საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  და 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14  მუხლის პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის  მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე’’ და „ნ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 03 ოქტომბრის N378 დადგენილების, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2023 წლის 09 სექტემბრის  N21/04 ერთობლივი ბრძანების, სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის   ლუკა სამუშიას 12.09.2025წ.  N15733/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს     ცვლილება „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების არსებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერის (განულების) შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 25 ოქტომბრის N311/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი N1);
2.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემთა ბაზებში;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს  და შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებს   (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის  მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5.ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შიძლება გასაჩივრდეს მისი  ოფიციალურად გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა