საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ბუღალტერის თანამდებობაზე.
ვებ-გვერდი : https://pbservices.ge/
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული (2500-3000 ლარი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე , ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი;
· საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
· საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;
· საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
· სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
· კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
· კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მინიმალური სამუშაო გამოცდილება : 3 წელი
· უმაღლესი განათლება : ბაკალავრი
· უცხო ენა : ინგლისური (მაღალ დონეზე)
· საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
· საოფისე პროგრამების ცოდნა : MS EXCEL
· საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა (საბოლოო ცვლილებების გათვალისწინებით);
· IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
· ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ;
სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA ;
ზოგადი უნარ-ჩვევები:
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული