eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    ჩარიცხვის წესი      და    პირობები“ 25-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12, პუნქტების, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 31 აგვისტოს N18901/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული აბიტურიენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
ბ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (3X4) CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ.ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან/და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ((დედნის წარმოდგენით).
გდ.ბ) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული; 
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მამრობითი სქესის აბიტურიენტებისთვის).
2. დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 01-14 სეტქემბერი.
3. მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აბიტურიენტისთვის   არის   პროფესიულ   საგანმანათლებლო   პროგრამაზე   ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. თბილისში რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N19, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
5. პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. ქუთაისში  რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.

6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია