საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნუგზარ წერეთელი
მწერალი
დაბადების თარიღი 1935

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1962-1974 წლებში კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოებზე იყო.  1974-1986 წლებში იყო საქართველოს სსრ საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს უფროსი; 1993-1996 წლებში  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი.  1983 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. 1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, საქართველოს კულტურისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანოების მუშაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 19/04/2022
კატეგორია: მწერალი