საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 2 აგვისტოს N20367/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

2. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ფოტოსურათი (3X4, ბეჭდური 2 ცალი);

დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ცნობები მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:

1. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.

ზ) ცნობები სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტებისათვის:

1. ცნობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში სწავლების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილებით.

2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.

3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები:

ა) გამოცდა - 16 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთმდე)

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 20 სექტემბერი;

ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი;

ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 24-25 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 26 სექტემბერი;

თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 27 სექტემბერი;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 221/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4 “ ქვეპუნქტის, 22- ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 ქვეპუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2024 წლის 1 აგვისტოს N20145/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების კონკურსის გამოცხადების თაობაზე’’ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ფაკულტეტზე წარდგენილ საკონკურსო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო და შერჩეული განაცხადების თაობაზე ინფორმაციას აწვდის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს (რაც კონკურსის პირველი წლისათვის უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა)’’.

2.დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 222/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალისა) ფულადი ჯილდოს (კომპენსაციის) გაცემის წესი“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული ადმინისტრაციულ - დამხმარე პერსონალისთვის (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების პერსონალისა) ფულადი ჯილდოს (კომპენსაციის) გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 247/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2024 წლის 02 აგვისტო, გასაუბრება ქართულ ენაში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 25 ივლისის N19553/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 29 ივლისის N19834/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი“;

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 218/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N17/04 ერთობლივი ბრძანების ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2024 წლის 24 ივლისის N 19461/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 24 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 6) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით განყოფილება

თამარ პეტრიაშვილი - მეცნიერ თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება თამარ პეტრიაშვილთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 217/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის ირმა აბრამიშვილის 2024 წლის 24 ივლისის N19418/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რექტორი/რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის წევრი;

დ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;

ე) თსუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ზ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

თ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ი) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

კ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ლ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

მ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი.“.

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 231/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, თსუ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N197/01-01 ბრძანებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2024 წლის 22 ივლისის N19080/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 16 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) ნათია ტყემალაძე - ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ნათია ტყემალაძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 214/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის ირმა აბრამიშვილის 2024 წლის 24 ივლისის N19418/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ“ ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 05 მაისის N102/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რექტორი/რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის წევრი;

დ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - კომისიის წევრი;

ე) თსუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ზ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

თ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ი) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

კ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

ლ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი;

მ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - კომისიის წევრი.“.

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 231/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების, ვაკანტური ადგილებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის “მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის 2024 წლის 15 ივლისის SDSU 37-07-2024 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობისათვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერება’’ - 20 ვაკანტური ადგილი;

2. ამ ბრაძანების პირველ პუნქტში მითითებულ რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება მიეცეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების - „კომპიუტერული მეცნიერება“, „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ და „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)“ III-V სემესტრის სტუდენტებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ მინიმუმ 60 კრედიტი და გავლილი აქვთ კურსები: ინგლისური ენა 1, ინგლისური ენა 2, ფიზიკის შესავალი, დაპროგრამების საფუძვლები, კალკულუსი, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1;

3. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი წარიმართოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემის გარეშე;

4. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა განაცხადის მიღების ვადად განისაზღვროს 31 ივლისი-2 აგვისტო;

5. რიგგარეშე შიდა მობილობის კონკურსში შერჩევა განხორციელდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული რანჟირებული ქულის საფუძველზე;

6. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 5 აგვისტოსი;

7. კონკურსის დასრულების შემდგომ ფაკულტეტმა უზრუნველყოს კრედიტების აღიარება და სტუდენტთა თანხმობის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელ

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის 2024 წლის 22 ივლისის N12304/28 საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით: 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:

ა)ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 12-23 აგვისტო;

ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 აგვისტო;

გ) სალექციო პერიოდი - 26 აგვისტო - 14 დეკემბერი;

დ) საგამოცდო პერიოდი - 16 დეკემბერი - 21 დეკემბერი;

-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 – 15 იანვარი

ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 15 იანვარი-18 იანვარი;

გ) სალექციო პერიოდი - 20 იანვარი - 8 მაისი;

დ) საგამოცდო პერიოდი -10 მაისი-17 მაისი;

2024-2025 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 15 მაისი-18 მაისი;

ბ) სალექციო პერიოდი - 20 მაისი - 15 აგვისტო;

გ) საგამოცდო პერიოდი -19 აგვისტო-24 აგვისტო;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 212/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, თსუ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N197/01-01 ბრძანებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2024 წლის 22 ივლისის N19081/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 16 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ა) ლინდა გიორგაძე - თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ლინდა გიორგაძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

სრულად

ბრძანების N: 211/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მატერიალური რესურსების (ქონების) ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაბარების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და თსუ-ის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2024 წლის 23 ივლისის N19216/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაევალოს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების N1 დანართის ,,ბ“ თავის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით შექმნილ კომისიას:

ა) უზრუნველყოს, 2024 წლის 25 ივლისიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსის მიმდებარედ არსებული კაფე სასადილოს შენობის სარგებლობაში არსებული მატერიალური რესურსების (ქონების) ინვენტარიზაციის ჩატარება და მისი გადაბარება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტის მენეჯერ - ვლადიმერ ესართიაზე;

ბ) უზრუნველყოს 2024 წლის 09 სექტემბრიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პირველ სასწავლო კორპუში განთავსებული (ფაკულტეტის სარგებლობაში არსებული მატერიალური რესურსების გარდა) ქონების ინვენტარიზაცია და გადაბარება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ღონისძიებების მენეჯერ -ზურაბ მატიაშვილზე.

2. დაევალოს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 09 ოქტომბრის N290/02-01 ბრძანების N1 დანართის ,,ბ“ თავის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილ კომისიას: ა) უზრუნველყოს, 2024 წლის 07 ივლისიდან 2024 წლის 05 აგვისტომდე, თსუ-ის მე-10 სასწავლო კორპუსში განთავსებული კვების ობიექტის სარგებლობაში არსებული მატერიალური რესურსების (ქონების) ინვენტარიზაცია და მისი გადაბარება მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტის მენეჯერ-ვლადიმერ ესართიაზე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 229/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 9 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება)– 13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17-19 სექტემბერი;

ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან -23-24 სექტემბერი; ნ)საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 209/01-01

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 09 ივლისის N205/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2024 წლის 18 ივლისის N18887/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 09 ივლისის N205/02-01 ბრძანების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ბ) გადასახდელი თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში აბიტურიენტს/წარმომადგენელს თანხის დასაფარად გაეგზავნოს შეტყობინება/გაფრთხილება და დამატებითი გადახდის ვადა განესაზღვროს დადგენილი ეტაპობრივი გადახდის ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) კვირის განმავლობაში. დამატებით დადგენილი ორ (2) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია აბიტურიენტი ამორიცხოს აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსებიდან და შეუწყვიტოს მასთან დადებული ხელშეკრულება;“

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 226/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2024 წლის 19 ივლისის N197/01-01 ბრძანებისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 22 ივლისის N19109/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 19 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

კონდენსირებულ გარემოს ფიზიკის განყოფილება

თორნიკე ჭაბუკიანი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს თორნიკე ჭაბუკიანთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი). 5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 210/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2024 წლის 22 ივლისის N19068/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 23 ივლისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 18 ოქტომბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულება

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

გეოგრაფიის დეპარტამენტი ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

მათემატიკის დეპარტამენტი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა (ინტერდისციპლინური)

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

5. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 201/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2024 წლის 22 ივლისის N19100/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნათელა ანანიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ნათელა ხეცურიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) ნათია ბარბაქაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნათელა ანანიაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნათელა ხეცურიანი, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათია ბარბაქაძე.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 203/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

1.1 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა19-20 აგვისტო;

1.2 შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 21-27 აგვისტო;

1.3 შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 28 აგვისტო;

1.4 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება29-30 აგვისტო;

1.5 ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 2-4 სექტემბერი;

1.6 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 5 სექტემბერი;

1.7 შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 6 სექტემბერი;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 204/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2024 წლის 18 ივნისის „2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/73 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები: ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი;

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება– 16 - 17 სექტემბერი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 სექტემბერი;

ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;

ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა20 სექტემბერი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 სექტემბერი; ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი 12:00 საათამდე;

ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 17 სექტემბერი 16:00 საათამდე;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -17 სექტემბერი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 18 სექტემბერი; 2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

კ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ლ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 205/01-01