საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის N2/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2024 წლის 14 თებერვლის N3954/32 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 19 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილამდე.

4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ );

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;

თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;

ი)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.

კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია

ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;

ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;

ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;

ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;

7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 38/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების და მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის N2/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2024 წლის 14 თებერვლის N3954/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 19 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილამდე.

4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ბ“-კატეგორია);

სტომატოლოგიის დეპარტამენტი:

ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ბ“-კატეგორია);

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით , (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ );

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;

თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;

ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.

კ) სამოტივაციო წერილი;

ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

ლ.ა.თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;

ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;

ლ.გ.კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;

ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;

7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინი ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 37/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/ კულტურული პროექტების წარმოდგენისა და განხილვის ვადებისგან 2024 წლის პროექტების წარმოდგენისა და განხილვის პირველი ეტაპის მიზნებისათვის ერთჯერადად განსხვავებული ვადის დადგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 2024 წლის 16 თებერვლის N4245/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო/საგანმანათლებლო/სპორტული/ კულტურული პროექტების წარმოდგენისა და განხილვის ვადებისგან 2024 წლის პროექტების წარმოდგენისა და განხილვის (პირველი ეტაპი) მიზნებისათვის ერთჯერადად განისაზღვროს ქვემოთმოცემული ვადა:

ა) საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების ვადა - 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 

სრულად

ბრძანების N: 40/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანების გაუქმების თაობაზე

2024 წლის 31 იანვარს გამოიცა რექტორის N24/01-01 ბრძანება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს, რომ - „აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებაში იმ პირის დასაქმება, რომელიც ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე ჩამოერთვა აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება,“ ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრთველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.“ ვინაიდან რექტორის 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანებაში არ არის ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტის დასადატურებლად გათვალისწინებული შესაბამისი ცნობის წარმოდგენა, 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანების გამოცემით დარღვეულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ბრძანების გაუქმება. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, ,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანება, წინამდებარე ბრძანების გამოცემისთანავე.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 39/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე - 2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63 - ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის 2024 წლის 8 თებერვლის და 15 თებერვლის N3110/10 და N4101/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე -საბჭოს წევრი;

გ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;

დ) აკაკი მიქაბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი (ფინანსურ საკითხებში) - საბჭოს წევრი;

ე) გიორგი ბურჯანაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი - საბჭოს წევრი:

ვ) ელენე გელაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;

ზ) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;

თ) ცირა თოფურია - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - საბჭოს წევრი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 5/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 21 სექტემბრის N261/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე -2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 21 სექტემბრის N261/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე - 2 პუნქტის დანართით დამტკიცებული ,,დანართი N2’’ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 41/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტპროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის №2/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2024 წლის 16 თებერვლის N4213/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 20 თებერვალს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

ასისტენტი - 2 (ორი) ვაკანსია;

სისხლის სამართლის მიმართულებით:

ასისტენტი - 4 (ოთხი) ვაკანსია;

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:

ასისტენტი 1 (ერთი) ვაკანსია;

კერძო სამართლის მიმართულებით:

ასისტენტი - 3 (სამი) ვაკანსია;

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:

ასისტენტი 1 (ერთი) ვაკანსია;

5. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ’’.

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამოტივაციო წერილი.

6. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით 0900-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი, ოთახი #111.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 41/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის №2/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2024 წლის 16 თებერვლის N4213/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 20 თებერვალს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ა” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია; სამართლის მეთოდების მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ა” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია; სამართლის ისტორიის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ა” კატეგორია 3 (სამი) ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია;

სისხლის სამართლის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ა” კატეგორია 1 (ერთი) ვაკანსია;

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 3 (სამი) ვაკანსია;

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 2 (ორი) ვაკანსია;

კერძო სამართლის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 2 (ორი) ვაკანსია;

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით

ასისტენტ პროფესორის ,,ბ” კატეგორია 2 (ორი) ვაკანსია;

5. ასისტენტ პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ’’.

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი.

6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით 0900-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი, ოთახი #111.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 42/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის N2/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მზია წერეთლის 2024 წლის 13 თებერვლის N3644/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 21 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მაისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი

პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 მარტიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11 (მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;

7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

სრულად

ბრძანების N: 43/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტპროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის №2/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 6 თებერვლის N2698/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 19 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 26 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მაისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

თეორიული ეკონომიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -კატეგორია ,,ა”;

მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია „ა“;

5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 26 მარტის ჩათვლით. ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 32/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 6 თებერვლის №2/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ზვიად მურადაშვილის 2024 წლის 14 თებერვლის N3901/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტპროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 16 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტპროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი რომანული ფილოლოგიის კათედრა (იტალიური ფილოლოგია)

ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ბ“ კატეგორია)

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 მარტის 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და 3 დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 34/01-01

2023/2024 და 2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 4048/10; 15.02.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 და 2024/2025 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 20 თებერვალს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერეკლე ასტახიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ს სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯომარე, კომისიის წევრი;

გ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

დ) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ე) თეა გერგედავა, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 33/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’ ’, ,,ზ’’ და   "ი" ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  "სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი   საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულებლის  2024 წლის  17 იანვრის N1/04 ერთობლივი  ბრძანებისა  და  საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ლევან კერესელიძის 2024 წლის 13 თებერვლის  N3662/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა -ანგარიშგების განყოფილებაში მთავარი  სპეციალისტის  (პირველი  კატეგორია)   – 1  საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1200 (ათას ორასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტს    მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის/მაგისტრის   (ეკონომიკა/ბიზნესის   ადმინისტრირება) - ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში  - მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის აღრიცხვა - ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების  ცოდნა პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე : საქართველოს კანონი  „უმაღლესი   განათლების  შესახებ“  , თსუ  შინაგანაწესი   და დისციპლინური პასუხისმგებლობის  ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება,  საფინანსო  დეპარტამენტის  დებულება,  ბუღალტრულ  აღრიცხვა -ანგარიშგებასთან დაკავშირებული  საკანონმდებლო  ნორმატიული  და მარეგულირებადი აქტები (ბუღალტრული  აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები, მეთოდოლოგია);
4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიულობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
კ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;


5.    სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო  დეპარტამენტის  აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროს შესაბამისად ყოველდღიურად ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი  დოკუმენტების დამუშავება მემორიალური  ორდერების მოსამზადებლად;
ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
გ)   შრომის   ანაზღაურების,  სტიპენდიების და სხვა განაცემების დროული გაანგარიშება და  დარიცხვა.
დ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ე)    მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან.
ვ)     საჭიროების შემთხვევაში  ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.
6.  კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების
წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი
თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’’;
ვ) პროფესიული გამოცდილების    ამსახველი   დოკუმენტი   ასეთის    არსებობის შემთხვევაში  (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის  მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო  პაკეტის   განხილვის   საფუძველზე    საკონკურსო   კომისიის    მიერ. არასრულად  საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის   საბუთები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის   მიერ  წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და   დრო  ეცნობებათ   წინასწარ).  გასაუბრების   შედეგები   აპლიკანტს  ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (პირველი კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის  მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge   სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  "საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (პირველი კატეგორია);"
10. ბრძანება     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 4 მარტისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 38/02-01    

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  მიერ განსახორციელებელი კურსის  „აღმზრდელ - პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის ჩატარების უფლების მინიჭების შესახებ“   ფასიანი მომსახურებისა  და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი      ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველის  ნაწილის,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-15    მუხლის      პირველი    პუნქტის,    მე-16    მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების,   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებით „აღმზრდელ - პედაგოგთა პროფესიული განვითარების  ტრენინგ-მოდულის დამტკიცების  შესახებ“-ს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 იანვრის MES   5   24   0000038139 „აღმზრდელ    - პედაგოგთა  პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის   ჩატარების    უფლების მინიჭების   შესახებ“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის   დირექტორის   2024 წლის  12 იანვრის   N20879 ბრძანებაში  ცვლილების  შეტანის   შესახებ“ ბრძანებისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2024 წლის  12 თებერვლის  N3685/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ განსახორციელებელი კურსის „აღმზრდელ - პედაგოგთა პროფესიული  განვითარების ტრენინგმოდულის ჩატარების უფლების მინიჭების შესახებ“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 66 საათით;  კურსის ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით;
2. ტრენერის ანაზღაურება 1 საათი - 65  ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით).
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 39/02-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2024 წლის პირველი თებერვლის N2291/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტპროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 9 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 11 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტპროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 11 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით 9-დან 18 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207; 7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.  

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 2 თებერვლის N2402/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომის ოქმი N) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ ყარალაშვილი – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,

ბ) გიორგი ლომინაძე - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

გ) მარიამ ციცაგი - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თამაზ ყარალაშვილი; საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ლომინაძე; საკონკურსო კომისიის მდივნად მარიამ ციცაგი;

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 18 მარტისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 29/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.;

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 54/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N2850/30, 07.02.2024 წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 და N2 დანართების (დანართი N1; დანართი N2) შესაბამისად:“

2. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატოს დანართი N2 წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავ

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 31/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში პერსონალის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის №28/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2024 წლის პირველი თებერვლის N2226/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის პერსონალის სამსახურში მისაღებად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.  

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

5. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 6 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 16 აპრილისა.

6. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისა და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ორი საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი: უფროსი მეცნიერი თანამშრომლის - ერთი საშტატო ერთეული (7 წლის ვადით).

7. მთავარი მეცნიერი თანამშრომლისა და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 ).

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა).

გ) ავტობიოგრაფია (CV).

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ).

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.).

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; 

8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. №78, მე-2 სართული, ოთახი N202.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 28/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავსაყოფად და ისტორიულ –კულტურული ფასეულობების დაცვა– აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2024 წლის 24 იანვრის N1446/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა ღვაწლის უკვდავ- საყოფად და ისტორიულ–კულტურული ფასეულობების დაცვა–აღორძინების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ რექტორის 2013 წლის 15 ნოემბრის N144/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: