საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025 წლის      25 აგვისტოს    ძალაში   შევიდა    საქართველოს  მთავრობის      N381 დადგენილება „უქმე   დღეების   განსაზღვრის   შესახებ“,   რომლის  პირველი  მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს შრომის  კოდექსი“  30-ე მუხლის  მე-3   პუნქტის   შესაბამისად,    საქართველოს  ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 29 აგვისტო განისაზღვროს უქმე დღედ.“

ხსენებული დადგენილების  ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ    უნივერსიტეტის   ცალკეული    პერსონალის   მიმართ    უკვე გამოცემული იყო   შესაბამისი    ბრძანებები   პერსონალის  კუთვნილი  შვებულებით სარგებლობის თაობაზე,    რომლებიც  2025   წლის     29 აგვისტოს   მოიცავს,   როგორც საშვებულებო დღეს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან  გამომდინარე,  უნივერისტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ    ბრძანებების    კანონმდებლობასთან   შესაბამისობაში    მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია  საქართველოს მთავრობის  2025 წლის  25 აგვისტოს N381 დადგენილების       ძალაში   შესვლამდე   და   ადგენს   ცალკეული   პერსონალის საშვებულებო პერიოდს,    რომელშიც    ჩათვლილია    აღნიშნული     დადგენილებით განსაზღვრული უქმე   დღეც  და  საქართველოს მთავრობის   2025 წლის   25 აგვისტოს N381დადგენილების პირველი მუხლის,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდებისმე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის    ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში   და  პერსონალის შვებულების  ხანგრძლივობა  განისაზღვროს  2025 წლის 29 აგვისტოს უქმე დღედ ჩათვლის გათვალისწინებით.

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე