საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  „ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   სტუდქალაქის   შინაგანაწესის   დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის    2017 წლის     27 სექტემბრის     N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის  მე-2 და მე-8  პუნქტების და  თსუ  სტუდქალაქის სტუდენტური  სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა  წაქაძის      2025 წლის      15 სექტემბრის      N22804/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში  სარგებლობის  უფლების   მოპოვების  მიზნით , გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია  ბაგების  საერთო საცხოვრებლის  50 (ორმოცდათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 60 (სამოცი) ადგილზე.

2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2025 წლის 19 სექტემბრის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

3. დაევალოს    საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს      ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების  გატარება.

4.    დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.

5.   დაევალოს  კანცელარიას  წინამდებარე   ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა