საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ. ერისთავის 2025 წლის 17 იანვრის N523/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების (HR) მიმართულებით.

გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

4. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა (პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, თსუ ეთიკის კოდექსი).

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) წარმართოს დეპარტამენტის საქმიანობა;

ბ) წარმოადგინოს დეპარტამენტი დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხი აგოს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

გ) გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, მათთვის გასცეს მითითებები და დავალებები;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დაავიზოს და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და დოკუმენტები;

ე) წარუდგენოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში;

ვ) უხელმძღვანელოს დეპარტამენტის მოკლე (1 წლიანი) და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას უნივერსიტეტის მიმდინარე და სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე;

ზ) წარმოადგინოს დეპარტამენტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, საგანმანათლებლო ერთეულებთან/ინსტიტუტებთან და სხვა სამსახურებთან;

თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ი) წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების რაოდენობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) კოორდინაცია გაუწიოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების საფუძველზე პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის იმპლემენტაციასა და შეფასებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;

ლ) მოითხოვს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან დეპარტამენტის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია;

მ) განხორციელოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციები და დავალებები.

7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 22 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი“.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 თებერვლისა.

14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 6/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2025 წლის 15 დეკემბრის N277/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N1 13.01.2025) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 5/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივ ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის 15 იანვრის N296/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტრიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 22 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 24 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 10 მარტისა.

6. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

7.სამეცნიერო თანამდებობაზე ( მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილება დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით, სამეცნიერო ფორუმებში და არსებობის შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ.

8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).

9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი);

12.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 4/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტებს გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 15 იანვრის N 236/28 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რიგგარეშე შიდა მობილობის წესით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაზე თანდართული სიის შესაბამისად:

N სახელი გვარი აღიარებული კრედიტები სემესტრი
1. აბაჯიან არშიკ 60 3
2. ტყემალაძე დავით 110 5
3. ხარძიანი ნინო 65 3
4. ჩაჩხიანი რევაზ 95 4
5. ჯაჭვაძე ვაჟა 115 5

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 6/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანებისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 27 დეკემბრის N35406/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 27 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად: ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება ზაზა გულაშვილი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია თამარ ჭიჭინაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება ნიკო გაფრინდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 3/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის   ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2025 წლის 12 იანვრის N16/10 წერილის (თან  ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის სხდომის ოქმი N15) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის  შესარჩევად  დამტკიცდეს  საკონკურსო  კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი;
გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ ნაჭყებია და საკონკურსო კომისიის მდივნად - ქეთევან მარგიანი;


3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 27 იანვრისა;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 2/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ  - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


 „უმაღლესი განათლების   შესახებ " საქართველოს კანონის   22-ე მუხლის    პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის  პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის  მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და  „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე  -3 პუნქტის   , ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის  22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის      სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური    პერსონალის  სამსახურში  მიღებისა    და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  (პროფესორი,  ასოცირეული  პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ    წარმომადგენლობითი    საბჭოს მიერ, ოქმი  №3 18.03.2024წ), „სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო           მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  პეტრე ბაბილუას   2025 წლის   13 იანვრის   N38/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს  კონკურსი  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ
- პროფესორების სამსახურში მისაღებად.
2.უნივერსიტეტის    ასისტენტ-პროფესორად   4 (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 13 იანვარს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 19 თებერვლის  ჩათვლით. საკონკურსო  კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 მარტისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: მათემატიკის დეპარტამენტი
მათემატიკური ანალიზის კათედრა
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ბ“) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
თეორიული ინფორმატიკის კათედრა
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) ფიზიკის დეპარტამენტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი ბიოფიზიკის კათედრა (ინტერდისციპლინური)
ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი  ფორმის  მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 19 თებერვლის ჩათვლით,  10.00-სთ-დან 17.00 სთ-მდე, შესვენება 13.00-დან 14.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის  გარდა),  ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის  უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე. 
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2023 წლის 14 ნოემბრის N280/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის,  57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების    მე-14   მუხლის     პირველი   პუნქტის,    მე-8 პუნქტის„ა“, „ბ“  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N 35381/10 (27.12.2024) წარდგინების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს  ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე    2023 წლის  მიღებაზე ჩარიცხული  პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ 2023 წლის 14 ნოემბრის N280/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში  და  იგი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე  ბრძანებაზე  თანდართული სახით (დანართი N1).

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.

3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული      ერთეულებისათვის გადაცემის   უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია


 

სრულად

ბრძანების N: 361/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის   პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების    მე-14   მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  28-ე მუხლის,  29-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2014 წლის  22 დეკემბრის     N118 დადგენილების  - " სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის  სამსახურში   მიღებისა   და   კონკურსის ჩატარების ერთიანი   წესის   შესახებ"   (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების      -   „სსიპ       – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების დამტკიცების შესახებ “ (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი  საშტატო  განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის   N21/04 ერთობლივი ბრძანების  და  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2024  წლის  27 დეკემბრის  N35403/31-05 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს      კონკურსი  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ     ფაკულტეტზე    ასოცირებული     პროფესორების სამსახურში  მისაღებად.
2.უნივერსიტეტის     ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის  მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება.
3.კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის 27 დეკემბერს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 28 იანვრიდან 2025 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ  საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს  2025 წლის პირველი მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“;
სისხლის სამართლის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ბ” ;
კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული - კატეგორია „ბ“;
სამართლის ისტორიის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“; ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ბ“; კერძო სამართლის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი - 4  საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“; ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ბ“;
5.   ასოცირებული   პროფესორების თანამდებობებზე   ასარჩევმა  კანდიდატებმა   უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი  ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,   ისე   ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)    ცნობა    „სქესობრივი    თავისუფლებისა     და    ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე)  შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი   დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო   ქვეყანაში  მიღებული  განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)   სამეცნიერო   -   პედაგოგიური    მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე    ასარჩევი     კანდიდატი,   კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს
N113/2018 დადგენილების  დანართი  1-ის  მე-3  მუხლის   მე-3  პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის  შესახებ,  რომ არ გააჩნია  ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება  ან სხვ.)  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება  იწარმოებს 2025 წლის  28 იანვრიდან 2025 წლის
4 თებერვლის ჩათვლით  0900-დან  1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე  (შაბათ- კვირის  გარდა), იურიდიული  ფაკულტეტის   საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში,  ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ  II კორპუსი, ოთახი N111.
8.    ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის  უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის  მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,     იურიდიული ფაკულტეტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის  ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 362/01-01     

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და   მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის   22 დეკემბრის   N  118 დადგენილების   - „სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის  შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ  პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი   საბჭოს   მიერ,   ოქმი   №  3  18.03.2024წ), „სსიპ      - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი  ბრძანების  და  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის     მზია წერეთელის   2024 წლის   20 დეკემბრის N 34276/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში  მისაღებად;

2.   უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.   კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის  27 დეკემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის   28 იანვრიდან  2025 წლის 31 იანვრის   ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი თსუ  აკადემიურ     საბჭოს  გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა.
4.   კონკურსი     გამოცხადდეს     ფსიქოლოგიისა    და     განათლების     მეცნიერებათა
ფაკულტეტზე ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი
ასისტენტ - პროფესორი 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. ასისტენტ   პროფესორის  თანამდებობაზე    ასარჩევმა  კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის №29/2024  დადგენილების  დანართი 1- ის მე -3 მუხლის მე-3  პუნქტის  მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს     საკონკურსო  დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 28 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის  ჩათვლით. 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N11(მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8.   ბრძანება    გამოქვეყნდეს    გაზეთ    „თბილისის     უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო    დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 363/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების    ერთიანი წესისა და  სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი   პირობების    დამტკიცების   შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   საბჭოს 2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების  მე  -  4 მუხლის პირველი , მე  -2 და  მე  -3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 25 დეკემბრის   N 35067/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N8  24.12.2024) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ     – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და  მეცნიერი  თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამაზ    ყარალაშვილი     – ჰიდროლოგია   კლიმატოლოგიის   განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი - თანამშრომელი.
ბ) გიორგი    ლომინაძე       – გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი - თანამშრომელი.
გ)     ელენე    სალუქვაძე     –     საზოგადოებრივი     გეოგრაფიის    განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  თამაზ  ყარალაშვილი, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ გიორგი ლომინაძე, მდივნად ელენე სალუქვაძე.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით     დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025  წლის 7 თებერვლისა.
5.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს   (პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).
6.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 358/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების   თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და
,,პ“ ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    აკადემიური   საბჭოს        2017 წლის       31 მაისის        N63/2017 დადგენილების   დანართი N1-ის  მე-6 მუხლის  მე-16, მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-10  მუხლის   მე-4  პუნქტის,   "სსიპ ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის      - არნოლდ  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების   ინსტიტუტის  დირექტორის     ნ.  მაჭავარიანის    2024 წლის    26 დეკემბრის N35296/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2024 წლის 26 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას    სახელობის    ენათმეცნიერების      ინსტიტუტის    უფროსი     მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე  გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები   (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ქართველურ ენათა განყოფილება:
1.სურმავა   ნარგიზა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.ლოლაძე ნანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.ჭუმბურიძე  ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4.ქირია   ჭაბუკი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
5.  ჭკადუა  როენა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
6.  საღლიანი მედეა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
7.  სუხიშვილი მურმან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
1.  ფარეულიძე როსტომ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ზოგადი  ენათმეცნიერების  განყოფილება:
1.  ლომთაძე თამარ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.  გვანცელაძე გვანცა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.  მარგიანი ქეთევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ლექსიკოლოგიის განყოფილება:
1.  პაპიძე ასმათ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.  ბინიაშვილი  ლალი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.  ჭოხონელიძე ნინელი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4.  ჩაჩანიძე მანანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
1.  მუზაშვილი ნათელა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.  ოსაძე მარინე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
1.  მაღრაძე ვახტანგ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.  ჯორბენაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.  დათუკიშვილი ქეთევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
1.  კვანტალიანი ციცინო  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2.  ბაკურაძე ლია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3.  კიკვიძე ზაალ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
4.  შარაშენიძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან.
3.  დაევალოს პერსონალის მართვის  დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების  გაფორმება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  პერსონალთან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 359/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 20 ნოემბრის N318/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,56-ე მუხლის,  57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების    მე-14   მუხლის     პირველი   პუნქტის,    მე-8 პუნქტის„ა“, „ბ“  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N 35256/10 (26.12.2024) წარდგინების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს  ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე    2024 წლის  მიღებაზე ჩარიცხული  პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ 2024 წლის 20 ნოემბრის N318/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში  და  იგი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე  ბრძანებაზე  თანდართული სახით (დანართი N1).

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.

3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული      ერთეულებისათვის გადაცემის   უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია


 

სრულად

ბრძანების N: 360/01-01

სსიპ ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

26.12.2024„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 37-2 -ე  მუხლის პირველი,  მე-3  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-4 და მე - 6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების   შესახებ”   (დამტკიცებულია  თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), „ სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 ნოემბრის    N  23/04 ერთობლივი  ბრძანების  და  ინსტიტუტის  დირექტორის  თამარ წუწუნავას 2024 წლის  23 დეკემბრის N 34625/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;

2.უფროსი    მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო  ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და  გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ  2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;

4.   კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის 27 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 27 იანვრიდან 2025 წლის 4 თებერვლის  ჩათვლით, საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის  17 თებერვლისა.

5. კონკურსი  გამოცხადდეს  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

სტრატიფრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 2 საშტატო ერთეული (სრული);

ტექტონიკისა  და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება

უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე   -   1   საშტატო   ერთეული (სრული);

პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული (სრული); ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის  გეოლოგიის განყოფილება უფროსი მეცნიერი  თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული (სრული) და 2 საშტატო ერთეული (0.5);

გარემოს დაცვის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 3 საშტატო ერთეული (0.5 განაკვეთი).

6.   სამეცნიერო თანამდებობაზე  (უფროსი    მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);

ბ)  პირადობის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  ასლი (პასპორტი,  პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით და არსებობის  შემთხვევაში  სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის შესახებ);

ვ)  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.

7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 27 იანვრიდან 2025 წლის

4 თებერვლის ჩათვლით  12:00-დან  17:00 საათამდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის შენობაში, თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №110.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  ,,თბილისის  უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის  დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან  ურთიერთიერთობის დეპარტამენტი,  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 351/01-01 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 უნქტების, ანდრია რაზმაძის   სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის,  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2024 წლის 25 დეკემბრის   N35029/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი N7) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        - ანდრია    რაზმაძის     სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლების შესარჩევად  დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თორნიკე   ქადეიშვილი      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის გეომეტრიისა  და ტოპოლიგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ნუგზარ   შავლაყაძე      - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის      ანდრია  რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის  დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ)  ალექსანდრე მესხი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის    ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის  ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

დ)  მერაბ ელიაშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის      ანდრია  რაზმაძის   სახელობის    მათემატიკის   ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) მიხეილ მანია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის    მათემატიკის  ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის      განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ   - თორნიკე ქადეიშვილი, საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის  მოადგილედ  -  ნუგზარ  შავლაყაძე და     საკონკურსო  კომისიის მდივნად -  ალექსანდრე მესხი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 5 თებერვლისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 357/01-01    

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 30 აგვისტოს N235/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო    სამართლის  იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური    მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების  განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 30 აგვისტოს N235/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ა.გ“ “ა.დ” და „ა.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები– 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 13-25 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 27 იანვარი- 15 თებერვალი (დასკვნითი  გამოცდები),  20-26 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები- 30 დეკემბერი-12 იანვარი; 27 თებერვალი-2 მარტი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია


 

სრულად

ბრძანების N: 354/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული   ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  პირველი, მე-4 პუნქტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის  ირმა რატიანის   2024 წლის 24 დეკემბრის   N34807/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ივანე ამირხანაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის რუსთველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;

ბ) დარეჯან  მენაბდე - შოთა  რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
გ) მაია ჯალიაშვილი  - შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
დ)ზაზა აბზიანიძე -   შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
ე) თამარ ბარბაქაძე  - შოთა რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის   თეორიისა  და კომპარატივისტიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  ივანე ამირხანაშვილი, საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  დარეჯან   მენაბდე, საკონკურსო კომისიის მდივნად თამარ ბარბაქაძე.
3. დაევალოს კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 7 თებერვლისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 352/01-01  

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი)  სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2 და მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი)  სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 ბრძანების პირველი  პუნქტის  „ა.გ“ - „ა.ე“  ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სააუდიტორიო   მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)   –  28 ოქტომბერი   -  28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 24 – 29 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 30-31 მარტი.“

2. შევიდეს ცვლილება “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის   ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და  „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო   წლის    სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 მე-2 პუნქტის „ბ.გ“ - „ბ.ე“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)  –  30  სექტემბერი-  28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 თებერვალი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 24 თებერვალი – 01 მარტი;
ბ.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 2 მარტი-7 მარტი.“

3.  ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 353/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის  სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2024 წლის 24 დეკემბრის N34817/10 (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის    სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ქეთევან ებრალიძე - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) გულნარა თოდრაძე - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი  თანამშრომელი;
გ) ნათელა  ანანიაშვილი - რაფიელ  აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;
 
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ქეთევან ებრალიძე, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის   მოადგილედ გულნარა თოდრაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 7 თებერვლისა.
5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 347/01-01  

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის   იურიდიული   პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს      შემდეგი  ცვლილებები „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში:

ა)    1.1. პუნქტის  „ბ.გ“    ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობები განსაზღვრული იყო  - 23 სექტემბერი  - 28 დეკემბერი და  6-11 იანვარი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-18 იანვარი“;

ბ) 1.1. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 13 იანვარი  -  8 თებერვალი(დასკვნითი),   13-19 თებერვალი (დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„20 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

გ) 1.1. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი - 12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

დ) 1.1. პუნქტის „დ.ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობების თარიღები განსაზღვრული იყო - 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 6-18 იანვარი - სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

ე) 1.1. პუნქტის „დ.ბ.დ“  ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო -20 იანვარი-8 თებერვალი(დასკვნითი),  13-21 თებერვალი(დამატებითი)  - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ვ)  1.1. პუნქტის „დ.ბ.ე“   ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო- 30  დეკემბერი  -  5  იანვარი,  22  თებერვალი -  2  მარტი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

ზ) 1.2. პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო  მეცადინეობები განსაზღვრული  იყო - 30 სექტემბერი  -28 დეკემბერი  და 6-18 იანვარი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

თ)  1.2. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 20 იანვარი - 8 თებერვალი(დასკვნითი),13-19  თებერვალი(დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ი) 1.2. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“ 
2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს     კანცელარიას,      ბრძანება      გადასცეს      შესაბამის       სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 349/01-01