ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 30 ივლისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება
ქვემიმართულება: ტექნიკური ინფორმატიკა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ქვემიმართულება: პრაქტიკული ინფორმატიკა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
გეოგრაფიის მიმართულება
ქვემიმართულება: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ქვემიმართულება: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ქიმიის მიმართულება
ქვემიმართულება: ფიზიკური და ანალიზური ქიმია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
გეოლოგიის მიმართულება
ქვემიმართულება: გეოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ბიოლოგიის მიმართულება
ქვემიმართულება: მორფოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე CD-ზე ჩაწერილი saxeli.gvari.doc და saxeli.gvari.pdf ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 2014 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. 10:00 დან 18:00 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა