საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ,,უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის   23-ე  მუხლის    პირველი პუნქტის და  24-ე   მუხლის     პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15   მუხლის    პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის    პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), მატერიალური რესურსების   მართვის  დეპარტამენტის   უფროსის  იოსებ  სოფრომაძის 2026  წლის  26  თებერვლის N3986/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური         რესურსების         მართვის        დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების      განყოფილების           მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე (შტატგარეშე).

2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე შრომის ანაზღაურება  თვეში  განისაზღვრება  1330 (ათას  სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა   და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
3.1. განათლება
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის სფეროში ან შესაბამისი ტექნიკური/პროფესიული განათლება;
ბ) მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების  ცოდნა.
3.2. სამუშაო გამოცდილება
ა) არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (წლები ან განხორციელებული პროექტების მასშტაბი/ტიპი);
გ)  საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, კომერციული ან სხვა ტიპის   პროექტების განხორცილების გამოცდილება;
დ) გუნდურ  გარემოში  მუშაობისა    და   დამკვეთთან   პროფესიული   კომუნიკაციის გამოცდილება.
3.3. პროფესიული და ტექნიკური კომპეტენციები
ა) არქიტექტურული პროექტების მომზადების უნარი სამუშაო დოკუმენტაციის დონეზე; 
ბ) 3D მოდელირების და ვიზუალიზაციის უნარი (სასურველია);
დ)კონცეფტუალური და სივრცითი აზროვნება;
ე) დეტალებზე  ორიენტირებულობა და  პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
3.4. კომპიუტერული უნარები
ა) არქიტექტურული და გრაფიკული პროგრამების ცოდნა ( AutoCAD, 3D Max, Photoshop);
ბ)სასურველია  დამატებითი  პროგრამების ცოდნა  (Revit,  ArchiCAD,  SketchUp  ან სხვა შესაბამისი პროგრამები);
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბ) დეტალებზე  ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; 
გ) დოკუმენტაციის დამუშავების უნარი;
დ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
ე) დატვირთულ  რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის და წერითი კომუნიკაციის უნარი 
ზ) მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
თ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
5.     სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის  ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების   მთავარი   სპეციალისტის   (არქიტექტორის)   პოზიციაზე   (შტატგარეშე) დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახალი არქიტექტურული პროექტების ინიცირება  და შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა.
ბ) სარემონტო და სარეაბილიტაციო სივრცეების  შესწავლა, არსებული  მდგომარეობის ანალიზი და გეგმარებითი გადაწყვეტებისა და მასალების შერჩევის შეთავაზება.
გ) ინტერიერისა და სპეციფიკური ავეჯის დიზაინისთვის საჭირო არქიტექტურული და შემოქმედებითი  პროექტების მომზადება, მათ შორის:
სატენდერო დოკუმენტაციისთვის საჭირო გეგმარებითი მასალების შექმნა;
პროექტების ელექტრონული ვერსიების  დამუშავება  გრაფიკულ პროგრამებში (AutoCAD, 3D Max, Photoshop).
დ)         პროექტებთან         დაკავშირებული          ფოტომასალის        მომზადება          და სამშენებლო/სარემონტო ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი
მომზადება.
ე)       სანებართვო პროცედურების წარმოება და კომუნიკაცია ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან. 
ვ)   უნივერსიტეტის კორპუსების სართულების ნახაზების შექმნა შესაბამის ელექტრონულ მხაზველობით პროგრამებში.
ზ)  უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)   კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.7. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო  კომისიის   მიერ  აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება. აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტები  დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტების   მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 4 მარტიდან  2026 წლის 10 მარტის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის  (არქიტექტორის)  პოზიცია (შტატგარეშე).
9.  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების   განყოფილების  მთავარი  სპეციალისტის  (არქიტექტორის) პოზიციაზე (შტატგარეშე)   შერჩევის  მიზნით შეიქმნას  კომისია  და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
10.ბრძანება ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (არქიტექტორის) პოზიციაზე (შტატგარეშე)  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 მარტისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის 
ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის  სამსახური,    მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე