საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-4  და  მე-5  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების -,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ერთიანი საშტატო განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025 წლის  4 ივლისის  N10/04 ერთობლივი  ბრძანების   და  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის    ნინო ფარცვანიას  2025 წლის 15 სექტემბრის N22700/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:
2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან  სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და  უნდა  ჰქონდეს  გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ  შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით  შეიძლება  აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
4.  კონკურსანტებს ასევე მოეთხოვებათ:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად - გამოქვეყნებული უნდა  ჰქონდეს 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც  იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.  
ბ)  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად - მე-2 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა  იყოს შესაბამისი პროფილით.
5. კონკურსი  გამოცხადდეს 2025 წლის 19 სექტემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბრისა.
6.  კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში: უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -0,5 საშტატო ერთეული.
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -0,5 საშტატო ერთეული.
მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული.

7. სამეცნიერო    თანამდებობაზე     (უფროსი    მეცნიერი     თანამშრომელი,   მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული  პირობებისა და ვადების  დაცვით  წარუდგინოს  საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება    საკონკურსო   კომისიის სახელზე    დადგენილი    ფორმის  მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ)    პირადობის   დამადასტურებელი    დოკუმენტის   ასლი   (პასპორტი,   პირადობის 
მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ)  შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის  ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;

8.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი,  მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია