საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ა’’,  ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 15 დეკემბრის 20/04 ერთობლივი ბრძანების და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლ. წიქარიძის 2025 წლის 21 დეკემბრის N33545/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის       (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 2000  (ორიათასი)  ლარს (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო  ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)საგანამანათლებლო სფეროში    მუშაობის    არანაკლებ       2 წლიანი    გამოცდილება, (სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).
გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები  პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე; საქართველოს კანონი პროფესიული  განათლების  შესახებ;  საქართველოს განათლების,  მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის ბრძანება №69/ნ" ეროვნული კვალიფიკაციების  ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ"; საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №59/ნ "პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის  განსაზღვრის  თაობაზე";  საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი; ევროკავშირის ევროპული კვალიფიკაციების  ჩარჩო მთელი სიცოცხლის  განმავლობაში სწავლისთვის  (EQF-LLL); კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა.
4. აპლიკანტს უნდა  ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები: 
ა) კრეატიულობა;
ბ) კეთილსინდისიერება; 
გ) დასაბუთების უნარი;
დ) დროის ეფექტიანი მართვა;
ე) კონცეტრაციის და დეტალებზე  ორიენტირებულობის უნარი;
ვ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი; 
ზ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

5.    სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია)  საშტატო   განრიგით   განსაზღვრულ   პოზიციაზე  დასაქმებულ პირს  მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების  შესრულება:

ა) პროფესიული       პროგრამების       ინტერნაციონალიზაციის       მხარდასაჭერად საერთაშორისო პარტნიორების მოძიება;

ბ) პროფესიული  სტუდენტების/მსმენელებისა  და  მასწავლებლებისთვის  გაცვლითი პროექტების მოძიებაში, შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) პროფესიული   განათლების  ცენტრის   პერსონალის  საერთაშორისო  პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა;

დ) უშუალო  ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის  ასლები; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.); 
ვ) კონკურსით გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში      უნდა  წარმოადგინოს    ცნობა     ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. საბუთების არასრულად    გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;

8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის  მუშაობის წესი  (დანართი 1; დანართი 2);

9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა   მიეთითოს  ,,პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია)“.

10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია)  საშტატო  განრიგით  განსაზღვრულ  პოზიციაზე კანდიდატის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს  2026  წლის  15 იანვრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე