საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2016 წლის  6 ოქტომბრის #37052/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს პირად ნომერში დაშვებული ტექნიკური შეცდომა ,,სსიპ _  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის №1054/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის ,,1.4.” ქვეპუნქტით დამტკიცებულ №4 დანართში 53-ე ნომრად მითითებულ სალომე სილაგაძის ნაწილში და 53-ე ნომერი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:


53.

სილაგაძე

სალომე

 

ეკონომიკა


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 
სრულად

ბრძანების N: 1162/01-04

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო), რომის საპიენცას უნივერსიტეტის (იტალია), გრანადის უნივერსიტეტისა (ესპანეთის სამეფო) და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო), რომის საპიენცას უნივერსიტეტის (იტალია), გრანადის უნივერსიტეტისა (ესპანეთის სამეფო) და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ირლანდია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და ერაზმუს+ პროგრამის ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (36197/02; 29.09.16) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში გრონინგენის, რომის საპიენცას, გრანადის უნივერსიტეტებისა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №107 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)დავით მაცაბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
გ)მანანა რუსიეშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
დ)ია ნაცვლიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ე)ნათია ჩიტაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 176/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის №86/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე



,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის  №86/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 აპრილის №43/2016 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  გეოინფორმაციული სისტემების  ლაბორატორიის  დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანის 2016 წლის 29 სექტემბრის  №36184/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის  №86/01-01 ბრძანების  პირველი  პუნქტის   ,,ზ’’ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და  იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ქოთოლაშვილი გიორგი - მაგისტრანტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.’’

2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 177/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული  გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, "აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 სექტემბრის №716 და 22 სექტემბრის №727 ბრძანებებისა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტის (№27408/02, 22.08.2016) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატები  №1 დანართის შესაბამისად.
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.



რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1146/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ" №1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)



2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1145/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების, "სსიპ -     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "მასწავლებლის მომზადების" საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სპეციალური ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის #101/2016 დადგენილების და “პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად 5 – 7 ოქტომბერი (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განსაზღვრულია თსუ რექტორის №157/01-01, 14.09.2016 ბრძანებით).
2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე     2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:  

1.1. გამოცდა – 10 ოქტომბერი (11 საათი);
1.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 ოქტომბერი (10 საათი);
1.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 ოქტომბერი (10-18 საათი);
1.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 12 ოქტომბერი (12 საათი);
1.5. ხელშეკრულების გაფორმება – 12 ოქტომბერი (12-18 საათი);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 175/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ეკა მაღლაფერიძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ეკა მაღლაფერიძის ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის №732 ბრძანებისა და    ეკა მაღლაფერიძის (№22577/02, 06.07.2016) განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ბიზნესის ადმინისტრირება” საერთო სამაგისტრო  გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე  ეკა მაღლაფერიძე ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად        გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე






სრულად

ბრძანების N: 1127/01-04

უცხო ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
უცხო ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 492 მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 13 სექტემბრის №31484/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიენიჭოთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებს, რომელთაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - N1 დანართის შესაბამისად;
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

                                                                       
                                                                                                                         

სრულად

ბრძანების N: 1128/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის  2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის №35686/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 15 ვაკანტური ადგილით;
3. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:
a) საბუთების მიღება – 13-17 ოქტომბერი;
b) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) – 18 ოქტომბერი;
გ)  გამოცდის შედეგების გამოცხადება - 19 ოქტომბერი;
დ)  გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 20-21 ოქტომბერი;
ე)  აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 ოქტომბერი;
ვ)  დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 25 ოქტომბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან – 26-27 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 31 ოქტომბერი.

4.  განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა);
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ზ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
თ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე
           
სრულად

ბრძანების N: 174/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა  ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის,მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის №732 ბრძანების, მაგისტრანტობის კანდიდატთა (№27374/02, 22.08.2016; №28581/02, 01.09.2016; №29489/02, 06.09.2016; №24403/02, 21.07.2016; №27307/02, 22.08.2016; №27631/02, 24.08.2016) განცხადებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატები №1 დანართის შესაბამისად.
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1100/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის    21 სექტემბრის №722  ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ინფორმაცია    საგანმანათლებლო   დაწესებულებების     რეესტრში   შესატანად  
    გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                 გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1069/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და               სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის  და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის   30 იანვრის №19 დადგენილების პირველი მუხლის 31 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის  №733 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1097/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის     27 სექტემბრის №732  ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად        
   გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                 გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1098/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე თამარ წერეთლის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე თამარ წერეთლის ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის N727 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის "სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვაში’’ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე თამარ წერეთელი. 
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი              გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 1068/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ ძირითადი დებულებებისა და უნივერსიტეტის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის 2016 წლის 23 სექტემბრის N35133/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში "თსუ”) ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების მიზნით, დაევალოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიას 2016 საბიუჯეტო წლის ბოლოს 01 ოქტომბრიდან                  15 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის აქტის, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებულად და მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისად დადგენილი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა საინვენტარიზაციო ქვეკომისიების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. დაევალოს   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანება   განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                          ერმი ქემოკლიძე


სრულად

ბრძანების N: 157/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ბიოლოგია" ანა დარბაიძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ბიოლოგია" ანა დარბაიძის ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის  39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2016 წელს უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 30 აგვისტოს №179/16 ბრძანებისა  და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 28 სექტემბრის №36025/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ბიოლოგია" ანა დარბაიძე 
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე
 
სრულად

ბრძანების N: 1062/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

     "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ რექტორის 2016 წლის 29 აგვისტოს №914/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. 
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2016 წლის 29 აგვისტოს №914/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ 
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის  13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და თსუ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:  

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7

2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში      (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი                                                გიორგი შარვაშიძე         

სრულად

ბრძანების N: 1061/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 აგვისტოს N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის დიმიტრი გეგენავას 2016 წლის 26 სექტემბრის N35511/02 წერილის საფუძველზე,    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით გოგოლი (თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
ბ) თამარ გურული (თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი);
გ) თინათინ დავითაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
დ) რუსუდან თავართქილაძე (თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე); 
ე) მანანა კაკაბაძე (თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
ვ) მარინე ტურაშვილი (თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
ზ) ნინო ქარქაშაძე (თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
თ) ნინო ჭალაგანიძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) გვანცა ხასია (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მოწვეული პედაგოგი).
 
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

რექტორი                                                                                                       გიორგი შარვაშიძე                                                                                                                              

სრულად

ბრძანების N: 170/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და  „სსიპ -                                 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 17 ივნისის N98/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს შიდასაუნივერსიტეტო პროექტის - „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ - ფარგლებში სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობა N1 დანართის შესაბამისად. 
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი                                                                                                       გიორგი შარვაშიძე
 


სრულად

ბრძანების N: 171/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №156/01-01 და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №157/01-01 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №156/01-01   და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის №157/01-01 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,   


ვბრძანებ:


1. შეტანილ იქნეს ცვლილება თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ" №156/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,1. განისაზღვროს   სსიპ  –  ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამაზე  2016-2017 სასწავლო  წლის  შემოდგომის   სემესტრში   მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:  

1.1. გამოცდა – 3 ოქტომბერი (11 საათი);
1.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 ოქტომბერი;
1.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 ოქტომბერი;
1.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 7 ოქტომბერი;
1.5. ხელშეკრულების გაფორმება – 10-11 ოქტომბერი.’’


2. შეტანილ იქნეს ცვლილება თსუ რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ №157/01-01 ბრძანების  მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,2.  განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად -  28 – 30 სექტემბერი.’’

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე  

სრულად

ბრძანების N: 1720101