geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საკონსულტაციო კომპანია ‘’Pb Services’’ აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ბუღალტერის თანამდებობაზე.

 

ვებ-გვერდი : https://pbservices.ge/

 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი   10:00 – 18:00 საათამდე

ანაზღაურება: ფიქსირებული (2500-3000 ლარი)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე , ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·       ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი;

·       საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;

·       საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;

·       საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;

·       სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;

·       კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;

·       კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       მინიმალური სამუშაო გამოცდილება : 3 წელი

·       უმაღლესი განათლება : ბაკალავრი

·       უცხო ენა : ინგლისური (მაღალ დონეზე)

·       საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ს ცოდნა მაღალ დონეზე;

·       საოფისე პროგრამების ცოდნა : MS EXCEL

·       საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა (საბოლოო ცვლილებების გათვალისწინებით);

·       IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა;

·       ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ;

სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA ;

 

ზოგადი უნარ-ჩვევები:

·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       ანალიტიკური აზროვნება;

·       გუნდური მუშაობის უნარი;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული