საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №2 23.02.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის რამაზ ხომერიკის 2018 წლის 25 აპრილის N8334/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 2 მაისს  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსა.
4.    კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი
ანტენების და ტალღების გავრცელების კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

5.    ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –  Word და PDF ფაილების სახით);      
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ზ) სამოტივაციო წერილი;

6.    ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.    საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის  11 ივნისის  ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
8.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 101/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ..ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ზ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის  2018 წლის 01 მარტის N3991/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესში:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების მიზნით ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“  34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით იქმნება კომისიები”.
ბ)  მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 2. აკადემიური,   სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა     და   ეთიკის   ნორმების   დარღვევის  შემსწავლელი  კომისია


აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევისას იქმნება აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების  დარღვევის  შემსწავლელი  მუდმივმოქმედი  კომისია   ( შემდგომში - ,,ასმ      კომისია“), შემდეგი შემადგენლობით:
ა) დამანა მელიქიშვილი - უნივერსიტეტის ემერიტუსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ბარამიძე - მეცნიერებათა დოქტორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნოდარ  ცინცაძე  -  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი;
ვ)   ეკა   ლეკაშვილი   - ეკონომიკისა     და    ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;
ზ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ზვიად აბაშიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - კომისიის წევრი;
ი) ია აფთარაშვილი  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორი - კომისიის წევრი“.
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს რექტორის 2014 წლის 3 ივლისის N101/01-01 ბრძანება.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე-12 კილომეტრი N6.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                                           გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 18/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის ჰალილ გუვენის 2018 წლის 4 აპრილის №8034/10-02 წერილის  საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსების გადაცემის მიზნით, შეიქმნას რესურსების გადაცემის კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე -კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - თსუ რექტორის მოადგილე, მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორი -კომიტეტის წევრი;
გ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი, ასოცირებული პროფესორი  - კომიტეტის წევრი; 
დ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი - კომიტეტის წევრი;
ე) შოთა სამსონია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი -კომიტეტის წევრი;
ვ) მანანა ხაჩიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი- კომიტეტის წევრი;
ზ) ოთარ თაბორიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - კომიტეტის წევრი;
თ) ირმა გრძელიძე -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტი - კომიტეტის წევრი;
ი) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომიტეტის წევრი;
კ) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- კომიტეტის წევრი;
ლ) ინგა ფარნიაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -კომიტეტის წევრი;
მ) ნიკოლოზ მელქაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - კომიტეტის წევრი.
2. კომიტეტი და მისი წევრები უფლებამოსილია: 
ა) საჭიროების შემთხვევაში, გადახედოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ შეთანხმებას, შეიმუშავოს ურთიერთშეთანხმებული ცვლილებები და შეთანხმებული ცვლილებები განსხორციელებლად  წარუდგინოს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უზრუნველყოს გადმოსაცემი ქონების  მოვლა-პატრონობის  პოლიტიკის შემუშავება    სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის  რეკომენდაციების მიხედვით;
გ) შეიმუშავოს ისეთი სამოქმედო გეგმა/ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს (MCC/MCA-ის კომპაქტის/პროექტის ფარგლებში შესყიდული ქონების) მოვლა-პატრონობის პოლიტიკის  განხორციელებას;
დ) შეიმუშავოს  პარტნიორ უნივერსიტეტებთან  გასაფორმებელი მემორანდუმის ტექსტი;
ე) უცხოური აკრედიტაციების მიზნებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს  ობიექტების პროგრამული საკითხების  ფასილიტაციაში საჭიროების შესაბამისად;
ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, დაადგინოს რა აკადემიური და სხვა ტიპის გადამზადებაა საჭირო STEM პროგრამების გადაცემისთვის;
ზ) კომისიის სხდომაზე  მოიწვიოს სან დიეგო სახელმწიფო  უნივერსიტეტი - საქართველოს და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
თ)  უზრუნველყოს  ქონების გადმოცემის პროცესში წამოჭრილი სხვა საკითხების განხილვა.
3. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                              გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 97/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 23 აპრილის  N8133/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2018 წლის  20 აპრილის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
ბ) რევაზ აბაშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) მაია ლომია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რევაზ აბაშია და  საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 24 ივნისისა.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                             გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 98/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის   28 მარტის N13/04 ერთობლივი ბრძანების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გ. ჯაიანის  2018 წლის 24 აპრილის N8205/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი    მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო   10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები,    მათ   შორის    არანაკლებ   4    რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია  მაინც 


სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით და საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიიის პროფილის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს  2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია                                        ERIH-ში (დანართი N1);
3. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით (დანართი N1);
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;   
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (უვადო), უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. 

     კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (უვადო) 1 გამოცემული მონოგრაფია სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის ამსახველი ცხრილის პირველი ორი პუნქტით გათვალისწინებული სახეობების შესაბამისად,  კონკურსანტის ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციები; 
ბ)  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - მისი ხელმძღვანელობით დაცული დისერტაციები ან ბოლო 5 წელიწადში 5 პუბლიკაცია სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტის ამსახველი ცხრილის პირველი სამი პუნქტით გათვალისწინებული სახეობების შესაბამისად;

6. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 27 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს   2018 წლის 15 ივნისისა;
7. კონკურსი გამოცხადდეს  ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

    კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
     მთავარი მეცნიერ თანამშრომელი –  1 საშტატო ერთეული  (უვადო)
     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (უვადო)

8. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

    დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული. 
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

    გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება:
     უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

   დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
     უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

   ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
     უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

    ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
     უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

9. კონკურსი გამოცხადდეს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული

 კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
     მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული

 ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
     მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული
 
 დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული (სამი)

 პროგრამირების განყოფილება:
     მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული 
     მეცნიერი თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული 

       პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია:
     მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული 

10. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე); 
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად  (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული   (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) კონკურსის გამოცხადების ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია    (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
12. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული  საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა. 
13. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
14. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 29 მაისიდან  2018 წლის    4 ივნისის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა), 10:00-დან 17:00 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში.   მისამართი:  თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, ოთახი N140.
15.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
16. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
17. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე                                         
            

სრულად

ბრძანების N: 96/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 2018 წლის 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 24.04.2018წ. №8206/10 დასკვნის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის რ.ხომერიკის   23.04.2018წ. №8181/28 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 47349  ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი  მაგისტრანტები:

 

#

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსება

 

 

1.                    

ხარებავა

ნინო


734,76

 

 

2.                    

თოთლაძე

ქეთევან


726,19

 

 

3.                    

წითელაშვილი

ნიკა


724,96

 

 

4.                    

ხუნწელია

თეკლე


721,90

 

 

5.                    

ფანცულაია

სალომე


715,16

 

 

6.                    

ცხვედაძე

ქეთევან


712,71

 

 

7.                    

ნიკაჭაძე

ოლიკო


709,78

 

 

8.                    

კუჭუხიძე

თამარი


708,31

 

 

9.                    

სიმონიშვილი

ნინო


703,90

 

 

10.                

ხუჯაძე

ინგა


702,43

 

 

11.                

ჩილინგარაშვილი

ალექსანდრე


699,86

 

 

12.                

ცერცვაძე

ეკატერინე


699,24

 

 

13.                

თედორაძე

ნინო


698,02

 

 

14.                

ღონღაძე

ზურაბი


698,02

 

 

15.                

ჩართოლანი

გიორგი


698,02

 

 

16.                

მღებრიშვილი

გიორგი


695,57

 

 

17.                

მინაძე

თათია


695,08

 

 

18.                

დოლენჯაშვილი

თამთა


693,61

 

 

19.                

ყვავაძე

ანა


693,61

 

 

20.                

ძაგნიძე

სულიკო


692,14

 

 

21.                

მჭედლიშვილი

მარიამი


691,90

 

 

22.                

ქათამაძე

გიგა


690,67

 

 

23.                

ლარიაშვილი

თორნიკე


689,20

 

 

24.                

შონია

აკაკი


688,84

 

 

25.                

დალაქიშვილი

ნანა


688,22

 

 

26.                

პაპავაძე

თამარ


688,22

 

 

27.                

საჯაია

ლანა


687,73

 

 

28.                

სირბილაძე

მარიამი


687,73

 

 

29.                

ჯავახიშვილი

ირაკლი


687,00

 

 

30.                

ოღლიშვილი

ნანა


685,77

 

 

31.                

გოგისვანიძე

სალომე


684,79

 

 

32.                

მაისურაძე

დავითი


684,79

 

 

33.                

კობახიძე

დავით


683,32

 

 

34.                

რუსია

თეონა


683,32

 

 

35.                

ფეიქრიშვილი

თამარი


683,32

 

 

36.                

ჩილინგარაშვილი

ზურა


683,32

 

 

37.                

ასათიანი

მარიამ


680,39

 

 

38.                

ბაგდასაროვი

სერგეი


678,92

 

 

39.                

ბენაშვილი

მარიამი


678,43

 

 

40.                

სადრაძე

გუგა


678,43

 

 

41.                

შანშიაშვილი

გვანცა


677,81

 

 

42.                

ჭანტურია

მარიამი


675,98

 

 

43.                

ხარაზიშვილი

ზვიადი


674,51

 

 

44.                

კოდელაშვილი

გიორგი


672,30

 

 

45.                

ჭაბაშვილი

თამუნა


668,63

 

 

46.                

ხვედელიძე

ეკატერინე


664,22

 

 

47.                

ლილუაშვილი

თეონა


662,75

 

 

48.                

ლაბაძე

მაკა


657,61

 

 

49.                

ბეგლარიანი

გიორგი


655,40

 

 

50.                

ბოხაშვილი

ნათელა


654,98

 

 

51.                

აბრამიშვილი

გიორგი


653,93

 

 

52.                

ბარბაქაძე

ვახტანგ


653,93

 

 

53.                

ბაბაჯანიანი

გრიგოლი


652,46

 

 

54.                

კახურაშვილი

გიორგი


651,00

 

 

55.                

მეიფარიანი

ქეთევანი


642,18

 

 

56.                

ტყემალაძე

გიორგი


639,24

 

 

57.                

მესხიშვილი

თამთა


633,12

 

 

58.                

გუჯარაიძე

ვაჟა


624,54

 

 

59.                

პაპუნაშვილი

ზაზა


623,07

 

 

60.                

კეზევაძე

ანა


620,87

 

 

61.                

გეწაძე

თათია


618,42

 

 

62.                

ოსიაშვილი

ფრიდონ


618,42

 

 

63.                

კაკულაშვილი

გიორგი


612,30

 

 

64.                

ნიკოლეიშვილი

ლევანი


612,30

 

 

65.                

შავკაციშვილი

ჯულია


608,38

 

 

66.                

ბანეთაშვილი

ია


602,50

 

 

67.                

ლურსმანაშვილი

გაგა


598,83

 

 

68.                

ომანაძე

დიანა


598,83

 

 

69.                

ტაბატაძე

სულხან


593,93

 

 

70.                

ფეიქრიშვილი

გია


592,70

 

 

71.                

მერებაშვილი

ნინო


406,25

 






2. დაევალოს    საფინანსო    დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები  მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                    ნ.ოვსიანიკოვა







სრულად

ბრძანების N: 318/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2018 წლის 2  აპრილის N6519/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგის (1 საშტატო ერთეული) და რესტავრატორის (1 საშტატო ერთეული)   შესარჩევად.
  
ა) ბიბლიოთეკის   რესტავრაციის განყოფილების გამგე  - 1  საშტატო ერთეული.
    
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ცოდნა;
ბ) სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების ცოდნა;
გ)  მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება კონსერვაციისა და სახელოვნებათმცოდნე სფეროში;
დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (კარგად) და adobe Photoshop (საშუალოდ) ცოდნა.
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ზ) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძებნის უნარი;
2. აპლიკანტს მოეთხოვება  რესტავრაციის განყოფილების გამგის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 
ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება განყოფილების თანამშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მათი ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების მიცემა;
გ) განყოფილებაში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული საქმის წარმოება;
დ) განყოფილების საქმიანობის სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ე) განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზება;
ვ) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენა,
ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვაზე ზრუნვა, აკინძვისა და რესტავრაციის ახალი მეთოდების დანერგვა; საბიბლიოთეკო დოკუმენტების დეზინფექციისა და კონსერვაცია- რესტავრაციის სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელობა;
თ) შესაძენი საჭირო სარესტავრაციო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარების შეძენაზე ზრუნვა;
ი) გარემო პირობების მაჩვენებლის RH/T მაჩვენებლის მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და გარემო პირობების მოდიფიკაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
კ) პასუხისმგებლობის აღება განყოფილების საქმიანობის კანონიერებასა და ხარისხზე;   
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)

ბ)  ბიბლიოთეკის რესტავრატორი - (შრომითი ხელშეკრულება).
  
 აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

 ა) საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ცოდნა;
 ბ) სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      ცოდნა;
 გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება კონსერვაციისა და სახელოვნებათმცოდნე სფეროში;
დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word,  Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (კარგად) და adobe Photoshop (საშუალოდ) ცოდნა.
 ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

4.  აპლიკანტს მოეთხოვება  რესტავრატორის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების სადეზინფექციო,  საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (ფოტო - ტექსტური დოკუმენტაციის მომზადება, გაწმენდა, ფურცლის, ყდის რესტავრაცია, აკინძვა, ყდაში ჩასმა, ყდის ტონირება)
ბ)   საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვაზე ზრუნვა, აკინძვისა და რესტავრაციის ახალი მეთოდების დანერგვა;
გ)   პერიოდული გამოცემების აკინძვა-რესტავრაცია;
დ)   რესტავრირებული დოკუმენტების მომზადება საგამოფენოდ

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) ბაკალავრის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
7.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 4 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგე", ან  „რესტავრატორი“;
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოგილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe. 
10. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისისა;
11.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
   


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                   ნუნუ ოვსიანიკოვა
                    




სრულად

ბრძანების N: 101/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერი თანამშრომელების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტში  მთავარ მეცნიერი თანამშრომელების, უფროსი  მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა " და ,,ბ“ ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2,   მე-4,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის (ინსტიტუტის) - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტშის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 9 ნოემბრის N24/04 ერთობლივი ბრძანების, – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  რ. აბესაძის  2018 წლის 24 აპრილის N8230/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIH-ში; 
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; 
  კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში, ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
6. კონკურსი გამოცხადდეს 2018  წლის 26 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 28 მაისიდან  2018  წლის  პირველი ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 11 ივნისისა;
7.  კონკურსი  გამოცხადდეს  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის   ინსტი- ტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
                        ეკონომიკური თეორიის განყოფილება

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (უვადო) – 1 საშტატო ერთეული 

8.  კონკურსი  გამოცხადდეს  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის   ინსტი- ტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის და- საკავებლად:

                   ეკონომიკური თეორიის განყოფილება
                  
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

                       მაკროეკონომიკის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 



      სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 


       ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

ფინანსებისა და საბანკო საქმის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
 უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული 


საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 


ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 

9.    კონკურსი    გამოცხადდეს    პაატა    გუგუშვილის    სახელობის    ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:


          ეკონომიკური თეორიის განყოფილება     
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული 


               მაკროეკონომიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 


     ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 


ფინანსებისა და საბანკო საქმის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
 მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 


ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება 
მეცნიერი თანამშრომელი -2 საშტატო ერთეული 

სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის
 მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილება დანართი N2 );  
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

10. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის პირველი ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის    ეკონომიკის ინსტიტუტში   მისამართი:  თბილისი,  გ. ქიქოძის ქ. N14, 
მე-2 სართული, ოთახი N10.
11.კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პაატა  გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის  პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში  კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე; 
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13.დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
14.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                                        გიორგი შარვაშიძე                                  
            
               



სრულად

ბრძანების N: 95/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ მაქსველ ოვუსუს ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ მაქსველ ოვუსუს  ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, "აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 17 აპრილის N362 ბრძანებისა და მაქსველ ოვუსუს  N6861/10-02, 15.03.2018 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხოს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე - ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე განას რესპუბლიკის მოქალაქე მაქსველ ოვუსუ (პასპორტის №).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                           გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 406/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და  მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 თებერვლის N07/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის  შესახებ” თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 13 აპრილის  15/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა კიკნაძის    2018 წლის  20 აპრილის N8037/10  წერილის საფუძველზე                                                    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში
მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIH-ში; 
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; 
  კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში, ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

7. კონკურსი გამოცხადდეს 2018  წლის 25 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 28 მაისიდან 2018  წლის  პირველი ივნისის ჩათვლით. 
საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 18 ივნისისა;

8. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობების დასაკავებლად: 
ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) 
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება: 
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული (უვადოდ) 
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) 
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0. 5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) 
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება: 
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) 
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება: 
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ძველი ქვეყნების ისტორიიის განყოფილება: 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული 
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება: 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0. 5 საშტატო ერთეული
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება: 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 4 საშტატო ერთეული 
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება: 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0. 5 საშტატო ერთეული 
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება: 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული 
ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული 

10. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
 ძველი ქვეყნების ისტორიიის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული 
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული 
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი – 4 საშტატო ერთეული 



საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული
 კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი – 0. 5 საშტატო ერთეული
ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია: 
მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის

მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილება დანართი N2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 28 მაისიდან  2018 წლის პირველი ივნისის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის 
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარაში. მისამართი: თბილისი,  უნივერიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე; 
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                             გიორგი შარვაშიძე                                  
            
               

სრულად

ბრძანების N: 93/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერი თანამშრომელის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერი თანამშრომელის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა " ქვეპუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2,  მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების,                   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 თებერვლის N09/04 ერთობლივი ბრძანების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ი. რატიანის  2018 წლის 24 აპრილის N8215/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის     ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან    გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
3.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება  (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ   1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (ვადიანი)  და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;  
5. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 25 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 28 მაისიდან   2018 წლის  4 ივნისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს  2018 წლის 18 ივნისისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების  სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: 

     ფოლკლორის განყოფილება
 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

    ქართული ლიტერატურის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მიმართილებით);
მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მიმართულებით);

    ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული 

7. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის 4  ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ N5,   მე-2 სართული.
9.კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე; 
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
12 ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი                                                                                                                   გიორგი შარვაშიძე                                      

სრულად

ბრძანების N: 94/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის 13 მარტის №51/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის  13 მარტის №51/01-01 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსის  2018  წლის  20  აპრილის  №8044/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის   13 მარტის №51/01-01 ბრძანების პირველი  პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნტში შევიდეს ცვლილება  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.  ,,ა)  ანა ჟორჟოლიანი  -   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი   - კომისიის თავმჯდომარე;’’.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                                           გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის  სახელობის  მინერალური  ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნესტან გეგიას 2018 წლის 20 აპრილის  N8035/10  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

1) თენგიზ გელეიშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
2) შალვა გეგია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
3) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
4) კარლო აქიმიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
5) ვახტანგ გვახარია - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი , მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ქიმიის აკადემიური დოქტორი; 
 
                          
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თენგიზ გელეიშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შალვა  გეგია, საკონკურსო კომისიის  მდივნად                         კარლო აქიმიძე;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და  თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                               სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018  წლის 15 მაისისა;
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი                                                         გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მაღალი ენერგიების ფიზიკის      სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი  - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის                           მიხეილ ნიორაძის 2018 წლის 16 აპრილის N7374/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და  მეცნიერი  თანამშრომლების  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) სიმონ წერეთელი - თსუ ემერიტუსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფიზიკის მიმართულებით მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი);   
დ) ალექსანდრე კვინიხიძე  - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ზაზა მეტრეველი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის დეკანი, პროფესორი. 


2. დამტკიცდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  მერაბ ელიაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ სულხან ნანობაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად სიმონ წერეთელი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                            სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 25 მაისისა.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
      

რექტორი                                                     გიორგი  შარვაშიძე 

     

სრულად

ბრძანების N: 91/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ღლონტის 2018 წლის 20 აპრილის N8000/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის   სხდომის ოქმი N3) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და  მეცნიერი  თანამშრომლების  თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი.
ბ) ზურაბ ხვედელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
გ) გიორგი  მეტრეველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გამოყენებითი ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
დ) ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
ე) ელიზბარ ელიზბარაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე.
ვ) გურამ ქუთელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო         უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი. 
ზ) მამუკა ჯახუტაშვილი - ანდრია პირველწოდებულის  სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
2. დამტკიცდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნანა ხუნდაძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის  მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება                              სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი                                                  გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 92/01-01

2018-2019 სასწავლო წლისათვის ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018-2019 სასწავლო წლისათვის ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის  ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა ” , ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის    თეა გერგედავას წერილის (7770/10; 19/04/2018) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად; 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 23 აპრილს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი  N3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N202); 
3.  დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ანა ხარაიშვილი (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მოწვეული ლექტორი, იურიდიული კლინიკების დირექტორი); 
ბ) კომისიის წევრი - თამაზ ზუბიაშვილი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი - ირინა გველესიანი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი - ნინო ჩახუნაშვილი (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
ე) კომისიის წევრი - ზვიად აბაშიძე (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);
4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7.ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     
რექტორი                                                               გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 84/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,      34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 17 აპრილის N16/04 ერთობლივი ბრძანებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 2018 წლის 17 აპრილის N7516/31-05 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 23 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 29 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის                         24 ივლისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) სისხლის სამართლის მიმართულებით:

      ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული, „ა“ კატეგორია;


 ბ) სამართლის ისტორიის მიმართულებით:

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული, „ბ“ კატეგორია;

    
 გ) საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

 ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული, „ბ“ კატეგორია;

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა         წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);              
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური   საბჭოს N64/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის  29 მაისის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში – თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (თსუ II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 85/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში –თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში –თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის    გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების        მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,    322 მუხლის პირველი,   მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის N12/04 ერთობლივი ბრძანების, თინათინ წერეთლის  სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლ ბრეგვაძის 2018 წლის 16 აპრილის N 7436/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ   2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ                                         1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი                             სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით                       (თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1) განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
 კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

5. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის  23 აპრილს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს     2018 წლის პირველი ივნისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: 
  
ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული, 
         უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 0,.5 საშტატო ერთეული (ორი).

7. კონკურსი გამოცხადდეს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
 ა) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.
ბ) კერძო სამართლის განყოფილება:
    მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული.
გ) სამართლის ისტორიისა და თეორიის  განყოფილება:
         მეცნიერი თანამშრომელი - 2   საშტატო ერთეული. 
         

8. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 23 მაისიდან 2018 წლის  28 მაისის   ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე, თსუ თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი. გერონტი ქიქოძის ქ. N3,   მე - 2 სართული, კანცელარია. ტელეფონი: (+955 32) 298 32 45.
10. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის თინათინ წერეთლის სახელობის საწელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული   პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების                მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (7341/10; 16.04.18) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტრომსოს უნივერსიტეტის  მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 24 აპრილს 17 საათზე თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნინო ჩიხლაძე, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნატა ყაზახაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ლაშა ლორია, მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

„2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის ა/წ 11 აპრილის №71/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის ა/წ 11 აპრილის №71/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (8045/10; 20.04.18) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „2018/2019 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“   სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2018 წლის ა/წ 11 აპრილის №71/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ)თამარ ქარაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


  
რექტორი                                                        გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 88/01-01