საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 15 მარტის №68/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 15 მარტის №68/01-01 ბრძანებაში ,, 2019/2020 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (5481/10/10; 27.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   რექტორის   2019   წლის   15   მარტის   №68/01-01   ბრძანებაში   -
,,2019/2020 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ’’ და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)რუსუდან    დოლიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი.’’.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
4.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





 რექტორი                           გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 78/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
2019 წლის 14 მარტის №4506/32 წარდგინების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019      სასწავლო      წლის      გაზაფხულის      სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  მაძიებელი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა   პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 25 – 27 მარტი;
2.2. გასაუბრება – 28 მარტი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 29 მარტი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 76/01-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N5093/10/;22.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მიერ თსუ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი ჩატარდეს 2019 წლის 5 აპრილს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121  (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეონა  მატარაძე,    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 77/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2018- 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის №7804/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს  ადმინისტრაციული წარმოება  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.  წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 22 აპრილისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო   ტექნოლოგიების  დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 254/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“   ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული   მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 11 თებერვლის N37/01-01 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მარტის N4420/10  წერილისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 15 მარტის  N4594/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 50 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;
2.   კურსზე მსმენელთა მინიმალური რაოდენობა - 8 მსმენელი;
3.   მასწავლებლის  ანაზღაურება     განისაზღვროს  1  საათი  –  35  ლარის  ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.   დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.   დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.   ბრძანება    ძალაში    შედის    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 58/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“   ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11  სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის    „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 06 თებერვლის N31/01-01 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მარტის N4420/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 15 მარტის  N4594/10 /10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის    „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის      ტესტირებისა      და      კლინიკურ      სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 50 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით;
2.    კურსზე მსმენელთა მინიმალური რაოდენობა - 8 მსმენელი;
3. მასწავლებლის  ანაზღაურება    განისაზღვროს  1  საათი  –  35  ლარის  ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

4. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება    ძალაში    შედის    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                         ნუნუ ოვსიანიკოვა 
სრულად

ბრძანების N: 57/02-01

2018/2019 გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი რომის საპიენცას და კადისის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018/2019 გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი რომის საპიენცას და კადისის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5009/10; 21.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018/2019 გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი რომის საპიენცას და კადისის უნივერსიტეტის მიერ თსუ აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 28 მარტს, 09:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №106 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე;
ბ)  პროფესორი  ირმა  გრძელიძე,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი;
გ)    პროფესორი    ქეთევან    ხუციშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 75/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის  20 მარტის N4915/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით   გოცირიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი -კომისიის თავმჯდომარე;
ბ)    ლელა    ხუციშვილი    -    ენების    შემსწავლელი    ცენტრის    მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
გ)   ილონა   ქენქაძე   -       საქართველოს   ეროვნული       უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი - კომისიის წევრი;
დ)   მარინე   კობეშავიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) მაია    ჯავახიძე    -    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ვ)  კონსტანტინე  ბრეგაძე  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული - პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ)  ნატალია  ბასილაია  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
თ)   მარინე   ალექსიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ი)   ირინე   დემეტრაძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - კომისიის წევრი;
კ) ციური ახვლედიანი -  თსუ ემერიტუსი - კომისიის წევრი;
ლ)  ნინო  ბაგრატიონ  -  დავითაშვილი  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის მასწავლებელი - კომისიის    წევრი;
მ) ნინო აბრალავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი -  კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ენების შემსწავლელი ცენტრი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.







რექტორი             გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 74/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის   ფიზიკის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373    მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“და ,,პ“   ქვეპუნქტებისა და მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე- 7 პუნქტის, მე-11 მუხლისა მე-4 პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2019 წლის 20 მარტის N4847/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2019 წლის 18 მარტის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.     დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:


პლაზმის  ფიზიკის  განყოფილება

1. ცინცაძე ლევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   1,0  საშტატო ერთეული.
2.  დაევალოს  პერსონალის  მართვის  დეპარტმენტს  ლევან  ცინცაძესთან     შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტი)
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი             გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 73/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–e მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი   პუნქტის  ,,ნ’’  ქვეპუნქტისა და  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის   18 მარტის N4681/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   აბიტურიენტთა   მოსამზადებელ   განყოფილებაში   მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის (კურსის მოცულობა 56 საათი) მომზადების საფასური 2018-2019 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) კურსის ხანგრძლივობა - 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 15 ივლისამდე; სრული კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 650 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური   კომპონენტის   (ანალიტიკური   წერა,   წაკითხულის   გააზრება,   ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ)    რაოდენობრივი    კომპონენტის    (რაოდენობრივი    მსჯელობა)    მომზადების    საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
2.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   აბიტურიენტთა   მოსამზადებელ   განყოფილებაში   მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის
2018-2019 სასწავლო წლისათვის მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:
ა) კურსის ხანგრძლივობა - 2019 წლის 01 აპრილიდან 2019 წლის 15 ივლისამდე; სრული კურსის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური   კომპონენტის   (ანალიტიკური   წერა,   წაკითხულის   გააზრება,   ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი კომპონენტის (რაოდენობრივი მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
3. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი     კურსის მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4. უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვენახევრიანი კურსის მოსამზადებლად  ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 8 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 59/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე  გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათამეტიკის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა    და ანდრია რაზმაძის სახელობის მათამეტიკის  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2019 წლის 13 მარტის N4305/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 12 მარტის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

მათემატიკური ანალიზის  განყოფილება

1.  კირთაძე ალექსი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1,0 საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს ალექსი კირთაძესთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათამეტიკის ინსტიტუტი)
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 70/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ნ’’  ,,ო’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის
29.01.2018წ. N12/02-01 და 14.02.2019წ. N30/02-01 და N31/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 18.03.2018წ. N4629/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 73 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  თანხების  ხარჯვა  განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 54/02-01

2019/2020 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2019/2020 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის (4337/10; 13.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2019/2010 შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+   პროგრამის   ფარგლებში   პარტნიორი   დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის,   ლიმერიკის   უნივერსიტეტისა   და   გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა      რუსიეშვილი,თსუ      ჰუმანიტარულ      მეცნიერებათა      ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულეტის ასისტენტი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი             ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 68/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის
24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან დოლიძის 2019 წლის 13 მარტის N4370/10   და 2019 წლის 14 მარტის N4470/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების    შემსწავლელი    ცენტრში    66    საშტატო    ერთეულზე დასაქმებულ მასწავლებელთა ატესტაცია (დანართი 1).
2. ატესტაცია  ჩატარდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების საფუძველზე _ "დოკუმენტაციის განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს ბოლო 4 წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
3.  ატესტაციაში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 2);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 3);
გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ევროპული ენების მასწავლებლებისათვის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი (დონე - C1 ან C2, შეფასება არანაკლებ   B) საერთაშორისო სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
ვ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ზ) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
თ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების      მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების     ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
4. ატესტაციის შედეგად შერჩეულ მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
5. ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
6.   საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 20 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 10 საათიდან  17 საათამდე,  მისამართზე  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
7.  ბრძანების (დანართის 1-ის გარეშე) უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს      უნივერსიტეტის      საიფორმაციო      ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. წინამდებარე  ბრძანება  დანართებითურთ  გასაცნობად  გადაეცეს  ენების შემსწავლელ ცენტრს.
9.  წინამდებარე ბრძანება (დანართის 1-ის გარეშე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური);
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                          ნუნუ ოვსიანიკოვა 
 
სრულად

ბრძანების N: 51/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების  (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-10 მუხლისა   და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019 წლის 6 მარტის N3998/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 5 მარტის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
1.  ლაზარაშვილი ლიანა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
1.   დავითაშვილი ირმა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
1.  გვენცაძე ალექსანდრე - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
1. კერესელიძე ზურაბი -   მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   - 1 საშტატო ერთეული (უვადო).

ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი:
1.   სურმავა  ალექსანდრე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის    სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                 ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 66/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11   პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო ოკრიბელაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) თამარ სანიკიძე - ა(ა)იპ - განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ვლადიმერ მარგველაშვილი - თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი; ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო
ჯგუფის წევრი;

თ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ო) იამზე კუტალაძე - ფსიქოლოგიისა და   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჟ) შოთა კეჟერაშვილი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

რ) მაია კობახიძე - ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.



2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს 2018 წელს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის     პროექტის     განხორციელების     მიზნით”     კომპანიასთან
„ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, 2019 წლის 5 აპრილამდე, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და ვადების მითითებით. 
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მართვის    მეტ    ეფექტიანობასა    და    მაღალ    ეფექტურობაზე,    მცირე ბიუროკრატიითა და ხარჯების შემცირებით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.- ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №172/01- 01 ბრძანება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას დაინტერესებული პირებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების გაცნობის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს   უნივერსიტეტის   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6) კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ალექსანდრე ცისკარიძე
სრულად

ბრძანების N: 67/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო”  და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ენების ცენტრის დირექტორის 2019 წლის  11  მარტის №6115/10-02 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულებაში და დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3 პუნქტი:
,,3. წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მიიღება 50 თვის ვადით“.

2. წინამდებარე ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 09 მარტის მდგომარეობით ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის თანამდებობაზე მოქმედი შრომითი ხელშეკრულების მქონე თანამშრომლებზეც.

3. დაევალოს    საინფორმაციო  ტექნოლოგიების    დეპარტმენტს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.

4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 3/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე




,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე  მუხლის  და  63-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2019 წლის 05 მარტის N3942/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა) გელა დევიძე - მეცნიერი თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 49/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის    №28/01-01    და    ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის ნუნუ ოვსიანიკოვას 2018 წლის 8 ნოემბრის №279/01-01 ბრძანებების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თ. ზარანდიას 28.02.2019წ. №3492/31-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 17.01.2017წ. N56/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 57478 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,      იურიდიული      ფაკულტეტის      სტუდენტები      შემდეგი თანაფარდობით:

1 ივანიაშვილი ელენე 55.11
2 ქობლიანიძე თამარ 703.13
3 ჭიკაძე მარიამი 703.13
4 ნადირაძე ნანა 421.88
5 შარია თამთა 421.88
6 ქავთარაძე თამთა 421.88
7 გიორგაძე მანო 703.88
8 ბასილაშვილი მარი 421.88
9 ლეონიძე ირაკლი 703.13
10 გოგეშვილი მარიამ 421.88
11 ჭიღლაძე ქეთი 421.88
12 ჯავახიშვილი მარიამ 421.88
13 თოჩხუა თამთა 421.88
14 დარბაიძე გიორგი 1406.25
15 ხარაბაძე მარადი 703.13
16 დარასელია სალომე 421.88
17 მინდიაშვილი ბადრი 421.88
18 მაღლაკელიძე ნატა 703.13
19 კრემერ დიმიტრი 703.13
20 იშხნელიძე საბა 421.88
21 ედიგაროვი ლილი 421.88
22 ენუქიძე ნინო 48.16
23 მინასიან ანდრანიკ 1406.25
24 რუხაძე ეთო 1406.25
25 დუმბაძე მარიკა 1406.25
26 ჩიღოშვილი გელა 1406.25
27 თოიძე რუსუდან 1406.25
28 ჭუმბაძე თინათინ 1406.25
29 გოგინავა თამარ 1406.25
30 ხარანაული თამუნა 1406.25
31 თოდუა თეონა 1406.25
32 გამხიტაშვილი გიორგი 1406.25
33 კიკნაძე თამარი 1406.25
34 ჩუბინიძე ვალერიან 1406.25
35 კორძახია თამარი 1406.25
36 ხუციშვილი ანა 1406.25
37 ბერიძე ნატო 1406.25
38 კაკაშვილი თამუნა 488.9
39 ცინცაბაძე ლია 488.9
40 ძნელაშვილი თამარ 1408.25
41 ონიანი მარიანა 1027.9
42 სარია ხათუნა 1027.9
43 ქანთარია დავით 1027.9
44 ხუბულია ლიკა 1027.9
45 გოგიშვილი გიორი 1149.56
46 ჯღარკავა ბაჩანა 1149.56
47 ზედგინიძე ზეზვა 459.82
48 ფაღავა ანანო 1406.25
49 სამხარაძე თამარი 433.05
50 კოჩაძე თამარ 689.74
51 ლაბაძე მაგდა 689.74
52 იჩქითი გვანცა 1379.47
53 სახოკია ანა 1379.47
54 გელაშვილი სოფიო 1379.47
55 მეგრელაძე ანა 1379.47
56 ბაიძე გიორგი 1406.25
57 ცქიფურიშვილი ანა 1406.25
58 პირველი ლილე 1352.69
59 შამათავა თამთა 1352.69
60 მთივლიშვილი ომარ 1378.47


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტუდენტების
მონაცემთა ბაზაში;
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება,    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის   დეპარტამენტი,   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, იურიდიული  ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 384/02-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ანა გაბრიაძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ანა გაბრიაძის ჩარიცხვის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57- ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 27 თებერვლის N3353/32 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. ჩაირიცხოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის  რეზიდენტურის  ალტერნატიულ  დიპლომისშემდგომ  (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო  პროგრამაზე  -  ენდოკრინოლოგია,  ანა  გაბრიაძე  (პ/ნ
60001140701, 170 ქულა).
2.   ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.   დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 168/01-04