სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· Windows, Linux ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ინსტალაცია;
· ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვა;
· IP ტელეფონების კონფიგურაცია მომხარებლებთან;
· ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
· ქსელური მოწყობილობების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
· ახალი თანამშრომლისთვის კომპიუტერის მოწყობა, გადაცემა და აღრიცხვა (გადაცემისას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება);
· დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთების უზრუნველყოფა;
· კომპიუტერების პერიოდულად შემოწმება და განახლებების გაკეთება;
· ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
· თიბისი ლიზინგის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა ტელეფონის/დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
· აუცილებლობის შემთხვევაში თიბისი ლიზინგის ოფისებში ვიზიტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებების, ინფორმაციულ ტექნოლოგიების და/ან მსგავსი მიმართულებით;
· სასურველია მინიმუმ 1-წლიანი პროფესიული გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;
· ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით მიღებული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
· სასურველია Microsoft Active Directory, DHCP, DNS, Mail სისტემების ზოგადი ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
· აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
· სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ორგანიზებულობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· კომუნიკაბელურობა;
· ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული