საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ლელა გაფრინდაშვილი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 177

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.

 

1. შევიდეს ცვლილება "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში და ძალადაკარკულად იქნას ცნობილი აღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტის "გ"  ქვეპუნქტი.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის წერილი №760/02, 23.01.2009წ.  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულების წარდგინება №974/02, 27.01.2009წ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 176

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურისა დამტკიცების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურა (დანართი 1), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების კითხვარი (დანართი 2) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები (დანართი 3).


2. დადგენილებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 175

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტის სახელმძღვანელო (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 174

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 10 თებერვლის №16/2017 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესი  ( დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 173

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 172

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით


 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 171

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №27/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

 

I. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა" და "ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26 საათიან (14 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1700 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 

 

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25196/02 26.12.2008წ; №224/02 12.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 170

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №26/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს   " ა"   და " ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


 
1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში  1600 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 
2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში _ 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ-პროფესორის თვეში 540 ლარის ოდენობით. 


II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25163/02 25.12.2008წ; №371/02 14.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.
 
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 169

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №28/2010 დადგენილებით


 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1800 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1390 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 890 ლარის ოდენობით. 

2. კატეგორია ,,ა-2” აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12 საათიან (6 საათიან სააუდიტორიო, 6 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1350 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს  თვეში 1055 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 715 ლარის ოდენობით. 

3. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის # 122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით.Aასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №478/02 16.01.2009წ;  პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 168

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 167

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით

 


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

21. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06.2008, №232).

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 167

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №29/2010 დადგენილებით

 

 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


1.  კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 6 საათიან ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 8 საათიან ყოველკვირეულ საუდიტორიო დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 10 საათიან  ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1190 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 970 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის თვეში - 750 ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ა-2" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1030 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში 830 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 630 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25479/02, 31.12.2008წ. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02, 29/12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 166

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისტურიზმის საერთშორისო სკოლის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
2.05.2011, №41/2011დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა. (2.05.2011, №41/2011)

 

11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით. (2.05.2011, №41/2011)
 

2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების II ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტირისათვის მაგისტრატურაში მიღებისა და სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

“3. მაგისტრატურაში მიღება:

3.1 საბუთების მიღება –  11 - 25 თებერვალი;
3.2 გამოცდები –2– 10 მარტი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 11 მარტი;
3.4 ბრძანება ჩარიცხვაზე –  12 მარტი.

 

4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  12 მარტი – 23 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16მარტი  – 27ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  10 ივლისი.”

 

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 164

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.02.2009 , №180 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში  და მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი). „

 

1. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე–4 პუნქტი.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 163

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესსში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება:

 

მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
,,დამატებითი სემესტრის სტუდენტს სემესტრის გაცდენა ჩაეთვალოს საპატიოდ:

 

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
ბ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით.”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 162

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. წესის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი:

 

„ვ1) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

 

ა) წესს დაემატოს მე-61 მუხლი:

 

„61. საკონკურსო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები
61.1 საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში დაიშვება კონკურსანტი, რომელიც:

 

ა) დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს მიმღებ კომისიასთან;
ბ) წარმოადგენს დოკუმენტებს, რომელიც შეესაბამება სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
დ) წარმატებით ჩააბარებს ქართული ენის გამოცდას, იმ შემთხვევაში თუ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

 

გ) შევიდეს ცვლილება წესის მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  


„6. საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში

6.1 გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით.
6.2 საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3 სპეციალობის გამოცდაში კონკურსანტთა ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია, რომელიც ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაიულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.”

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 161

2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები 

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკა

 

1.  მათემატიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  სრული პროფესორი უ. გოგინავა, სრული პროფესორი დ. გორდეზიანი,  სრული პროფესორი თ. ვაშაყმაძე,  სრული პროფესორი თ. თადუმაძე,  სრული პროფესორი ე. ნადარაია,  სრული პროფესორი რ. ომანაძე.  

 

2. გამოყენებითი მათემატიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი რ. ბოჭორიშვილი, სრული პროფესორი დ. გორდეზიანი, სრული პროფესორი თ. ვაშაყმაძე,  ასოცირებული პროფესორი გ. ჯაიანი. 

 

ფიზიკა

 

3.   გამოყენებითი ელექტროდინამიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გამოყენებითი ელექტროდინამიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი რევაზ ზარიძე 

 

4. ატომური, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის მაგისტრი (ატომური, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი სიმონ წერეთელი  

 

5. ბიოფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფიზიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი 

 


ქიმია

 

6. არაორგანული და ორგანული ქიმია
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “არაორგანული ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნოდარ ლეკი­შვილი.
მოდული 2. “ორგანული ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, მეცნ. აკადემიის წ/კ, შოთა სამ­სონია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (არაორგანული და ორგანული ქიმია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  პროფესორი, მეცნ. აკადემიის წ/კ, შოთა სამ­სონია, სრული პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი


7. ფიზიკური და ანალიზური ქიმია
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “ფიზიკური ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე მოდული 2. “ანალიზური  ქიმია”. ხელმძღვანელი, პროფესორი გურამ სუპატაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (ფიზიკური და ანალიზური ქიმია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე 

 

8. ქიმიური ექსპერტიზა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (ქიმიური ექსპერტიზა)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე 

 

ბიოლოგია

 

9. უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი დიანა ძიძიგური 

 

10. მოლეკულური იმუნოლოგია და გამოყენებითი მიკრობიოლოგია,
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “მოლეკულური იმუნოლოგია და იმუნოპათოლოგია”.
მოდული 2. “გამოყენებითი მიკრობიოლოგია”.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (მოლეკულური იმუნოლოგია და გამოყენებითი მიკრობიოლოგია) 
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ნინო ფორაქიშვილი 

 

11. ბიოსამედიცინო მეცნიერებები

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოსამედიცინო მეცნიერებათა მაგისტრი (“ნეირობიოლო­გია; „სიმსივნის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“; „გენეტიკა, სა­მე­დი­ცინო გენეტიკა, ჰემატოლოგია, ტრანფუზიოლოგია”, “ბიოქიმია, სამედიცინო ბიოქიმია)”.
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:

თეიმურაზ ლეჟავა, სრული პროფესორი, ბმდ, (გენეტიკა)
ნანული დორეული, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (ნეირობიოლოგია)
ნანა კოტრიკაძე, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (უჯრედის ბიოლოგია)
ნანა კოშორიძე, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (ბიოქიმია)


გეოგრაფია

 

12. ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება”, ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე
მოდული 2. “წყლის რესურსების, მეტეოროლოგიური პროცესებისა და სანაპირო ზონის ინტეგ­რი­რებული მართვა”, ხელმძღვანელი, სრული პროფესორი დავით კერესელიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის მაგისტრი (“ფიზიკუ­რი გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს დაცვა” /  “წყლის რესურსების მართვა და მეტეოროლოგია”)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  სრული პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე,
სრული პროფესორი დავით კერესელიძე

 

13. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია, კარტოგრაფია - გეოინფორმატიკა,
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის მაგისტრი (”გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიაში” / ”კარტოგრაფია-გეოინფორმატიკაში”)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი რამინ გობეჯიშვილი 

 


გეოლოგია

 

14. გეოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან თუთბერიძე 

 


ინტერდისციპლინური პროგრამები

 

15. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა:  ბიოფიზიკური ქიმია ,
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ბიოფიზიკური ქიმიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი,  ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი,
ასოცირებული პროფესორი დევი გამრეკელი

 


16. ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია და ისტორიული გეოლოგია
პროგრამა შედგება ოთხი მოდულისაგან:
მოდული 1. ბიოგეოგრაფია; დედამიწის ბიომები. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი 
მოდული 2. ეკოლოგია და გარემოს კონტროლი. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი გია ქაჯაია
მოდული 3. გეოგრაფია და გეოეკოლოგია. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი
მოდული 4. ისტორიული გეოლოგია. ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გურამ ღონღაძე  
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი

 

 

17. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა: “გამოყენებითი ბიოფიზიკა”,
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “გამოყენებითი ბიოფიზიკა”
მოდული 2. “სამედიცინო ბიოფიზიკა”
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფიზიკის მაგისტრი, MSc. in Biophisics
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი
თანახელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი დევი გამრეკელი 


18. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა:  ”ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია”
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ფ.-მ. მ.კ. რომან ჯობავა
პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. “რადიო და ზემაღალი სიხშირების ინჟინერია”
მოდული 2. “ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიუტერული მოდელირება”,
მოდული 3. “ელექტრო-საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დიზაინი”,

 

მედიცინის ფაკულტეტი


1.   საზოგადოებრივი ჯანდაცვა
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პაატა იმნაძე – თსუ სრული პროფესორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი


2.  ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა   
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პაატა იმნაძე – პაატა იმნაძე – თსუ სრული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეპიდემიოლოგიის მაგისტრი


3. ციტოლოგია, ჰისტოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი:   პროფესორი დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გორდაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მისანიჭებელი ხარისხი: 1. ბიოლოგიის მაგისტრი (ციტოლოგია / ჰისტოლოგია)    2. საბაზისო მედიცინის მაგისტრი


4.  უჯრედის პათოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ცაგარელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მისანიჭებელი ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (უჯრედის პათოლოგია)

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ეკონომიკის მიმართულებით :

1. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკური პოლიტიკა
ხელმძღვანელი: სრულიპროფესორი რ. გველესიანი ,
პროფესორი ვ. ვენგი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (ეკონომიკური პოლიტიკა).

 

2. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლ.
ყორღანაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი(საერთაშორისო ეკონომიკური ურთიეტღობები).


3 . ეკონომიკური სტატისტიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ს. გელაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი ( ეკონომიკური სტატისტიკა).

 

4 . ეკონომეტრიკა და მათემატიკური  ეკონომიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ი.ანანიაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა).

 

5. მაკროეკონომიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნ. ხადური
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (მაკროეკონომიკა).

 

ბიზნესის მიმართულებით:


1 . ბუღალტრული აღრიცხვა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ე. ხარაბაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ბუღალტრული აღრიცხვა).

 

2. მარკეტინგი
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნ. თოდუა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (მარკეტინგი)

 

3 . ზოგადი მენეჯმენტი
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გ. შიხაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ზოგადი მენეჯმენტი).

 

4 . საერთაშორისო ბიზნესი
ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი თ. შენგელია;ასოცირებული პროფესორი გ.ერქომაიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (საერთშორისო ბიზნესი).

 

5 . ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი
ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი მ.მარგველაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი).

 

6 . ფინანსები და საბანკო საქმე
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ი.კოვზანაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ფინანსები და საბანკო საქმე).

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. ფილოსოფია
3 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) კულტურის ფილოსოფია და ესთეტიკა, ბ) პოლიტიკური ფილოსოფია.
ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ა. ყულიჯანიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი (კულტურის ფილოსოფია და ესთეტიკა / პოლიტიკური ფილოსოფია)

 

2. ინგლისური ფილოლოგია
2 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ინგლისური ენა,  ბ) ინგლისური ლიტერატურა
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი რ. ენუქიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  მაგისტრი (ინგლისური ენა და ლიტერატურა)

 

3. ფრანგული ფილოლოგია 2 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ფრანგული ენა, ბ) ფრანგული
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ც. ახვლედიანი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(ფრანგული ენა და ლიტერატურა) 

 

4. რუსული ფილოლოგია
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ნ. ბასილაია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(რუსული ენა და ლიტერატურა)

 

5. არაბული ფილოლოგია
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ა. სილაგაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(არაბული ფილოლოგია)

 

6. ირანული ფილოლოგია
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მ. ალექსიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (ირანული ფილოლოგია)

 

7. უკრაინისმცოდნეობა
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ო. ბაქანიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: უკრაინისმცოდნეობის მაგისტრი

 

8. რუსეთისმცოდნეობა
ხელმძღვანელი დოქტორი  დ. კანდელაკი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: რუსეთისმცოდნეობის მაგისტრი

 

9. საქართველოს ისტორია
ხელმძღვანელი სრული პროფესორი მ. ჩხარტიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ისტორიის მაგისტრი (საქართველოს ისტორია)

 

10. ახალი და უახლესი ისტორია
4 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია; ბ) ახლო აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი); გ) შორეული აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი); დ) საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თ. პაპასქირი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ისტორიის მაგისტრი (ახალი და უახლესი ისტორია)

 

11. თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა
3 სასპეციალიზაციო მოდულით 1.დარგობრივი  თარგმანი   (ჰუმანიტარებისათვის) (ინგლისურენოვანი//გერმანულენოვანი იურიდიული  დოკუმენტების თარგმანი); II. დარგობრივი  თარგმანი   (იურისტებისათვის) (ინგლისურენოვანი//გერმანულენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი); III. ფართო პროფილის თარგმანი ( გერმანული//რუსული ენები).
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნ. გაფრინდაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (თარგმანმცოდნეობა)

 

12. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: კვლევა და მართვა.
4 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ძველი ხელოვნება, ბ) ახალი და თანამედროვე ხელოვნება, გ) მუზეუმმცოდნეობა, დ) ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ზ. სხირტლაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი / მუზეუმმცოდნეობის მაგისტრი

 

13. განათლების მეცნიერებები.
3 სასპეციალიზაციო მოდულით
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქ. ჭკუასელი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მაგისტრი

 

14. დარგის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია
13 სასპეციალიზაციო მოდულით:
დარგის სწავლების მეთოდიკა
დარგის მასწავლებელი
ინტეგრირებული საგნის სწავლების მეთოდიკა
ინტეგრირებული საგნის მასწავლებელი
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქ. ჭკუასელი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მაგისტრი

 

15. თეოლოგია
ხელმძღვანელი: ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: თეოლოგიის მაგისტრი

 

16. თურქული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. მ. ჯიქია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (თურქული ფილოლოგია)


 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – სოციალური მუშაობის მაგისტრი – ხელმძღვანელი – პროფ. მარკ დოელი (შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი

 

2. სოციოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - სოციოლოგიის მაგისტრი
ხელმძღვანელი - იაგო კაჭკაჭიშვილი –სრული პროფესორი

 

3. კონფლიქტების ანალიზი და მართვა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრი
ხელმძღვანელი – პროფესორი გუგული მაღრაძე

 

4. ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფსიქოლოგიის მაგისტრი (შეფასება და კონსულტირება)
ხელმძღვანელი – პროფესორი მარინე ჩიტაშვილი

 

5. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების მაგისტრი
ხელმძღვანელი – პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

 

6. საერთაშორისო ურთიერთობები 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ხელმძღვანელი - პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

 

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 160