ბებს, არ იარ­სე­ბებს ინ­ვეს­ტო­რის ინ­ტე­რე­სიც. და თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა, მა­შინ ეკ­ონ­ომ­იკ­ური პროგ­რე­სიც გარ­და­უვ­ალია! ამ­ის შემ­დეგ უნ­და გა­ნი­საზღვროს სტრა­ტე­გია — თუ რა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვა­ნი­ჭებთ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას. ჩვე­ნი პრი­ორ­იტ­ეტი უნ­და იყ­ოს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ური, მეც­ნი­ერ­ებ­ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც არ არ­ის მა­სობ­რი­ვი ტი­პის. ჩვენ ამ­ის პო­ტენ­ცი­ალი გვაქ­ვს“, — ამ­ბობს გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ეკ­ონ­ომ­ის­ტის ხედ­ვით აფ­ას­ებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ალ­ობ­ას.

 

პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძეს სურს, რომ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ას და­უბ­რუნ­დეს, რად­გან თლის, რომ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ხდე­ბა და ახ­ალი კვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო. „დღეს ჩვე­ნი სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალ­ის პრობ­ლე­მა დად­გა. ჩემ­მა და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის კვლე­ვებ­მა და­ად­ას­ტუ­რეს, რომ პრობ­ლე­მა ის კი არ­ის, რომ ბა­ზა­რი არ გვაქ­ვს პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ყი­დად, არ­ამ­ედ, უბ­რა­ლოდ, პრო­დუქ­ტი არ გვაქ­ვს, რო­მელ­საც სა­გა­რეო ბა­ზარ­ზე გავ­ყი­დით“, — ამ­ბობს ეკ­ონ­ომ­ის­ტი.

თარიღი: 16/04/2022