საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არნოლდ ჩიქობავა
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1898

დაიბადა 1898 წლის 26 მარტს.

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1926-1933 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრას. 1936-1985 წლიდან იყო  თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგე. 1950-1952 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია (1951).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:

ბერლინის უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1960)

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1968)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

1951 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008.

ენათმეცნიერების შესავალი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2008. - 338გვ.

რა თავისებურებანი ახასიათებს ქართული ენის აგებულებას? (ავტორი). - თბილისი, სკოლა, 1998.

პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1983.

ზოგადი ენათმეცნიერება (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, სახელგამი, 1946.

ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალის გამ-ბა, 1938.

თარიღი: 26/04/2021
კატეგორია: ენათმეცნიერი