eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 08 ივლისის N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების, განვითარების და პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N21104/10 (23,09,2026) წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 24 სექტემბრის N 21298/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა)   ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი (დანართი N1).
ბ)   ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი,  ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი (დანართი N2).
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი (დანართი N3).
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი (დანართი N4).
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო  საქმე“ ქუთაისი (დანართი N5).

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი  და „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი  ამოქმედება მოხდეს 2027 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი და „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი ამოქმედება მოხდეს 2026 წილის 01 დეკემბრიდან.
4. „სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანების პირველი პინქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამებზე:  („ბუღალტრული  აღრიცხვა“,  „საბიბლიოთეკო  საქმე“, „ღონისძიების ორგანიზება“) 2026 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე