საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2014 წლის 25 მარტის №10297/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული ბაზის პროგრამის ფუნქციონალის დეტალური შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი კიკალიშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნვეყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 
ბ) თეიმურაზ ტაბატაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელისა და სერვერული სისტემის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ლალი არახამია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) შორენა ჩუბინიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ქრისტინა ჩარგაზია - იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ანა ზაქარაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მაია გრიგოლია - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ)  ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) თინა მელქოშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის  წარმოების განყოფილების უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია   ხელმოწერისთანავე.
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე

სრულად

ბრძანების N: 40/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა  და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირმა ხარშილაძის     2014 წლის 20 მარტის №9817/02 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასური 2013 – 2014 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს სრული კურსისათვის – 570 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 285 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი – 285 ლარი). 
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი სრული კურსის საფასური 2013 – 2014 სასწავლო წლისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის  განისაზღვროს სრული კურსისათვის – 285 ლარის ოდენობით (ვერბალური კომპონენტი – 140 ლარი; რაოდენობრივი კომპონენტი –              145 ლარი). 
3. ცალკეული სასწავლო კომპონენტის არჩევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების პირველი და მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობების შესაბამისად.
4. მსმენელს შეუძლია საფასურის ეტაპობრივად დაფარვა (პირველი ნაწილის – სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა და მეორე ნაწილის სწავლის დაწყების მერვე-მეათე კვირის განმავლობაში).
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                დავით ჩომახიძე

სრულად

ბრძანების N: 41/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები“ ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის  საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო – კურსის „კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები“ დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის N178/01-01 (18.12.2013) ბრძანების საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის ,,კონფლიქტების   სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები’’ - ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით. 
2. დაწესდეს შეღავათი და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კურსის ღირებულება განისაზღვროს 100 ლარით. 
3. მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 16 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი).
4. საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო-კურსის ,,კონფლიქტების სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზი და მართვის მექანიზმები’’ გაიხსნას, კურსზე მინიმუმ 14 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
6. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა  დაინტერესებული  პირებისათვის.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე   

სრულად

ბრძანების N: 39/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2014 წლის 18 მარტის №9584/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს: 
 ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
    ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
 გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
 დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
  ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
 ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6).
2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                     მარინე ჩიტაშვილი

სრულად

ბრძანების N: 661/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის  4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2014 წლის 18 მარტის №9584/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

 ვ)  ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი №6).

ბრძანების N: 662/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2014 წლის 18 მარტის №9584/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
  ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№1);

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა                                                  

სრულად

ბრძანების N: 648/01-04

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი’’ ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 17 დეკემბრის  №39000/02 და 2014 წლის 07 თებერვლის №3531/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი’’ ფარგლებში დაგეგმილი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, აკადემიკოსი, - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯდომარე;
გ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ) რისმაგ გორდეზიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ელგუჯა ხინთიბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) აპოლონ სილაგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) მანანა გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) მანანა რუსიეშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) ინესა მერაბიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) დალი ფანჯიკიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) ირმა რატიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ნინო წერეთელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ს) ზაზა გაჩეჩილაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი; 
ქ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ღ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ყ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი -  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
შ) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჩ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დავალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს                  8700 ლარის ფარგლებში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს არაუმეტეს 8700  ლარის გამოყოფა დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. 
4.  დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“   გივი გაჩეჩილაძის 100 წლის იუბილესა და მისთვის  მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გაშუქება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას (2014 წლის სექტემბრამდე) გივი გაჩეჩილაძის საუნივერსიტეტი სახელმძღვანელოს ,,მხატვრული თარგმანის თეორიის შესავალი“, მისივე თარგმანების კრებულის, ბიოგრაფიული ნარკვევისა  და ბიობიბლიოგრაფიის გამოცემა.
7. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.
8. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს გივი გაჩეჩილაძის წიგნების, ფოტოებისა  და ხელნაწერების  გამოფენის   ორგანიზება. 
9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
11.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 46/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტის სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელის მეორე არხზე წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მედიამიმართულებით საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას მედიამიმართულებით უნივერსიტეტის საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)  თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ)  ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
დ)  ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საბჭოს წევრი;
ე) რუსუდან ვაშაკიძე - უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის დირექტორი, საბჭოს წევრი;
ვ)  ირმა რუხაძე - რექტორის თანაშემწე, საბჭოს წევრი;
ზ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
თ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი.
2.    საბჭომ განახორციელოს კოორდინაცია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტის სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელის მეორე არხზე წარმატებით  დაგეგმვის, მიმდინარეობის, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საქმიანობის სხვა სფეროების სრულყოფილი და მრავალმხრივი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით.
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 44/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის, მარიამ გულბიანისათვის რექტორის სტიპენდიის მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანებისა და ამავე ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 04 მარტის №7388/02 წარდგინების, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2014 წლის 11 მარტის №8572/02 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტს, მარიამ გულბიანს მიენიჭოს რექტორის სტიპენდია;
2. სტიპენდია გაიცეს რექტორის ხელფასიდან, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (5 თვის) განმავლობაში, თვეში 250 ლარის ოდენობით;
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი,პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 534/01-04

"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლისა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2014 წლის 10 მარტის №8494/02 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 26 თებერვლის №22/02-01 ბრძანებისა და ერმი ქემოკლიძის 2014 წლის 12 მარტის №8805/02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი #1-ში ცვლილება და დანართი №1-ს "ბ" ნაწილის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"16.1. თეონა ხაინდრავა _ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 
ადმინისტრაციული მენეჯერი, კომისიის თავმჯდომარე; 
16.2. სალომე ფირცხალავა _ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სპეციალისტი (ფინანსური მენეჯერი);
16.3. მარინა თედორაძე _ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 
16.4. ნინო ბერიშვილი _ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 
16.5. ირაკლი თევდორაძე - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მატერიალური რესურსების მენეჯერი; 
16.6. ლევან ჯღარკავა _ საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის ოპერაციების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.”
2. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია 2014 წლის 01 აპრილიდან.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                    ე. ქემოკლიძე 

სრულად

ბრძანების N: 29/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ანი თოდრიას ჩარიცხვის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  15 ოქტომბრის  №818 ბრძანებისა და ანი თოდრიას (№27201/02, 12.09.2013) განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ინგლისური ფილოლოგია" ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ანი თოდრია.
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი,პროფესორი                          აკადემიკოსი, ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 458/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე     მერაბ ელიაშვილი

სრულად

ბრძანების N: 459/01-04