საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის   იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების “მედიცინა(ქართულენოვანი) და “სტომატოლოგია” სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადების   “ რექტორის 2025 წლის 21 ივლისის N150/01-01 ბრძანების

ა) 1.1 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში სააუდიტორიო  მეცადინეობები ნაცვლად:

„22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 5 იანვარი - 7 თებერვალი“

განისაზღვროს: „22 სექტემბერი- 27 დეკემბერი, 8 იანვარი -11 თებერვალი “

ბ) 1.1 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტში საგამოცდო პერიოდი ნაცვლად:

„საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) - 13 - 20 თებერვალი“

განისაზღვროს: „საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) -18 - 24 თებერვალი;” 

გ) 1.1 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტში არდადეგები ნაცვლად:
„29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი ; “
 
განისაზღვროს:  „29 დეკემბერი - 7 იანვარი, 25 თებერვალი -1 მარტი; “

დ) 1.1 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„23 თებერვალი - 2 მარტი “

განისაზღვროს: „25 თებერვალი - 2 მარტი “

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია