„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 და 22 ივნისის N152/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 31.10.2025წ. N27893/10 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდეს,    სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  განმსაზღვრელი საბჭოს მიერ
2025 წლის   30 ოქტომბრის   N109 სხდომის   ოქმით  გამარჯვებულად  გამოვლენილი   33
პროექტი:
1. Liga TSU;
2. იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის მიმართულებით;
3. კარლ პოპერის ფორმატის დებატები;
4. მნემოსინე;
5. ფოტოკონკურსი დაიჭირე წამი;
6. იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით;
7. კინოკლუბი;
8. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საბჭოთა კავშირი  - პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“;
9. „ოტია იოსელიანის 95-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია;
10. თემიდას სასამართლო;
11. ბილიარდის ტურნირი;
12. „ენგურჰესი  — ინჟინერიის საოცრება;
13. „ლაშქრობა კახისის ტბაზე“;
14. თსუ  თარო 2025;
15. დაამტკიცე  კანონი;
16. „ქართველი მწერლების“;
17. AI სტარტაპების პრეაქსელერატორი“;
18. „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტოპონიმების გეოგრაფიული კვლევა“;
19. „ფემიციდი“;
20.  „ნიკო   ნიკოლაძე  -  საქართველოში მრეწველობის  განვითარების   მნიშვნელობბის შესახებ“;
21. „დიდგორის ბრძოლის ველის იდენტიფიკაციისთვის“;
22.  საახალწლო მეჯლისი 2025  (ბიუჯეტში გადასახადები  დაკორექტირდეს  საფინანსო დეპარტამენთთან შეთანხმებით);
23. სამოსამართლო სამართალი;
24. „FPV დრონების ტექნიკური“;
25. „მდინარე აჭარისწყლის აუზზე;
26. აღმოაჩინე ნეძვის აღკვეთილი“;
27. კონსტიტუცია სახელმწიფოს ფუნდამენტი;
28. ბრწყინვალე გონება;
29. ნახატების კონკურსი;
30. უნივერსიტეტის მხატვრების გამოფენა;
31. „სპორტული რა სად როდის;
32. ტიციან ტაბიძის 130-ე წლის საიუბილეო საღამო;
33. „საუნივერსიტეტო კიბერჩემპიონატი
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა