საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სემინარი „კვლევის პროდუქტიულობის ხარისხის უზრუნველყოფა“

2020 წლის 15-16 დეკემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი თემაზე: „კვლევის პროდუქტულობის ხარისხის  უზრუნველყოფა“. ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (QAA) დირექტორის მოადგილე 2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი.

 

სემინარი მოიცავდა  შემდეგ საკითხებს:  სამეცნიერო კვლევის შეფასებას, ხარისხის უზრუნველყოფის როლს კვლევის შეფასებაში და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. სემინარის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლები, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები, სამეცნიერო ხელმძღვანელები  და სხვა დაინტერესებული პირები.

 

სემინარი ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  თსუ-სა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“  ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლის 28-30 სექტემბერს და  2-4 ნოემბერს პროფ. ანკა გრირის მიერ უკვე  ჩატარდა  სემინარები შემდეგ  თემებზე: „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“ და „სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა“.

 

გარადა ამისა, ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განვითარების მიზნით,  2020 წელს  უცხოელი ექსპერტების მიერ განხორციელდა თსუ საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება. სახელდობრ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ეკონომიკა“ შეფასებული იქნა საფრანგეთის პარიზი-2 პანთეონ ასას სამართლისა და ეკონომიკის პროფესორ ბრუნო დეფენსის მიერ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შეფასდა მავრიციუსის უნივერსიტეტის პროფესორ ფრანსუა ბენჟამენ ფლორანს ვენსენის მიერ, ხოლო განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა „ფსიქოლოგია“ კი -  გრენობლის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორის ლორან ბეგ შანკლანის მიერ.

 

 

სემინარი „სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა“

2020 წლის 2 - 4 ნოემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF)  ფინანსური მხარდაჭერით ტარდება სემინარი თემაზე: „სადოქტორო პროგრამების  ხარისხის  უზრუნველყოფა“.

 

ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს  (QAA) დირექტორის მოადგილე  2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა მოჰამედ კეტატამ და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ირმა გრძელიძემ.

 

სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სადოქტორო პროგრამების დიზაინი, სწავლა-სწავლება სადოქტორო სწავლების საფეხურზე, სადოქტორო სწავლება და აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსები  და ა.შ. სემინარის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები, სამეცნიერო ხელმძღვანელები  და სხვა დაინტერესებული პირები.

 

სემინარი ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით  თსუ-სა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“  ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლის 28-30 სექტემბერს უკვე  ჩატარდა პირველი სემინარი თემაზე: „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“. მიმდინარე წლის ბოლომდე გათვალისწინებულია კიდევ ერთი სემინარის ჩატარება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.

 

 

პროფესორ ჯორჯ დეფულასის ტრენინგი ონლაინ განათლების ასპექტების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად გეგმავს და ახორციელებს პერსონალის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს და ვორკშოპებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

 

ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ონლაინ ვორკშოპს პერსონალისთვის ონლაინ სწავლების პედაგოგიკის, შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ. შეხვედრებს უძღვება მიდლექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ დეფულასი (ლონდონი). ტრენინგის დროს მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა: ონლაინ სწავლების ინტერაქტიულად ჩატარების სტრატეგიები, პრაქტიკული მაგალითები, ონლაინ სწავლის დროს ეფექტური უკუკავშირის მიწოდების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტების შერჩევა, სტუდენტების მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის გათვალისწინება შეფასებისას, ონლაინ სწავლების ეტიკეტის დაცვის საკითხები. ტრენინგების დროს პერსონალი გაეცნო სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს და დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გაამარტივებს სწავლებისა და შეფასების პროცესს და ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ამ დროისთვის სამი შეხვედრა ჩატარდა, სასწავლო ციკლი 2020 წლის 23 ოქტომბერს დასრულდება.

ვორკშოპი „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“

2020 წლის 28-30 სექტემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა  ტრენინგი თემაზე „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“. ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის, ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს  (QAA) დირექტორის მოადგილე 2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი. 


ტრენინგს  ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  35 წარმომადგენელი: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი, და სტუდენტები. აღნიშნულ ტრენინგზე  განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ხარისხის შიდა უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები, ხარისხის კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობის განაწილება და სტუდენტთა აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში. სამდღიანი სემინარი საინტერესო და ინტერაქტიული იყო ყველა მონაწილე პირისათვის.


2020 წელს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“ დაფინანსდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი პროექტი „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“ და  „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება“. 2020 წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ ორი სემინარის ჩატარება საერთაშორისო ექსპერტების მიერ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირთათვის.


ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  მიერ  მეორე დაფინანსებული პროექტი „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური  შეფასება“ მიზნად ისახავს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების:  ეკონომიკა, ფსიქოლოგია და ეკოლოგია უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასებას.   


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  წარმატებულად თანამშრომლობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF)  წლების განმავლობაში, რამაც კონკრეტული, ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გასულ წელს მათი ფინანსური მხარდაჭერით შეფასებული იქნა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები გამოვიყენეთ პროგრამების განვითარებისთვის. აგრეთვე, ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სადოქტორო სკოლის მოწყობის შესახებ.

 

უკან  >>>