საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრენბურთის განვითარება საქართველოში 1926 წლიდან ენთუზიასტთა მცირე ჯგუფმა დაიწყო. ხშირად ფრენბურთის ბადის უქონლობის გამო სატანვარჯიშე კიბეს იყენებდნენ, რასაც სათანადო სიმაღლეზე სპეციალურად მართავდნენ.

ფრენბურთმა პოპულარობა მოიპოვა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, შეიქმნა გუნდები და 1958 წლიდან ფრენბურთი გახდა საუნივერსიადო სპორტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამად უნივერსიტეტში ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის ნაკრებები მოღვაწეობენ, გოგონათა გუნდმა ყარსში გამართულ ამიერკავკასიის უნივერსიადაზე მონაწილეობა მიიღო სამჯერ და სამივე ჯერზე პირველი ადგილი დაიკავა, თსუ-ის ფრენბურთელთა ნაკრებს საქართველოს უნივერსიადაზე ასევე სამჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ხოლო   2011-2012 წლის სეზონზე, საქართველოს ჩემპოიონატში 8 გუნდიდან მე-4 ადგილი დაიკავა. ტურნირები ტარდება როგორც პლაჟის ისე კლასიკურ ფრენბურთში.

2013 წელი

6 -24 დეკემბერი საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში ვაჟები II ადგილი.

2014 წელი

27 – 31 სექტემბერი ქ. ბათუმი სტუდენტური ჩემპიონატი ქვიშის ფრენბურთი გოგონები II ადგილი.

2015 წელი

4-5 ივნისი სტუდენტური დღეები ქვიშის ფრენბურთი გოგონები II ადგილი;

4-5 ივნისი სტუდენტური დღეები ქვიშის ფრენბურთი ვაჟები III ადგილი;

4 დეკემბერი 23 დეკემბერი საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი ფრენბურთში გოგონები II ადგილი.

10 დეკემბერი 18 დეკემბერი თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015 გოგონები I ადგილი;

2016 წელი

სტუდენტური ოლიმპიადა 2016 ვაჟები III ადგილი.

სტუდენტური დღეები - ქვიშის ფრენბურთი (გოგონები) II ადგილი;

სტუდენტური დღეები - ქვიშის ფრენბურთი (ვაჟები) II ადგილი;

საქართველოს გოგონათა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში თსუ-ის გუნდმა დაიკავა II ადგილი და მოიპოვა მონაწილეობის უფლება 2016-2017 წლების საქართველოს გოგონათა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

სტუდენტური გუნდი შედგება 25 მოთამაშისგან, რომელთა შერჩევაც ხდება ქასთინგის საფუძველზე, ქასთინგში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გუნდების მთავარი მწვრთნელია თეიმურაზ ჭაბუკიანი.