საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,  და   „პ“  ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტისა და ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის N23308/28, 18.09.2025 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 23307/27, 18.09.2025 ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 23367/26,
19.09.2025 წარდგინებების  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამებზე    ვაკანტური     ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 31 ივლისის  N160/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართით დამტკიცებული დოქტორანტურის  საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური  ადგილების სიაში და შემდეგი ნომრები ჩამოყალიბდნენ ახალი რედაქციით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
''

6.      ბიოლოგია 8

                                                                                                                                           ''

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

"

4. კულტურის კვლევის სადოქტორო პროგრამა 4

                                                                                                                                             "

გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

"

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური  ადგილების რაოდენობა
1 ფსიქოლოგია     4
2 განათლების ფსიქოლოგია 3
3 გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია 3
4 პროფესიული განათლება (სწავლების     ენა ინგლისური) 2
5 განათლებისა და მეცნიერების  მმართველობა და
ადმინისტრირება  (ერთობლივი) (სწავლების ენა ინგლისური)
10
6 განათლების მეცნიერებები  (ერთობლივი) 8 (თსუ - 4; აწსუ - 1;
თესაუ  - 2; ბსუ - 1)

                                                                                                                                          "

2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს    კანცელარიას,     ბრძანება     გადასცეს     შესაბამის      სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია