საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა დოკუმენტების წარმოდგენაა სავალდებულო პირველსემესტრელთა  რეგისტრაციისთვის და რომელ ლოკაციაზე?

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის, წარსადგენი დოკუმენტაციისა და ლოკაციების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

პირველსემესტრელთა რეგისტრაცია ონლაინ შესაძლებელია?

პირველსემესტრელს აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა) ონლაინ შეუძლია. ასევე ონლაინ უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა. თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ მივიდეს ფაკულტეტზე, მიიტანოს დოკუმენტები, გრანტის არქონის შემთხვევაში გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური და გააფორმოს ხელშეკრულება (5-13 სექტემბერი). 
 

არასრულწლოვანის შემთხვევაში ადმინისტრაციული რეგისტრაციისას (ხელშეკრულების გაფორმება) ვისი თანხლებაა საჭირო?

ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს (5-13 სექტემბერი) არასრულწლოვან პირველსემესტრელს თან უნდა ახლდეს მშობელი(მეურვე) ან მეურვის მიერ მინდობილი პირი, რომელმაც ფაკულტეტზე უნდა გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. 

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე (ე.წ. უფასო პროგრამაზე) ჩარიცხვისას, ფინანსდება თუ არა ყველა სტუდენტი?

ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, დიახ. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული ყველა სტუდენტის სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

 

100%-იანი გრანტით ან უფასო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში არის თუ არა სავალდებულო უნივერსიტეტში დოკუმენტაციის წარდგენა ხელშეკრულების გასაფორმებლად?

დიახ, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა (იხილეთ ბმული). ამ კატეგორიის სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს.

 

სოციალურად დაუცველ სტუდენტს უფინანსდება თუ არა სწავლის გადასახდი?

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმართველობის მიერ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ზემოხსენებულ უწყებებს.

 

პირველსემესტრელი გადასახადს სრულად იხდის თუ შეუძლია განაწილება?

პირველსემესტრელი სტუდენტი (დაფინანსების არქონის შემთხვევაში) სრულად იხდის სემესტრულ თანხას - 1125 ლარს. ხოლო მეორე სემესტრიდან შეუძლია სემესტრული თანხის 3 ნაწილად გაყოფა.

 

სად მდებარეობს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები?

გთხოვთ იხილოთ შესაბამისი ბმული: https://tsu.ge/ka/virtual-tour;

 

რომელი შემოქმედებითი ჯგუფები, სპორტული გუნდები და სექციებია ხელმისაწვდომი უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის:

სპორტის მიმართულებით უნივერსიტეტში სტუდენტების შეუძლიათ გაწევრიანდნენ ფუტსალის (ბიჭები), კალათბურთის (ბიჭები), ფრენბურთის (გოგონები და ბიჭები) და რაგბის (ბიჭები) სტუდენტურ გუნდებში, ასევე მოქმედებს მშვილდოსნობის (გოგონები და ბიჭები), და მკლავჭიდის (ბიჭები) სექციები.

ამასთან უნივერსიტეტში სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი მაგიდის ჩოგბურთის და ჭადრაკის თამაში.

ასევე, უნივერსიტეტში მოქმედებს ცეკვის, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, სტუდენტური კაპელა, თეატრალური დასი და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,უნივერსიტეტი".

გუნდებსა და ჯგუფებში მიღება ცხადდება პერიოდულად, რომლის შესახებაც ინფორმაციას მიიღებთ თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, სტუდენტურ ბაზაში LMS.TSU.GE- ზე.

 

როგორ უნდა ავირჩიოთ სასწავლო კურსი/საგანი (აკადემიური რეგისტრაცია)?

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ (5-13 სექტემბერი) სასწავლო კურსების/საგნების არჩევა (აკადემიური რეგისტრაცია) ხორციელდება სტუდენტის პირად LMS (სასწავლო პროცესების მართვის სისტემა lms.tsu.ge) - პორტალზე. აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში (14-19 სექტემბერი) სტუდენტის პორტალზე გააქტიურდება გრაფა „აკადემიური რეგისტრაცია“, საიდანაც სტუდენტი შეძლებს აირჩიოს მისთვის სასურველი სასწავლო კურსები.

 

სასწავლო წლის და საგამოცდო პროცესის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო?

(სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით იხილეთ ბმული)

ბაკალავრიატის საფეხური:

შემოდგომის სემესტრი:

სააუდიტორიო მეცადინეობები - 19 სექტემბერი - 31 დეკემბერი;

საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 13 – 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

გაზაფხულის სემესტრი:

სააუდიტორიო მეცადინეობები - 6 მარტი – 17 ივნისი;

საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

 

რა გზით არის შესაძლებელი სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვება და რა ოდენობისაა ის?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ''  საფუძველზე, უნივერსიტეტში ყოველსემესტრულად გამოიცემა რექტორის ბრძანება, სადაც განსაზღვრულია ფაკულტეტების მიხედვით სტიპენდიანტ სტუდენტთა რაოდენობა და სტუდენტებისათვის  აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს და შესაძლებელია გაიცეს 10 თვის განმავლობაში. (იხილეთ შესაბამისი ბრძანება:  https://www.tsu.ge/ka/legal/44658)

 

რა გზით არის შესაძლებელი სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვება?

უნივერსიტეტში ყოველსემესტრულად რექტორის ბრძანებით განისაზღვრება სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო)  საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა, რის საფუძველზე ფაკულტეტები ინდივიდუალურად აწესებენ საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმებს.  აღნიშნულისთვის უნივერსიტეტის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილია 700 000 ლარი.

 

არის თუ არა შესაძლებელი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტური პროექტების დაფინანსება?

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, რითაც ხდება უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო, კულტურული, სპორტული  და საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება.

აღნიშნულისთვის უნივერსიტეტის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილია 800 000 ლარი. (იხილეთ შესაბამისი ბრძანება: https://www.tsu.ge/ka/legal/39189)