,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი თავაძის 2025 წლის 17 სექტემბრის N23107/110 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის თავჯდომარე,
ბ) ვლადიმერ სუჯაშვილი-უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
გ) ბესარიონ იოსელიანი- მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი;
დ) გოჩა ჯანელიძე -პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ე) ლანა ლომიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.
2.დამტკიცდეს უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1).
3.საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ოქტომბრისა.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, უსაფრთხოების სამსახური).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე