საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 -ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,    473 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის  2025 წლის 2 სექტემბრის N 820/01-04 , 10 სექტემბრის N 891/01-04 ბრძანებების და სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების    საგანმანათლებლო    პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს      2025-2026 სასწავლო    წლიდან   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად ცხრილის მიხედვით:

N   გვარი     სახელი     პირადი N   სწავლების საფეხური საგანმანათლებლო პროგრამა
1 ბაბოიან ვაროს   ბაკალავრიატი  კომპიუტერული მეცნიერება
2 გალსტიან მიჰრან   ბაკალავრიატი  ბიზნესის ადმინისტრირება
3 კაპლანიან ნელი   ბაკალავრიატი  ბიზნესის ადმინისტრირება
4 ნახაპეტიან სარგის   ბაკალავრიატი  რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი)


2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია