საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს    ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის   ფაკულტეტის     ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების “მედიცინა(ქართულენოვანი) და “სტომატოლოგია” სტუდენტებისათვის
2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადების   “ რექტორის  2025 წლის  21
ივლისის N150/01-01 ბრძანების


ა) 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:

ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება - 8-15 სექტემბერი, ადმინისტრაციული რეგისტრაცია 8-29
სექტემბერი;

ა.ბ.) აკადემიური რეგისტრაცია -17-29 სექტემბერი “

ბ) 1.1 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 18 აგვისტო - 22 სექტემბერი; “
 
განისაზღვროს: „18 აგვსიტო - 29 სექტემბერი; “

გ) 1.1 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 15-22 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „15-29 სექტემბერი; “

2.  ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია