საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „სიბრძნისმეტყველებიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტამდე 1918-2008 წწ.“

თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო უნივერსიტეტის დღისადმი (8 თებერვალი) მიძღვნილი გამოფენა „სიბრძნისმეტყველებიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტამდე 1918-2008 წწ.“ უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი  მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ფოტომასალა, ასევე თსუ მუზეუმში დაცული საარქივო, დოკუმენტური და მემორიალური ნივთები; საქართველოს ეროვნულ არქივში; ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო და დოკუმენტური მასალა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული ფაკულტეტების განვითარების ამსახველი ფოტოებით გაცნობოდა თითქმის 90 წლოვან ისტორიას, თუ როგორ ვითარდებოდა უნივერსიტეტში, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო პროცესი (სასწავლო გეგმები, სამეცნიერო მიღწევები) იმ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მოღვაწეობით, ვისაც მნიშვნელოვანი  წვლილი შეჰქონდა უნივერსიტეტის განვითარებაში.

თარიღი: 08/02/2008