„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 05 აგვისტოს N 165/01-01 ბრძანებაში:
ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.
(ცნობის წარდგენა არ ეხებათ იმ კანდიდატებს, ვინც შესაბამისი გამოცდა ჩააბარა 2025 წელს)“;
ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.
(ცნობის წარდგენა არ ეხებათ იმ კანდიდატებს, ვინც შესაბამისი გამოცდა ჩააბარა 2025 წელს); “.
2. ბრძანებით დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია