საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ხოდაშნელი
პოეტი
დაბადების თარიღი 1938

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

წერდა საბავშვო ლექსებს, ნარკვევებს; გამოცემული აქვს თოთხმეტი წიგნი; შეადგინა და გამოსცა ლოტო "ვეფხისტყაოსანი", "გონებანი გონიერისა" და სხვ. შოთა ხოდაშნელის საბავშვო კრებული ენის გასატეხი ქართულ ანბანზე: "უკვდავია ჩვენი სიტყვა", ქართველი ლოგოპედების სახელმძღვანელოა. მის მიერ შეგროვებული მასალები შევიდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების  თექვსმეტტომეულში. 1979 წელს შექმნა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კლუბი, იყო მისი თავმჯდომარე; აწყობდა გადაცემებს საქართველოს ტელევიზიით, მრავალი წელი თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსთან. შოთა ხოდაშნელის თაოსნობით დაარსდა სახალხო დღესასწაულები - "შოთაობა" იყალთოში და "ალექსანდრეობა" წინანდალში; არის იყალთოსა და წინანდლის საპატიო მოქალაქე. მისი ინიციატივით სოფელ ზემო ხოდაშენში აღადგინეს დანგრეული, XVIII საუკუნის ციხე-მარანი; აშენდა კლუბი, საჭიდაო დარბაზი. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. შოთა ხოდაშნელი, საქართველოში ერთ-ერთი უხუცესი იყო, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, 1983 წელს ქართველმა პოეტმა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 06/04/2022
კატეგორია: პოეტი