საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ყულიჯანიშვილი
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1959

აკაკი ყულიჯანიშვილი
პროფესორი,ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი,კულტუროლოგი.
ყულიჯანიშვილი აკაკი დაიბადა 1959 წლის 19 აგვისტოს ხაშურში. გარდაიცვალა 2023 წლის 17 ოქტომბერს.
1982-1987 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 1987-1990 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1990 წლის 22 დეკემბერს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ „ესთეტიკური ღირებულების ბუნებისათვის“ .1994 წლიდან გარდაცვალებამდე, აკაკი ყულიჯანიშვილი იყო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ესთეტიკისა და კულტუროლოგიის კათედრის გამგე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ამავე ფაკულტეტის საგამომცემლო კოლეგიის თავჯდომარე, ფილოსოფიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალის „ენა და კულტურა“ გამომცემელ-რედაქტორი, ჟურნალ „მაცნეს“ მრჩეველი საბჭოს წევრი, ჟურნალ „კულტურის“ რედკოლეგიის წევრი.
აკაკი ყულიჯანიშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სხვადასხვა ჟურნალებსა თუ კრებულებში ქართულ,რუსულ და უცხო ენებზე გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატიის ავტორი:

ბიბლიოგრაფია

1.კულტუროლოგია, 2003 წ.
2.ესთეტიკა. თბილისი. მერიდიანი, 2006 წ. 324 გვერდი  
3.კულტუროლოგიისა და ესთეტიკის საკითხები. თსუ, 2005 წ., 227 გვერდი.
4. კულტურის თეორია = Cultural studies. თბ., უნივერსალი 2009 წ. 332 გვერდი
5. რომანტიზმის ესთეტიკა. თბ., უნივერსალი, 2023 წ. 180 გვერდი.
6.სოციოლოგიის შესავალი (ლექციები). რედ. თბ., „მერიდიანი“, 2013 წ. 286 გვერდი.
7. ეკოლოგიური კულტურა და კულტურის ეკოლოგია

თარიღი: 12/03/2025
კატეგორია: ფილოსოფოსი