საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 3 აგვისტოს №223/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №65/2022 დადგენილება (ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №81/2022 დადგენილებით)) გადაწყვეტილებისა (წერილი: 13.10.2022, №26494/26) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის №19 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ნინო წულაია.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 


პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 104/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 3 ოქტომბრის №288/01-01 ბრძანების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 9 ნოემბრის №29595/26  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ია აფთარაშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მზია წერეთელი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ აბაშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მანანა მელიქიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გუგული მაღრაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნინო ლაბარტყავა - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინე ჟვანია - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია მესტვირიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


პროფესორი  ჯაბა  სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 103/2022

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის 1-5 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის  15 ნოემბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი  №1 დანართის შესაბამისად.

 

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 
4.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. თსუ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
7.  დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 102/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 13 ოქტომბრის №304/01-01 ბრძანების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №28127/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა)  გია ლობჟანიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ხუბუა - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ია კირვალიძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ დოჭვირი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მაია ბიწკინაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა)  ნინო ჩიხლაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ჯორბენაძე - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ჭიპაშვილი - თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                  

სრულად

დადგენილება N: 101/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №5 სხდომის ოქმის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  სამდივნოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №28266/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:     


1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები 2022 წლის 28 ნოემბერს:


ა) თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 5 წევრი; სტუდენტი - 6 წევრი;
ბ)  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 6 წევრი; სტუდენტი - 4 წევრი;
გ) თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3 წევრი; სტუდენტი - 3 წევრი;
დ) თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 5 წევრი; სტუდენტი - 2 წევრი;
ე) თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3 წევრი; სტუდენტი - 3 წევრი;
ვ) თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2 წევრი; სტუდენტი - 2 წევრი;
ზ) თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 8 წევრი; სტუდენტი - 6 წევრი;
თ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ი) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
კ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ლ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
მ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ნ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი;
ო) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
პ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ჟ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: 1 წევრი;
რ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ს) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ტ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
უ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: 1 წევრი;
ფ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტი: 1 წევრი;
ქ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ღ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი.


2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 28 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს საარჩევნო კომისიას, რომელიც განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.


3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესით“.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 9 ნოემბერს და დასრულდეს 2022 წლის 17 ნოემბერს (7 სამუშაო დღე).  

5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114. 


6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას, ხოლო ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
7.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.

 

პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                  

სრულად

დადგენილება N: 100/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 104-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის მე-15 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 ოქტომბრის №19454/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნეს ჯაბა სამუშია

 

2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეულ იქნა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.


ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 99/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების პროცედურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-15 პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №16 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების პროცედურა (დანართი №1). 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 
ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

 

სრულად

დადგენილება N: 98/2022

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 6  ოქტომბრის №25566/10 და 2022 წლის 7 ოქტომბრის №25782/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 107-ე ქვეპუნქტით №107 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №107);   
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 108-ე ქვეპუნქტით №108 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №108);   
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 119-ე ქვეპუნქტით №119 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქართული ფილოლოგია“ (დანართი №119);   
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 143-ე ქვეპუნქტით №143 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საქართველოს ისტორია“ (დანართი №143);   
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით №144 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი №144);   
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით №146 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი №146);   
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით №149 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №149);   
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით №151 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი №151);   
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით №152 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი №152);   
კ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით №153 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი №153);   
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით №160 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“  (დანართი№160);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით №161 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი №161);   
ნ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 179-ე ქვეპუნქტით №179 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №179);
ო) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 181-ე ქვეპუნქტით №181 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოლოგია“ (დანართი №181).


2. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტის 148-ე ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“148. შუა საუკუნეების ისტორია (დანართი 148);”.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 

ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 97/2022

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-15 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ”  განცხადების ტექსტი  №1 დანართის შესაბამისად.

2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა.
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
4. წინამდებარე დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 
5.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
8.  დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 96/2022

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 3 ოქტომბრის №24808/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
თ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით №43 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გენდერის კვლევა“ (დანართი №43);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით №59 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალური მუშაობა“ (დანართი №59);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით №62 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ (დანართი №62);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295).


2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„666. კონფლიქტოლოგია (დანართი 256, ყოფილი დანართები 233 და 44);“.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 95/2022

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №88/2022 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25623/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №88/2022 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 94/2022

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25493/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილების 1.14. პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 93/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 34-ე მუხლის “ა“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაკმაყოფილდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და რექტორის უფლებამოსილება შეუწყდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 92/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში წილისყრის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის 71 და მე-8 ქუნქტების, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის დადგენის შემდეგ არჩევნების დღეს ატარებს წილისყრას შემდეგი წესით:

 

ა) კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი თითო კანდიდატის სახელისა და გვარის მითითებით, ასევე კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი უფლებამოსილების თითო თარიღის/ვადის მითითებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხვა წევრების თანდასწრებით, შემთხვევითობის პრინციპით დააწყვილებს კონვერტებს;
გ) თითოეული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კონვერტების დაწყვილების შესაბამისად;
დ)  აღნიშნული შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში.

 

2. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას. წილისყრის პროცედურის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ კანდიდატებს აცნობებს საარჩევნო კომისია.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 91/2022

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 3 ოქტომბრის №24809/10, №24810/10, №24811/10, №24812/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);   
ბ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე ქვეპუნქტით №91 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №91);   
გ) V ნაწილის „ე“ პუნქტის მე-100 ქვეპუნქტით №100 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ (დანართი №100);   
დ) VII ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით №229 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი №229);
ე) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2154 ქვეპუნქტით №301 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი №301).


2. შევიდეს ცვლილებები აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:

 

ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 106-ე ქვეპუნქტით №106 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №106);   
ბ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 142-ე ქვეპუნქტით №142 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №142);   
გ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 182-ე ქვეპუნქტით №182 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №182).


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 90/2022

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N69/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 20 სექტემბრის №23297/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის  N69/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში:


ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“2. დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე აკადემიური სფეროსა და დასაქმების ბაზრისათვის მაღალი  კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება, აკადემიური  და კვლევითი რესურსების  დაახლოება,  ქვეყანაში  სამეცნიერო და ინოვაციური მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ  და სამეცნიერო სივრცეში  ჩართვა,  ცოდნაზე დაფუძნებული  საზოგადოების ჩამოყალიბების  მიზნით  ახალი  ცოდნის  შექმნისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, განხორციელებული კვლევითი პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფაკულტეტის მისიასა და    სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.”;


ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას, მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა.“;


გ) მე-5 მუხლის  მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურაში მიღების წინაპირობები განისაზღვრება ფაკულტეტზე მოქმედი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად.
8. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ხორციელდება კომისიური წესით. 
9. სადოქტორო პროგრამაზე მისაღები კომისია მტკიცდება დეკანის ბრძანებით. კომისიის შემადგელობაში შედიან პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის იმ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არანაკლებ ორი წარმომადგენელი, რა მიმართულებითაცაა წარმოდგენილი კვლევითი თეზისი/პროექტი.
10. დოქტორანტობის კანდიდატი დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად:
ა) წარმოადგენს კვლევის თეზისს/პროექტს დადგენილი წესის და შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით; კვლევითი თეზისის/პროექტის შეფასება კომისიის მიერ ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, რომლებიც ცნობილია კანდიდატებისათვის;
ბ) გადის გასაუბრებას ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და წერითი ფორმით) სპეციალობაში, შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით; გასაუბრებისა და გამოცდის შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით პროგრამაზე დაშვების მსურველ პირთა ობიექტური და გამჭვირვალე შეფასებისთვის;
გ)   აბარებს   უცხო   ენის   გამოცდას   ან/და   ადასტურებს   უცხო   ენის   ცოდნას   შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.“;


დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს 5 დოქტორანტს.“;


ე) მე-7 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:


„41. სამეცნიერო ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დოქტორანტის მიერ დასაცავად წარდგენილი ნაშრომის აკადემიური კეთილსინდისიერებით შესრულებასა და კვლევის ეთიკური პრინციპებით განხორციელებაზე.“;


ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
1.    დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები ხელს უწყობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისათვის.
2.    სასწავლო კომპონენტი (არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს) ხელს უწყობს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას ტრანსფერული უნარების განვითარების გზით ან/და სფეროს აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე დოქტორანტის მიერ ცოდნის გაღრმავებით. ასევე, იძლევა მეთოდოლოგიურ მითითებებს კვლევითი კომპონენტის სათანადო დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
3.    დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები აისახება ინდივიდუალურ კვლევით და სასწავლო გეგმაში. დოქტორანტი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს სასწავლო კომპონენტის და კვლევის განხორციელების სავარაუდო განრიგს/გრაფიკს და წარუდგენს დარგობრივ კომისიას დასამტკიცებლად. 
4.    სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის საფაკულტეტო სქემა მოიცავს:
ა) დოქტორანტის მიერ ხელმძღვანელთან შეთანხმებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის წარდგენას ფაკულტეტის კვლევის ეთიკის საბჭოზე. კვლევის განხორციელებისთვის დოქტორანტს უნდა ჰქონდეს კვლევის ეთიკის საბჭოს  დასკვნა.
ბ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; კერძოდ, ორი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის:
    ზეპირ პრეზენტაციასა და განხილვას. განხილვაში მონაწილეობს პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული/ან შესაბამისი ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
    წერილობითი ფორმით წარდგენას. დოქტორანტი შესაბამისი პროექტების ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს, სამეცნიერო ხელ¬მ¬ძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე,  წარუდგენს დარგობრივ კომისიას. 
პროექტი#1: საკვლევი პრობლემის დასმა, მისი ასახვა სამეცნიერო ლიტერატურაში;  სადისერტაციო ნაშრომის მეთოდოლოგია და ზოგადი სტრუქტურა; ნაშრომის მოცულობა  მინიმუმ 20 გვერდი.
პროექტი#2: კვლევის ანალიზი და შედეგები; ნაშრომის მოცულობა  მინიმუმ 20 გვერდი.
გ) სამეცნიერო კვლევითი პროექტი 1 და 2 მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას მოიცავს და წარმოადგენს დისერტაციის დაცვის წინაპირობას.
დ) დისერტაციის წარდგენა საფაკულტეტო წინასწარ მოსმენაზე. დისერტაციის პრეზენტაცია იმართება საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“.
ე) დასრულებული დისერტაცია; დოქტორანტი დასრულებულ დისერტაციას წარუდგენს ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიას.
ვ) სამეცნიერო პუბლიკაციები; დოქტორანტი წარუდგენს ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას ფაკულტეტის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიას. 
5.    სასწავლო კომპონენტი (არ უნდა აღემატებოდეს 60 კრედიტს) და ხელს უწყობს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას ტრანსფერული უნარების განვითარების გზით ან/და სფეროს აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე დოქტორანტის მიერ ცოდნის გაღრმავებით. სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ სავალდებულო აქტივობებს: დარგობრივი სემინარი, პროფესორის ასისტენტობა, კვლევის მეთოდოლოგია.
6.     სხვა სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები პრაქტიკა და სხვ.) განისაზღვრება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.
7.    თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტი/მასწავლებელი ან მოწვეული პერსონალი, უძღვება სალექციო/პრაქტიკულ/სემინარულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში ამ სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაო შესრულდა ანაზღაურების გარეშე.
8.    შესრულებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტები  წარმოადგენს   დისერტაციის დასაცავად წარდგენის წინაპირობას.“;


ზ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. დისერტაცია   უნდა   ასახავდეს   კვლევის   დასაბუთებულ   შედეგებს   და   ქმნიდეს   ახალ ცოდნას. 
3. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენაზე.“;


თ) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. სადისერტაციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციის შესაბამისად.“;


ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ა) განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს;“; 


კ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:


“ა1) ფაკულტეტის კვლევის ეთიკის საბჭოს დასკვნა;“;


ლ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში; 
გ) ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებით შესრულებული დისერტაციის კვლევის შედეგები - დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია  - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვების თაობაზე; 
ე) ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის  წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ვ) დარგობრივი კომისიის მიერ გაცემული ცნობა სამეცნიერო და სასწავლო კომპონენტის (დაგროვილი კრედიტების) შესრულებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე;“;


მ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:


„ე1) ფაკულტეტის  სამეცნიერო  სამსახურის  მიერ  გაცემული  ცნობა  დისერტაციის საფაკულტეტო ციკლში - „კოლოკვიუმების სერია“ - პრეზენტაციის შესახებ;“;


ნ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.  დარგობრივი კომისია სადისერტაციო  ნაშრომის  რეცენზირების  მიზნით   გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, რომლებსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. შემფასებელთაგან ერთი უნდა იყოს ინსტიტუციის გარედან მოწვეული სპეციალისტი. ერთ-ერთი  რეცენზენტის უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი.“;


ო) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს რეცენზიის დადგენილი ფორმის შესაბამისად.“;


პ) მე-13  მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:


„21. დისერტაციას აფასებს დაცვის კომისია, რომელიც შექმნილია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით.“;


ჟ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტის და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  დოქტორის  აკადემიური  ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი (მაგ., კოტუტელის ფარგლებში), რომელსაც შეიმუშავებენ მხარეები და ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.“; 


რ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. სადისერტაციო ნაშრომი ფასდება მთლიანობაში, ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს დარგობრივი კომისიის მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად.“;


ს) მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:


„მუხლი 141. სადოქტორო ნაშრომის შეფასების შედეგების გასაჩივრება 
1. თუ დოქტორანტი არ ეთანხმება დაცვის კომისიის შეფასებას, იგი შესაბამისი წერილით მიმართავს ფაკულტეტის დოქტორანტურის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარეს.
2. ფაკულტეტის დოქტორანტურის დარგობრივი კომისია თავისი გადაწყვეტილებით ერთჯერადად ქმნის სააპელაციო კომისიას 3 პროფესორის შემადგენლობით, საიდანაც ერთი პროფესორი მოწვეულია სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან.
3. დისერტაციის შეფასების გასაჩივრების თაობაზე დაცვის კომისიის თავმჯდომარე სააპელაციო კომისიას წარუდგენს განმარტებით ბარათს, რომელშიც ასაბუთებს კომისიის გადაწყვეტილებას. 
4. სააპელაციო კომისია: 
ა) ამოწმებს დაცვის  პროცედურის და ხმის მიცემის პროცედურის გამართულობას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შეისწავლის დაცვის მიმდინარეობის აუდიოჩანაწერს და აკეთებს შინაარსობრივ ანალიზს;
გ) კომისიის მუშაობის შედეგად (ან აუდიოჩანაწერის ანალიზის საფუძველზე) გამოტანილი დასკვნის საფუძველზე დისერტაციის შეფასების შედეგი შეიძლება არ შეიცვალოს. ხოლო თუ კომისია მიიჩნევს, რომ შეფასების შეცვლა შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დაცვა კომისიის ახალი შემადგენლობის წინაშე.“.  


ტ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. დარგობრივი კომისია ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.“.


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 89/2022

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 30 სექტემბრის №24789/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარი (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 
გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 88/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 3 ოქტომბრის №24806/10 და №24807/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების:


ა) VII  ნაწილის  „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2063 ქვეპუნქტი: 


„2063.  პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება (დანართი 312);


ბ) VII  ნაწილის  „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2157 ქვეპუნქტი:


„2157. პროფესიული განათლება (დანართი 313);“


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 87/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 3 მაისის №124/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის №49/2022 დადგენილების პირველი პუნქტი) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 27.07.2022, №12667/29), უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის 2022 წლის 30 სექტემბრის №24788/10 მოხსენებითი ბარათის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმისა და საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის და მასპინძლობის  მენეჯმენტის კათედრის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს იოსებ ხელაშვილი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 86/2022

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2022 წლის 29 სექტემბრის №24533/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 85/2022