საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამირან ხუსკივაძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1933

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1962 წლიდან მუშაობს დიდი - რთული - სისტემების კვლევის დარგში. 1970 წლიდან იგი აგრეთვე მუშაობს სამედიცინო კიბერნეტიკაში და ხელმძღვანელობს საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების ავტომატიზირებული მართვის სისტემების ლაბორატორიას. ზემო აღნიშნული  სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიად გარდაქმნის შემდეგ არის ამ ლაბორატორიის სისტემური კვლევის სექტორის ხელმძღვანელი. 1985–1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო სისტემოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იგი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ბოლო წლების ნაშრომები ეძღვნება ფიზიკისა და ასტრონომიის უძველეს პრობლემებს - დროის ფენომენისა და სამყაროს მოწყობილობის შესწავლას.

თარიღი: 06/04/2022
კატეგორია: ფიზიკოსი