საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის 14/04 ერთობლივი ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2024 წლის 30 აპრილის N11892/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 26 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

ნინო ზავრადაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

მარიამ ვიბლიანი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული თამარ ნასუაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

გ) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

გიორგი მაღრაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 108/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების

1.1 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 22 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 20 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 26 ივლისი - 1 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 7-11 მაისი, 2 აგვისტო - 22 სექტემბერი.

2.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების

1.2 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 22 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 18 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 24 – 30 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 7-11 მაისი, 31 ივლისი - 29 სექტემბერი.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 109/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოფდომის სემესტრისთვის პარტნიორი ბრემენის, გაიზენჰაიმისა და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 11692/10; 26.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ბრემენის, გაიზენჰაიმისა და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 29 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ფირიაშვილი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღავნელი, კომისიის წევრი;

ბ) თამარ კბილაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ნიკოლოზ ფხაკაძე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღავნელი, კომისიის წევრი;

დ) ფირცხალავა ეკატერინე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 103/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოფდომის სემესტრისთვის პარტნიორი იავასკულასა და ფულდას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 11695/10; 26.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი იავასკულასა და ფულდას უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 29 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სანდრო ტაბატაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

ბ) სალომე ნამიჭეიშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ფირცხალავა ეკატერინე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 102/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2024 წლის 10 აპრილის N10045/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტს ,,ვ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები: ,,ზ) დიმიტრი ელიკაშვილი - არქიტექტორი;

თ) ნიკოლოზ გობეჯიშვილი - არქიტექტორი.’’

ბ) ბრძანების მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,დ) გიორგი მეგრელიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 129/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მირიან ტაბიძის 2024 წლის 19 აპრილის N11167/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 17 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

დავით მჭედლიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

პავლე წოწკოლაური - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

გიორგი ქისტაური - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 98/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში შოთა რუსათაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2024 წლის 25 აპრილის N11592/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 24 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ფოლკლორის განყოფილება

ეკა ჩხეიძე-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი თორნიკე კანდელაკი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან;

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 99/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 24 აპრილის N 11451/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 23 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ნინო ჩუბინიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ნინო ჩუბინიძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 101/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 24 აპრილის N97/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაშვებული ტენიკური შეცდომის გასწორების მიზნით (სათაურში ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ნაცვლად, შეცდომით მითითებულ იქნა ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 24 აპრილის N97/01-01 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 100/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37- 2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის 14/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2024 წლის 17 აპრილის N10852/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლმაიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით) სამეცნიეროკვლევით პროექტებში მონაწილეობა;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 24 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 11 ივნისისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;

6.სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. №11, მე-4 სართული, ოთახი N408;

7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი)

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 96/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N284/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე2 ნაწილის, 57- ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N284/01-01 ბრძანების პირველი პუნქტში და „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) დოქტორის დიპლომის ფორმა - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 95/01-01

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 17 აპრილის N19-0124108594 (თსუ რეგისტრაციის N7265/10-02, 17.14.2024) წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N294/01-01 ბრძანება.

3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 92/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის №13/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2024 წლის 16 აპრილის N10705/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო 2 პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (10 წლის ვადით) თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 22 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).

6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 ).

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა).

გ) ავტობიოგრაფია (CV).

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ).

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.).

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. №78, მე-2 სართული, ოთახი N202.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის 3 ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 93/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში მზარეულის, მოლარეკონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ”, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 2024 წლის 17 აპრილის N10907/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამალგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად - 16 ვაკანსია:

ა) მზარეული - 4 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2322 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

ბ) მოლარე კონსულტანტი - 6 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

გ) მიმტანი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

დ)ჭურჭლის მრეცხავი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით. ე)დამლაგებელი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

2. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მდებარე კვების ობიექტი.

3. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:

ა) მზარეული: ორშაბათი - შაბათის ჩათვლით, 800 საათიდან 2000 საათამდე დასვენების დღე კვირა.

ბ)მოლარე კონსულტანტი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე.

გ)მიმტანი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე. დ)ჭურჭლის მრეცხავი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე. ე)დამლაგებელი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე.

4. ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები) განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:

ა) მზარეულის ფუნქცია-მოვალეობები:

- დაევალოს კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით.

- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი.

-ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, ინგრედიენტების წინასწარ მომზადება.

- სამზარეულოს მარაგების და პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი.

-პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.

-სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

- იმუშაოს კვების ობიექტისათვის დადგენილი სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

- ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მომზადების მიზნით.

- დაემორჩილოს შეფ მზარეულის მითითებას.

ბ)მოლარე კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

- მოლარე ოპერატორს ევალება სალარო აპარატთან მუშაობა, ნაღდი ფულით თუ საბანკო ბარათით პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისაგან მიღება და რეალიზაციის გატარება სალარო აპარატსა და სალარო კომპიუტერში.

- დილით სამუშაო ცვლის დაწყების წინ სალაროს ნაშთის მითვლა, ხოლო დღის ბოლოს სამუშაო ცვლის დამთავრებისას ბუღალტერისათვის ან კვების ობიექტის მენეჯერისათვი სალაროს ნაშთის ჩაბარება.

- მოლარე ოპერატორი პასუხისმგებელია დღის განმავლობაში სალაროში განხორციელებულ ნაღდ თუ უნაღდო ანგარიშწორების სისწორეზე და სალაროს ნაშთის სრულად და სწორად აღრიცხვაზე.

- კონსულტანტს ევალება მომხმარებლის მომსახურება, საკვების რეალიზაცია.

გ)მიმტანის ფუნქცია-მოვალეობები:

- სტანდარტების დაცვის მიხედვით აიღოს შეკვეთა.

-შეკვეთა ჩაიწეროს, შეიყვანოს პროგრამაში და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.

- მოემსახუროს მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე/სასმელზე ინფორმაცია.

- ყურადღება მიაქციოს შეკვეთების დროულ და სწორ მიწოდებას, ასევე მომხმარებლის მაგიდასთან არსებულ სისუფთავეს.

- მოამზადოს სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად.

- სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.

- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.

- ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუში შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები (ბარის და კერძების).

დ)ჭურჭლის მრეცხავის ფუნქცია-მოვალეობები:

- ჭურჭლის დარეცხვა, სამზარეულოში თავისი სამუშაო სივრცის დასუფთავება, სამზარეულოს აღჭურვილობის წმენდა და მათი სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

- სარეცხი საშუალებების გამოყენება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ე)დამლაგებელის ფუნქცია-მოვალეობები:

- კვების ობიექტში დარბაზის სივრცის, სველი წერტილის და დამხმარე სათავსოების დასუფთავება.

5. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

6. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ) CV;

გ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

7. გასაუბრება ჩატარდება 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე კვების ობიექტი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555417031.

8. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამალგებლის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 121/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

სრულად

ბრძანების N: 219/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის 13/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2024 წლის 15 აპრილის N10564/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 18 აპრილს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 17 ივნისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

5.სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ N1 მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.

7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9..წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 91/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების (პირველი კატეგორია) პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსის კომისიის შემადგენლობისა და მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 27 მარტის N96/02-01 ბრძანების, დეპარტმენტის უფროსის თ გერგედავას 2024 წლის 11 აპრილის N 10236/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების (პირველი კატეგორია) პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)ერეკლე ასტახიშვილი - თსუ რექტორის მოადგილე - კომისიის თავჯდომარე;

ბ) ნინო ოკრიბელაშვილი - სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;

გ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;

დ) შორენა ერისთავი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;

ე) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;

ვ) ნინო მარუაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.

2. დამტკიცდეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების (პირველი კატეგორია) პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1).

3. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 117/02-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კადისის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (10176/10; 11.04.2024) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კადისის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 12 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მარინა კობეშავიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ირინა გამყრელიძე

5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოფდომის სემესტრისთვის პარტნიორი ხრონინგენისა და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 10199/10; 11.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ხრონინგენისა და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 12 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკატერინე ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) გიორგი ამირანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) თამარ კბილაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

დ) სალომე ნამიჭეიშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი თავაძის 2024 წლის 8 აპრილის N9956/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად - 40 ვაკანსია:

ა) 38 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 700 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ქალაქ თბილისის ობიექტები.

ბ) ერთი ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 375 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ს. თელეთი.

გ) ერთი ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 300 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ს. ტაბახმელა.

2. 2024 წლის 1 მაისიდან დაგეგმილია ანაზღაურების ზრდა 10%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან დამატებით 7%-ით;

3. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი ისარგებლებს სადაზღვეო პაკეტით;

4. სამუშაო დრო - 24 საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს;

5. სასურველი ასაკი - 21 წლიდან 60 წლამდე;

6. ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):

ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;

ბ) სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;

გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;

დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;

ე) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ობიექტის ადმინისტრატორთან ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი;

ვ) შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;

ზ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება; თ) დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს ან დარეკოს ნომერზე 112.

7. უნარები:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;

ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

8. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

9. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

დ) CV;

ე) ფოტოსურათი 3X4 (1 ც.);

ვ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

10. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს 12:00 საათზე ბრძანების გამოცემიდან 2024 წლის 15 მაისამდე. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. ტ. 577-244-100.

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 113/02-01