საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, 53- ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“,  ,,ო“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების, თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 12 დეკემბრის N23972/10 სამსახურებრივი ბარათის და დამოუკიდებელი შემფასებლის (შპს ,,კკ  ჯგუფი”)  2025 წლის 20 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს დამატება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ  პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო,  საგამოცდო,  მხატვრული,   სანახაობრივი,  სპორტული ღონისძიების ორგანიზების  პროცედურის  განსაზღვრისა და მომსახურეობის  სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით  დამტკიცებული  N4 დანართის მე-7 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 მუხლი:

,,მუხლი  4. სააქტო დარბაზი - 503 აუდიტორია,  სცენა - 70 მ2, დარბაზი  - 165 მ2, დამხმარე ოთახი - 24 მ2

 
ა) კულტურულ შემოქმედებითი,  კინემატოგრაფიული, კონფერენციის, სემინარების, სიმპოზიუმების,  საგამოცდო,  სამეცნიერო  სტუდენტური  ან  სხვა  თემატური ღონისძიებების  ორგანიზება (მომსახურეობა) პროექტორით, განათებით, დასუფთავებით, დაცვის და ტექნიკური პერსონალის ორგანიზებით - ერთი საათი - 250 ლარი, დღიურად  -
2000 ლარი;

ბ)   იგივე    პაკეტი    პროექტორის,   განათების,    დაცვისა    და   ტექნიკური   პერსონალის მომსახურების გარეშე - 1 საათი -150 ლარი, დღიურად 1200 ლარი.”.

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე