,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის თაობაზე" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 დეკემბრის №177/02-01 ბრძანების საფუძველზე,
- დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დალი კანდელაკი (თავმჯდომარე) – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ეკა ენუქიძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი;
დ) ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) მაია ადვაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვ) მაია ჭელიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (საკონკურსო კომისიის მდივანი); - დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1);
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე