საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე - 9 და მე - 11 პუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10;  29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4   14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 7 აპრილის № 8/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2020 წლის 29 აპრილის   N 5782/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 18 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2020  წლის  19  ივნისიდან  2020  წლის  26  ივნისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი    ოქმი    თსუ    აკადემიურ    საბჭოს    გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 20 ივლისისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა,შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით(ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);         
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (საქართველოს კანონის-„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური      მუშაობის      გამოცდილების      დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი,კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება      ან      სხვ.)      სხვა      უმაღლეს      საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 19 ივნისიდან  2020 წლის 26 ივნისის ჩათვლით 11- დან 16:00 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა 
ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თსუ მე - 3 კორპუსი, ოთახი N 108;
8. ბრძანება  გამოქვეყნდეს  გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე   ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 82/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 და 2020 წლის 22 აპრილის N75/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 05.05.2020წ. N5955/10 დასკვნის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 05.05.2020წ. N5943/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 20053 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები შემდეგი თანაფარდობით:

გვარი

სახელი

თანხა ლარებში

1

ბებრიშვილი

მარიამი

562,5

2

კანდელაკი

თამარი

562,5

3

კურმაშვილი

ქეთი

562,5

4

ნადირაშვილი

თამარ

562,5

5

სულავა

მარიეტა

562,5

6

რობაქიძე

ქეთი

562,5

7

საათაშვილი

ივანე

562,5

8

დოლიძე

დადუნა

562,5

9

კუპატაძე

თამთა

562,5

10

ანთაური

სოფიკო

562,5

11

პაპინაშვილი

თეონა

562,5

12

რევიშვილი

მარიამი

562,5

13

ქსოვრელი

მარიამ

562,5

14

შეყლაშვილი

თინათინ

562,5

15

ორთოიძე

ანნა

562,5

16

ხარაიშვილი

მირანდა

562,5

17

გამყრელიძე

თინათინ

562,5

18

მამულაშვილი

თინათინ

562,5

19

აგაჯანოვა

საბინა

562,5

20

ბეგაშვილი

ნინო

562,5

21

გიორგაძე

მარია

562,5

22

ნოზაძე

თამარ

562,5

23

ხვიჩია

თეკლე

562,5

24

უკლება

მერი

375

25

შენგელია

ლელა

375

26

იოსელიანი

ეკატერინე

375

27

ჩიქოვანი

მარიამი

375

28

სოფრომაძე

მირანდა

375

29

ცანავა

ქეთევან

375

30

ვაჭარაძე

ხატია

375

31

მიროტაძე

ანნა

375

32

ხეთაგური

ავთანდილ

375

33

პოპიაშვილი

მარიამ

375

34

გიორგაძე

თეა

487,5

35

ცქვიტაია

ესმა

375

36

აბაიშვილი

ელენე

253

37

აგაჯანოვა

ფატმა

375

38

რეხვიაშვილი

ქეთევან

375

39

შანავა

ანანო

375

40

ხაჩირაშვილი

ნათია

375

41

გოდელაშვილი

თამარ

375

42

ჩერქეზიშვილი

მარიტა

375

სულ

20053

2.     დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 368/02-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54- ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 31 მარტის N323524 ბრძანების, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების ხარისხისგანვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-
2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარებისწესის“ მე-14   მუხლის,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხემძღვანელის 2020 წლის 23აპრილის №5643/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ,,საბიბლიოთეკო საქმე.";
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დანართის სახით დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამა    ჩამოყალიბდეს    ახალი,    წინამდებარე    ბრძანებაზე თანდართული შიინაარსით (,,საბიბლიოთეკო საქმე“).
2. რექტორის 2018 წლის 3 დეკემბრის №:1240/01-04 ბრძანებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ბიბლიოთეკარი“ ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ვინც დაასრულებს სწავლას 2020 წლის ბოლომდე, პროგრამის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით - „საბიბლიოთეკო საქმე“, ხოლო მისანიჭებელი კვალიფიკაცია განისაზღვროს შემდეგი ფორმულირებით - „საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საბიბლიოთეკო     საქმეში“ /Secondary Vocational Qualification inLibrary Work (კვალიფიკაციის კოდი 0322 ).
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 80/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  საქართველოს განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა  და   სპორტის მინისტრის  2020  წლის  30   იანვრის  N124  ბრძანების  და  საფინანსო  დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 01 მაისის №5853/10, საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში-უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2019//2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე      შესაბამისი      საფეხურის      სტუდენტების      ოდენობის      გათვალისწინებით

ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 110 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 111 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 72 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 137 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  36 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  106 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  41 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2020  წლის 25 მაისის  ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 81/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის N2 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილებები და დამატება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 25 მაისი-27 ივნისი; “

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ.ე) სააუდიტორიო მეცადინეობები - 25 მაისი-27 ივნისი;“

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 79/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 01.05.2020წ. N5829/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი შემდეგი პროექტები:
ა) ლიტერატურულ-ანალიტიკური ესეების კონკურსი „პიგმალიონი“;
ბ) უხუცესთა გაერთიანებები პანკისში, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არაფორმალური-ტრადიციული მექანიზმები;
გ) ღვიძლის ექსპერიმენტული ექსპლანტაციის პირობებში ორგანიზმში აჰეპატური ფაზით გამოწვეული დარღვევებისგან დაცვა ცხოველებში ბიკავალური სწრაფი შუნტით;
დ) ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია; 
ე) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-Act for sustainability.

2. დაევალოს   საფინანსო   დეპარტამენტს   თანხების   ხარჯვა   განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ პირებს   და   შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულს   (საფინანსო დეპარტამენტი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 79/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება რა მთავრობის სოციალური დახმარების ინიციატივებს, მიზანშეწონილია სტუდქალაქით მოსარგებლე სტუდენტებს საცხოვრებელი  ფართით  სარგებლობის  ტარიფის  გადასახადთან  დაკავშირებით 2020 წლის 1 მაისიდან 1 სექტებრამდე პერიოდში გაეწიოთ შეღავათები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 1 მაისის N5850/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:

ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას (სამივე შემთხვევაში სავალდებულოა შესაბამისი ცნობის წარმოდგენა), ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა) საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;
ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა), ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა), ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა) განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი.
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო დეპარტამენტსა და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს. 
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 78/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 6 მარტის N52/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის N5783/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 6 მარტის N52/02-01 ბრძანებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭოს აკადემიურ, სამეცნიერო, ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა, უწყვეტი განათლების ცენტრში მოწვეული მასწავლებლებისა და ტრენერების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეულ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 77/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019-2020
სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 22 აპრილის N75/01-01 და 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ე.ენუქიძის 29.04.2020წ. N5776/10 დასკვნის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 28.04.2020წ. N5761/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 49840 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები შემდეგი თანაფარდობით:

გვარი

სახელი

სემესტრი

თანხა

1

მოსიძე

გვანცა

2

947,97

2

ნიკოლეიშვილი

სალომე

2

945,60

3

ნოზაძე

თამარ

4

944,84

4

ჩიხლაძე

შოთა

4

944,84

5

სამარგულიანი

ლევანი

2

943,23

6

იაძე

ეკატერინე

4

938,49

7

ტეფნაძე

თამარი

2

938,49

8

ბართია

ქრისტინე

2

936,59

9

სანდროშვილი

მარიამი

2

936,12

10

შეროზია

ანი

2

936,12

11

ქიქავა

ანა

2

935,36

12

კაპანაძე

გიორგი

4

934,41

13

ხუსკივაძე

არჩილ

4

934,41

14

ბეციაშვილი

გიორგი

4

932,14

15

ძაძამია

ნანა

2

929,01

16

ხორავა

აკაკი

2

929,01

17

ქავთარაძე

მარიამი

4

925,88

18

გავაშელიძე

მარი

2

923,32

19

ბუხაიძე

მარიამი

2

921,14

20

დვალი

ცოტნე

4

920,86

21

ჩიტიშვილი

მერი

2

919,53

22

ადამაშვილი

ქეთევანი

4

917,64

23

მეურმიშვილი

დავითი

2

916,40

24

რომანაძე

ნანა

2

916,40

25

დობორჯგინიძე

თინათინ

4

914,79

26

პოღოსიან

გიორგი

2

910,05

27

კობახიძე

ელენე

2

900,57

28

ცხადაძე

თამარი

2

894,22

29

დოლიძე

გიზო

2

891,09

30

უშიკიშვილი

ავთანდილ

2

889,48

31

ჭანკვეტაძე

ლანა

4

889,20

32

დვალიშვილი

თეიმურაზ

4

887,96

33

ბარდაველიძე

ანა

4

886,35

34

კლოიანი

მანველ

4

884,74

35

სანიკიძე

ნანა

2

872,13

36

ლომსაძე

დემური

2

866,44

37

ცუცქირიძე

დავით

2

861,04

38

მაჭარაშვილი

ნინო

4

851,56

39

შინჯიკაშვილი

შორენა

4

850,42

40

ლონდარიძე

ლევან

4

848,43

41

რევაზიშვილი

ზურაბ

4

827,10

42

წიკლაური

გიორგი

2

824,73

43

ნოზაძე

ზურაბი

2

822,84

44

ხასია

გურამ

2

819,05

45

გაბელაია

ლელა

2

817,15

46

მწითური

ვასიკო

2

815,25

47

ნოდაძე

ვახტანგ

2

805,77

48

მაზიაშვილი

ნინო

4

803,88

49

ჩაკვეტაძე

თორნიკე

2

801,98

50

ცომაია

გიორგი

2

796,29

51

ტყემალაძე

გივი

2

779,23

52

ჭანტურია

თორნიკე

2

773,54

53

დიაკვნიშვილი

ავთანდილ

2

772,60

54

მარღიშვილი

მარიამ

2

736,29

55

ორბელაძე

ნათია

2

729,94

56

კაპანაძე

ილია

2

727,57

57

ჩიხლაძე

ილია

2

720,46

2.  დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება მაინდეფიცირებელი მონაცემების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით     დადგენილი   წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს   და   შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებს   (საფინანსო დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 363/02-04

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020  წლის  22  აპრილი:  N19-01201131477 (თსუ  რეგისტრაციის  N7836/10-02,  23.04.2020) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2.ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   რექტორის   2019   წლის   22   ოქტომბრის   „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი   სტუდენტების   დაფინანსების   წესების   დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N1031/01-04 ბრძანება.
3.ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 77/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 24 აპრილის N56844/10 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,
373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 25 მარტის N07/04 ერთობლივი ბრძანებისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რ. აბესაძის 2020 წლის 16 აპრილის N5525/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 15 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის      ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)    და განისაზღვრონ არჩეულად:
ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება:

ზურაბ წერეთელი  - მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
ხათუნა ბერიშვილი  -  მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება    პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის  15 აპრილის N5496/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 300 000 ლარით.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2019/2020  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 49 840 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 49 872 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 35 549 ლარი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 65  938 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 53 730 ლარი; 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 25 018 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 20 053  ლარი;
3.ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.დაევალოს     უნივერსიტეტის     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 75/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2019-2020 სასწავლო წლის შემდოგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით    წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 14 მაისისა.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა.დაევალოს კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 321/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 10 აპრილის   N5394/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო    უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის     ტრენინგკურსი     „მასწავლებელთა      სასერტიფიკაციო     გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ექსტენსიური კურსი“ შედგება ორი (2) მოდულისაგან, მომზადების საფასური თითოეულ მოდულზე განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) I მოდული: I-VI კლასები:
ა.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის   განისაზღვროს 720 ლარით; ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში  თვეში - 180 ლარი;
ა.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს  64 საათს; ბ)  II მოდული: VII-XII კლასები:
ბ.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის  განისაზღვროს 720 ლარით;  ეტაპობრივად გადახდის შემთხვევაში  თვეში - 180 ლარი;
ბ.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს 64 საათს;

2.  პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 50 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4.  დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
   
სრულად

ბრძანების N: 75/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 10 აპრილის   N5394/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ -ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო    უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის     ტრენინგკურსი     „მასწავლებელთა      სასერტიფიკაციო     გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი“  შედგება ორი (2) მოდულისაგან, მომზადების საფასური თითოეულ მოდულზე განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) I მოდული: I-VI კლასები:
ა.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის  განისაზღვროს 250 ლარით; 
ა.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს  24 საათს;

ბ)  II მოდული: VII-XII კლასები:
ბ.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 250 ლარით; 
ბ.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს 24 საათს;

2. პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 50 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 76/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 25 მარტის N 7/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2020 წლის 10 აპრილის N5359/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2020 წლის 31 მარტის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი განყოფილების - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ა) ნინო ჩუბინიძე - ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს ნინო ჩუბინიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. წინამდებარე   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებ - გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი      გიორგი შარვაშიძე 
 
სრულად

ბრძანების N: 74/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა საიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 298/01-04

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 მარტის N60/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ”, ,,ნ” და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის   ზურაბ გაიპარაშვილის 2020   წლის   8 აპრილის N5324/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება)   უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 მარტის N60/02-01 ბრძანებაში და მისი მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ
პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტმამენტი, პერსონალის
მართვის  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამრნტი, ბიბლიოთეკა).
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 72/02-01