
მაყვალა გონაშვილი
პოეტი
დაბადების თარიღი 1959
მაყვალა გონაშვილი დაიბადა 1959 წელს, სოფ. არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1990 წელს დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია "გულანი"; რედაქტორობდა 1995 წელს დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს "Hallo baby"; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი;
2009 წლიდან არის ჟურნალ "გრაალის" რედაქტორი; გამოქვეყნებული აქვს კრებულები: "ყაყაჩოების კოცონი" (1985), "მზის ცრემლი" (1987), "მე თქვენ მიყვარხართ" (1990), "სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994), "სახეები და სახელები" (1999), "ძახილი" (2001), "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003), "მართალს ვიტყვი" (2006), "აქედანა და თქვენამდე" (2009), "მზე შინა" (2010) და სხვა.
2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
არის სხვადასხვა პრემიების მფლობელი:
2009 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
2008 - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
2005 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.
ბიბლიოგრაფია:
„აქედანა და თქვენამდე“, ლექსები, წერილები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობა“ 2009. - 176 გვ.. - ISBN: 978-9941-0-0357-8
„მართალს ვიტყვი“ პოეზია (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2007. - 280 გვ.
სალოცავო ჩემო,საფიცარო ჩემო. ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1994. - 240 გვ.
მზის ცრემლი . ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 94 გვ.
ყაყაჩოების კოცონი, ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 70 გვ.