საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის  განსაზღვრის  შესახებ”  რექტორის  2025 წლის  31 ივლისის N 161/01-01  ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) დოკუმენტაციის მიღება - 22 აგვისტო - 1 სექტემბერი;

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია