„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას 2025 წლის 19 ნოემბრის N30169/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 46 114 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 62 717 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 34 005 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 90 659 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 61 219 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 28 114 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 27 172 ლარი.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე