geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

·       Windows, Linux ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ინსტალაცია;

·       ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვა;

·       IP ტელეფონების კონფიგურაცია მომხარებლებთან;

·       ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;

·       ქსელური მოწყობილობების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

·       ახალი თანამშრომლისთვის კომპიუტერის მოწყობა, გადაცემა და აღრიცხვა (გადაცემისას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება);

·       დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთების უზრუნველყოფა;

·       კომპიუტერების პერიოდულად შემოწმება და განახლებების გაკეთება;

·       ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;

·       თიბისი ლიზინგის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა ტელეფონის/დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;

·       აუცილებლობის შემთხვევაში თიბისი ლიზინგის ოფისებში ვიზიტი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებების, ინფორმაციულ ტექნოლოგიების და/ან მსგავსი მიმართულებით;

·       სასურველია მინიმუმ 1-წლიანი პროფესიული გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;

·       ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით მიღებული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;

·       სასურველია Microsoft Active Directory, DHCP, DNS, Mail სისტემების ზოგადი ცოდნა;

·       ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

·       აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:

·       სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·       ორგანიზებულობა;

·       გუნდური მუშაობის უნარი;

·       კომუნიკაბელურობა;

·       ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები.    

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული