საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №183/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 2016 წლის 14 დეკემბრის №44823/02 დასკვნის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 13.12.2016წ. №44543/02 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 18893 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  შემდეგი მაგისტრანტები:


 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

ლარი 18893

1

წულაია

ნინო

562,5

2

ნეკაშვილი

თამთა

562,5

3

ალადაშვილი

თინათინი

562,5

4

დაბრუნდაშვილი

ნათია

562,5

5

ფალელაშვილი

ლელა

562,5

6

გეზელიშვილი

ქრისტინე

562,5

7

გვეტაძე

ანნა

562,5

8

დვალიძე

ნინო

562,5

9

ტივაძე

ნატო

562,5

10

წურწუმია

სალომე

562,5

11

ამისულაშვილი

ნაზი

375

12

ქარქუსაშვილი

ეკატერინე

375

13

კვალიაშვილი

ქეთევან

375

14

მაისურაძე

თიკო

375

15

ქანთარია

ვახტანგ

375

16

ლაბარტყავა

ნესტანი

375

17

შავიშვილი

მარიამ

375

18

სოხაძე

მარიამი

375

19

ჭალიძე

ანი

375

20

თუნიაშვილი

ანა

375

21

პაპიაშვილი

მარიამ

375

22

ფროდიაშვილი

ნინო

375

23

არაბული

ლელა

194

24

ქოჩიაშვილი

ანა

375

25

ოქრუაშვილი

ქეთევან

375

26

ჩაფიჩაძე

თეა

375

27

გოგიტაშვილი

მარიამ

375

28

უგლავა

ქეთევანი

375

29

კუბლაშვილი

ბაია

375

30

მაღლაკელიძე

თამარ

375

31

ბალანჩივაძე

ეკატერინე

375

32

თოფურია

ნინო

375

33

შერმაზანაშვილი

მარიამი

562,5

34

ღუდუშაური

ნესტანი

562,5

35

მღებრიშვილი

ია

562,5

36

ლომიტაშვილი

თამარ

562,5

37

შუბითიძე

ნინო

562,5

38

სიბაშვილი

ნინო

562,5

39

ბლიაძე

ნინო

562,5

40

ასანიშვილი

თინათინი

136,5

41

ბუსკივაძე

ხათუნა

562,5

42

მახარაშვილი

თამუნა

562,5


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა                         

სრულად

ბრძანების N: 1120/02-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის  ოთარ თაბორიძის 2016 წლის 06 დეკემბრის №43713/02, თსუ ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2016 წლის 06 დეკემბრის №043722/02 და თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2016 წლის 08 დეკემბრის №44148/02 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ს” ქვეპუნქტი:
,,ს) დალი ნიკოლაიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულებით გეომორფოლოგიის და კარტოგრაფიის ქვემიმართულებით  პროფესორი – თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე №360 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ო” ქვეპუნქტი:
,,ო. ძვირფას ლითონებზე პასუხისმგებელი პირი:
ო.ა) თინათინ ზედგინიძე – თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 209/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” ჩარიცხვის შესახებ



სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ნოემბრის №847 ბრძანებისა და ადამ ავთანდილოვის (№27833/02, 26.08.2016) განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვ 

2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                           მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 1530/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის  №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 9 დეკემბრის №1910/32 (№44364/02, 09.12.2016) წარდგინების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული მზადების) პროგრამებზე:



1.1. ინფექციური სნეულებები - 2 რეზიდენტი/მაძიებელი
1.2. რეპროდუქტოლოგია - 1 რეზიდენტი/მაძიებელი
1.3. ლაბორატორული მედიცინა- 8 რეზიდენტი/მაძიებელი
1.4. თერაპიული სტომატოლოგია – 2 რეზიდენტი/მაძიებელი
1.5. ორთოპედიული სტომატოლოგია – 3 რეზიდენტი/მაძიებელი

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
2.1. საბუთების მიღება – 15 – 23 დეკემბერი;
2.2. გასაუბრება – 26 დეკემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 28 დეკემბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                             მიხეილ ჩხენკელი
სრულად

ბრძანების N: 227/01-01

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”,    და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის ბრძანების №225/01-01; 09.12.16 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (44713/02; 14.12.2016) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი ერთსემესტრიანი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 16 დეკემბერს, თსუ მეორე კორპუსში,   ოთახი №135 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a) მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე); 
b) მარკო ბრინიონე (მოწვეული პედაგოგი, კომისიის წევრი);
გ) გიორგი ჯაიანი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი). 
დ) თამარ ბელქანია (თსუ სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის   კოორდინატორი – ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი  (იხ. დანართი).  
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის  ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება  და  დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა           
დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                        მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 228/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის  ნაწილის,  57-ე  მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 08 დეკემბრის  №44121/02 წერილის  საფუძველზე,
 
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო და ტრენინგ კურსის “მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერის როლი ორგანიზაციაში” მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 63 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 204/02-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №159/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის  №159/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -                     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თამარ დოლბაიას 2016 წლის პირველი დეკემბრის №43323/02  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №159/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

"3. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის  17 ოქტომბრიდან 2016 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 30 იანვრისა;"

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე
                     
სრულად

ბრძანების N: 220/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 16 ნოემბრის №16/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2016 წლის 6 დეკემბრის №43871/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ა) მარკეტინგის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
ბ) ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა
ასისტენტ _ პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული;
გ) ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა
ასისტენტ _ პროფესორი _ 2 საშტატო ერთეული;

5. აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 900-დან 1700 საათამდე,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ
აპარატში, თბილისი უნივერსიტეტის ქ. №2 (X კორპუსი) ოთახი №310;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 
რექტორი გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 221/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 16 ნოემბრის №16/04 ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის 2016 წლის პირველი დეკემბრის №43280/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 12 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 28 თებერვლისა;


4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
კონსტიტუციური სამართლი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული ("ა" კატეგორია)
 
კერძო სამართალი
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული ("ბ" კატეგორია)
 
სისხლის სამართალი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული ("ბ" კატეგორია)
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 13 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 930-დან 1730 საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №;3 (II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 222/01-01

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა დამატებითი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა დამატებითი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (44169/02; 08.12.16) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს დამატებითი კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპულ უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი,                   ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნათია ჩიტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)დავით სიხარულიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ვალერიან მელიქიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი                                   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 223/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 7 დეკემბრის N912 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 08 დეკემბრის №44173/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი №1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს                    110 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს 124 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – დაფინანსდეს                       81 სტუდენტი;

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 153 სტუდენტი; 
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს                   35 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 110 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 45 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში. 
4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Excel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2016 წლის     20 დეკემბრამდე. 
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                     გიორგი შარვაშიძე





სრულად

ბრძანების N: 224/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2016 წლის  2 დეკემბრის №43407/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)  ადმინისტრაციული რეგისტრაცია -  3 - 9 იანვარი;
ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 10-20  იანვარი; 
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 23 იანვარი - 11 მაისი; ქიმია/ბიოქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსისთვის „ქიმია 432“ –  22 მაისი-23 ივნისი;
დ) საგამოცდო პერიოდი - 15 - 20 მაისი; ქიმია/ბიოქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსისთვის „ქიმია 432“ – 27 ივნისი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 226/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების,  ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის −ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ია ბაღაშვილის 2016 წლის 6 დეკემბრის №43723/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) ია ბაღაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შორენა ერისთავი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ გიორგაძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის წევრი); 
დ) მარინა თედორაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო  განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); 
ე) ლიკა კილაძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი  (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი);
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 17/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის  22 ივლისის 127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის პირველი დეკემბრის №43320/02, მედიცნის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 30 ნოემბრის №43186/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 20 ნოემბრის №42946/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 29 ნოემბრის №42942/02, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 28 ნოემბრის №42882/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 20 ნოემბრის №43045/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016 წლის 2 დეკემბრის №43451/02 წარდგინებების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1).
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 1505/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე იაზან აბდელრაუფ გამალ მოჰამედ ელშორაფას ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) 
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე იაზან აბდელრაუფ გამალ მოჰამედ ელშორაფას ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 2 დეკემბერის №909 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე იაზან აბდელრაუფ გამალ მოჰამედ ელშორაფა. 
2. ინფორმაცია   საგანმანათლებლო   დაწესებულებების   რეესტრში   შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი              გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 1488/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის  2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის 2016 წლის 30 ნოემბრის №43139/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1. სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 დეკემბერი - 29 ივლისი;
1.2. არდადეგები - 1 - 8 იანვარი;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (42070/02; 18.11.2016) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   ა) გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორი, კომისიის თავმჯდომარე
   ბ) მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი
   გ) ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
   
რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 218/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ოთარ თაბორიძის 2016 წლის 27 ოქტომბრის №39548/02, 11 ნოემბრის №41338/02 და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის 2016 წლის 04 ნოემბრის №40606/02 კორესპონდენციების  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი  და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,თ) ბაკურ გულუა _ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი – უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემებისა და ანალიზის მონათესავე საკითხების, მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის და   გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი,  ოთახები -№2019; 228, 235).
,,ო) ლევან შარაბიძე – ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტი - №: 236; 238; 249; 250;251; 252; 253; 254; 255; 257 ლაბორატორიებში  არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1–ის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,29. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ა)  საწყობი-(004, 411):
ა.ა) ზურაბ მაკარიძე- ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საწყობის გამგე; 
ბ) ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი: 
ბ.ა) ირაკლი ღარიბაშვილი - დირექტორი -№206 ოთახი; 
 ბ.ბ) ნინო პავლიაშვილი - დირექტორის მოადგილე – №: 204, 205 ოთახები;
 ბ.გ) ვარლამ თეთრაძე - მრავალპროფილიანი მუშა -:№: 001, 012, 015 ოთახები; 
ბ.დ) იაგო თოიძე – ელექტრიკოსი-№006 ოთახი; 
ბ.ე) მედეია ყიფიანი- კატალოგების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი -№: 107, 108 ოთახები; 
ბ.ვ) ნანა ღუდუშაური – დაკომპლექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი- №: 103, 106, 016, 019, ოთახები; 
ბ.ზ) მაია მსხილაძე  - წიგნსაცავის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - №: 014 ( I საცავი), 104 (III საცავი), (IV საცავი), 209, 300, 302, 303, 304 ,N404 ოთახები;
 ბ.თ) ალექსანდრა სეროვა - მკინძავი -:№№: 010, 011 ოთახები;
ბ.ი) მიხეილ ვარაზაშვილი - კომენდანტი (007, 009, 020, 021, 013, 022, 023, 100 (სააქტო დარბაზი), 101, 102,  203, 210, 310, 312, 308, 307, 306, 303, 400 (I დარბაზი),                                              401 (II დარბაზი), 402 (III დარბაზი ),  413, საქვაბე, I სართულის ფოიე, I სართულის ჰოლი, II სართულის ფოიე, III სართულის ფოიე, IV სართულის ფოიე, ბუფეტი - 410;
ბ.კ) ინა რობაქიძე – ადამიანური რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი-  N 207 ოთახი; 
ბ.ლ) თამარ ქაფიანიძე - მკითხველთა მომსახურების სამსახურის უფროსი №: 200 (IV დარბაზი) , 201 (Vდაბაზი), აბონემენტის ჰოლი, 305,  301  ოთახები; 
ბ.მ)  ნანული ბაღათურია –სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსი - №№: 405, 407, 408, 409 ოთახები;
ბ.ნ) ციალა ქველიძე – ტრენინგ ცენტრის უფროსი სპეციალისტი -  №: 311, 406 ოთახები; 
ბ.ო) ლევან გელუტაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიები - სისტემური ადმინისტრატორი №309 ოთახი; 
ბ.პ) თამარ ფირყულაშვილი – ხარისხის მართვის მენეჯერი –№208 ოთახი;
ბ.ჟ) მამია ქველაძე - კომენდანტი (ტექნიკური ბიბლიოთეკა - კორპუსი II);
ბ.რ) ნოდარ გრიგორაშვილი - მთავარი სპეციალისტი (ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი - კორპუსი III).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ორგანიზებისათვის გასატარებელი  ღონისძიებების  შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2017 წლის 2-5 ივლისს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და მოწინავე პოლიმერულ მასალებში“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ხომერიკი - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ომარ მუკბანიანი - თსუ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნოდარ ლეკიშვილი - თსუ ემერიტუსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) გივი პაპავა - თსუ პროფესორი, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, თსუ, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
      
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და ამ მიზნით შემოსული თანხის ფარგლებში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საის კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი        გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 216/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -„კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -„კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2016 წლის 1-3 დეკემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიხეილ ჩხენკელი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ცირა ბარამიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, კონგრესის თავმჯდომარე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნატო ჩუბინიძე -თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) თეა გერგედავა - თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) ნინო კაკულია - თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) მაია გურაბანიძე - თსუ მუზეუმის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) მაკა თეთრაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის საორგანიზაციო უზრუნველყოფა);
ჟ) ევგენია ქურთიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის საინფორმაციო უზრუნველყოფა);
რ) დიანა კაკაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის კულტურული ღონისძიებების  უზრუნველყოფა);
ს) ნათია ფონიავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი (კონგრესის სამუშაო სივრცის ტექნიკური  უზრუნველყოფა);

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას კონგრესის მოსაკრებლისთვის   (სარეგისტრაციო გადასახადი) სპეციალური ანგარიში. 
3. დამტკიცდეს კონგრესის ხარჯთაღრიცხვა და კონგრესის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 3200 ლარის თანადაფინანსების, სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხების და კონგრესისათვის ფულადი შემოწირულობის გამოყენებით  (დანართი №1). 
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საის კონგრესის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ-გვერდის მომზადება.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონგრესის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს თსუ გამომცემლობას კონგრესის მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
8. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონგრესის სათანადოდ გაშუქება.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 211/01-01