საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა გაბაშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1945

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1971 წელს. 1972-1990 წლებში იყო  საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა და ასპირანტთა საბჭოს თავმჯდომარე. მანანა გაბაშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს  წევრი და მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 20/03/2023
კატეგორია: ისტორიკოსი