საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან რუხაძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1974

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 1996 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა გაზეთთან და ჟურნალთან. მხატვრული პროზის წერა კი 2013 წლიდან დაიწყო. მისი სადებიუტო მოთხრობა შობის წინა დილა ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნდა. 2013 წლის ბოლოს გამომცემლობა ინტელექტმა ლიტერატურულ გაზეთსა და ლიტერატურულ პალიტრაში გამოქვეყნებულ მოთხრობებს თავი მოუყარა და რუსუდან რუხაძის პირველი კრებული „ჩაისთან მოსაყოლი ამბავი“ გამოსცა, რომელიც ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 წლის ნომინანტია, საუკეთესო დებიუტისთვის. 2016 წელს გამოსცა „ერთი თქვენგანი გამცემს“, 2020 წელს „სიყვარულის წონა“.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 22/03/2023
კატეგორია: მწერალი